მალვოლიო პარლამენტში

მსოფლიო პარლამენტარიზმს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მიუხედავად ნაციონალური თავისებურებებისა, საპარლამენტო ქცევა ურთიერთპატივისცემასა და ეთიკის ნორმების უპირობო დაცვას მოითხოვს. ქართული პარლამენტარიზმის ტრადიცია ზურაბ ჟვანიასაგან, განსაკუთრებული დელიკატურობის მქონე ადამიანისაგან მოდის და სასურველი იქნებოდა ქართველი ხალხის რჩეულნიც ამ ტრადიციის ერთგულნი დარჩენილიყვნენ. პარლამენტარ ზაზა პაპუშვილის ამ გამოხდომის შემდეგ კი უნებლიედ გახსენდება პრემიერ მინისტრის სიტყვები " უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს, არ გაბედო და ვინმე ცნობილი მსახიობი ან ვინმე არ შევიყვანო. აუცილებლად მას უნდა შეეძლოს მუშაობა კანონებთან, უნდა ჰქონდეს გამოცდილება.  სამწუხაროდ ამ შემთხვევაში პაპუაშვილის მხრიდან არა მხოლოდ კანონშემოქმედებითი მუშაობის უცოდინრობასთან, არამედ ზრდილობის ელემენტარული ნორმების დაუცველობასთან გვაქვს საქმე.

11-07-2013, 22:25 | კომენტარები | ნანახია - 1262
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია