კვირის სპორტის სიახლები

კვირის სპორტის სიახლებიფეხბურთი

 

“ბაიერნმა” გვარდიოლას ალკანტარა უყიდა

 

მიუნხენის "ბაიერნმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "ბარსელონადან” შეიძინა ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა. მოთამაშის ტრანსფერის თანხამ 25 მილიონი ევრო შეადგინა. ესპანელმა რეკორდმაისტერთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

როგორც "ბაიერნის” პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, ალკანტარა მიუნხენური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას მთავარი სატრანსფერო მიზანი იყო. 2012-13 წლების სეზონში ალკანტარამ "ბარსელონას” რიგებში 27 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ნახევარმცველს ესპანეთის ნაკრებში სამი თამაში აქვს ჩატარებული.

17-07-2013, 21:16 | არქივი | ნანახია - 1502

პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება - ადამიანის უფლებათა თანამედროვე სტანდარტები

პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება - ადამიანის უფლებათა თანამედროვე  სტანდარტებიმამუკა ჟღენტი

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი

 

2006 წლის 1 აპრილს საქართველოსთვის ძალაში შევიდა ევროპის საბჭოს 1981 წლის “კონვენცია პირადი მონაცემების ავტომატური დამუშავების თვალსაზრისით პირთა დაცვისთვის”. ეს კონვენცია პირველი საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტია, რომელიც იცავს პიროვნებას ხელყოფისგან, რაც შეიძლება მოჰყვეს პირადი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების პროცესს.

17-07-2013, 19:38 | პოლიტიკა | ნანახია - 2232
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია