NDI: დავით ბაქრაძეს გიორგი მარგველაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს

თიკა ნიკოლაძე

 

NDI: დავით ბაქრაძეს გიორგი მარგველაშვილზე მაღალი რეიტინგი აქვსეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა.

16-07-2013, 21:45 | პოლიტიკა | ნანახია - 2975

სპეკულაცია ვანუატუს ირგვლივ და სხვა…

თიკა ნიკოლაძე

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიბკას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ვანუატუს მხრიდან აფხაზეთის აღიარების უკან წაღებას სიცრუე უწოდა.

16-07-2013, 21:40 | პოლიტიკა | ნანახია - 2625

ქართული დემოკრატიის მოსახლეობის 4 პროცენტით ნაკლებს სჯერა

თიკა ნიკოლაძე

 

ქართული დემოკრატიის მოსახლეობის 4 პროცენტით ნაკლებს სჯერა

დღეს, ეროვნულ დემოკრატიულმა  ინსტიტუტმა  NDI-მ   ქვეყნის მასშტაბით 12-26 ივნისს ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

სულ გამოიკითხა 2338 რესპონდენტი. გამოკითხულთა უმრავლესობა - 61% თვლის, რომ ქვეყანის უმთავრესი ეროვნული პრობლემა  სამუშაო ადგილებია.  34 % უმთავრეს ეროვნულ საკითხად  ტერიტორიული მთლიანობას, 30 პროცენტი  სამედიცინო მომსახურებას, 26% - სიღარიბეს,  21 პროცენტი  კი პენსიებს ასახელებს.

NDI-  ის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს თქმით,  წინა კვლევებთან შედარებით 12-26 ივნისის კვლევაში რუსეთთან ურთიერთობის მნიშვნელობის მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა და 14%-ს გაუტოლდა.

13-07-2013, 17:34 | პოლიტიკა | ნანახია - 1803

მალვოლიო პარლამენტში

მსოფლიო პარლამენტარიზმს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მიუხედავად ნაციონალური თავისებურებებისა, საპარლამენტო ქცევა ურთიერთპატივისცემასა და ეთიკის ნორმების უპირობო დაცვას მოითხოვს. ქართული პარლამენტარიზმის ტრადიცია ზურაბ ჟვანიასაგან, განსაკუთრებული დელიკატურობის მქონე ადამიანისაგან მოდის და სასურველი იქნებოდა ქართველი ხალხის რჩეულნიც ამ ტრადიციის ერთგულნი დარჩენილიყვნენ. პარლამენტარ ზაზა პაპუშვილის ამ გამოხდომის შემდეგ კი უნებლიედ გახსენდება პრემიერ მინისტრის სიტყვები " უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს, არ გაბედო და ვინმე ცნობილი მსახიობი ან ვინმე არ შევიყვანო. აუცილებლად მას უნდა შეეძლოს მუშაობა კანონებთან, უნდა ჰქონდეს გამოცდილება.  სამწუხაროდ ამ შემთხვევაში პაპუაშვილის მხრიდან არა მხოლოდ კანონშემოქმედებითი მუშაობის უცოდინრობასთან, არამედ ზრდილობის ელემენტარული ნორმების დაუცველობასთან გვაქვს საქმე.

11-07-2013, 22:25 | კომენტარები | ნანახია - 1261

რა ხდება ეგვიპტეში

ნიკოლოზ ვაშაკიძე

 

რა ხდება ეგვიპტეში

როცა ეგვიპტეში მომხდარი რევოლუციის შედეგად გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2012 წლის 24 ივნისს, გაიმარჯვა „მუსლიმი ძმების“ წარმომადგენელმა მოჰამედ მურსიმ, მიმომხილველები იმთავითვე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი მისი მომდევნო წარმატების მიმართ. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. 

10-07-2013, 23:37 | მსოფლიო, არქივი | ნანახია - 3010 | ავტორი: ნიკოლოზ ვაშაკიძე

სახიფათო პოლიტიკური თამაში პროკურატურის გარშემო, "ციხის კადრების შემოქმედ-ოპერატორის" თემის გამოყენებით

© ლევან ალაფიშვილი,

ცენტრი მომავლის ინიციატივები

 

თვალყურს ვადევნებ ბოლო ხანს "ციხის კადრების შემოქმედ-ოპერატორის" პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე მიმდინარე დისკუსიას, რომელშიც ორივე მხარე მართალია. სიტყვებით თამაში და ტერმინებით ჟონგლირება მიმდინარეობს, თუმცა, ასე გაგრძელება სახიფათო ხასიათს იძენს. ასე გაგრძელება გამოიწვევს ინსტიტუციების დისკრედიტაციას, სახელმწიფოს დეინსტიტუციონალიზაციას და მათდამი ნდობის შემცირებასთან მიგვაახლოებს.

10-07-2013, 23:26 | პოლიტიკა | ნანახია - 2279 | ავტორი: ლევან ალაფიშვილი

კვირის სპორტის სიახლები

კვირის სპორტის სიახლებიკალათბურთი

 ფაჩულია "ირმებთან" წავიდა 

საქართველოს ნაკრების ცენტრი ზაზა ფაჩულია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რჩება და "მილუოკი ბაქსში" გააგრძელებს კარიერას. ქართველის კონტრაქტს "ატლანტა ჰოქსთან" ვადა გაუვიდა და ზაზა თავისუფალი აგენტების ბაზრიდან აიყვანა "მილუოკიმ". "ირმებმა" ფაჩულიასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს და ქართველი ამ ხნის განმავლობაში 15 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ფაჩულიამ ბოლო რვა სეზონი "ატლანტაში" გაატარა. გასულ სეზონში მისი სტატისტიკა 5.9 ქულასა და 6.5 მოხსნას შეადგენდა.

10-07-2013, 18:51 | არქივი | ნანახია - 1037

მარსელ პრუსტის კითხვარი

Iveria.biz აგრძელებს რედკოლეგიის წევრების მიერ პრუსტის კითხვარზე გაცემული პასუხების გამოქვეყნებას.

 

მამუკა გამყრელიძე 

9-07-2013, 18:04 | კომენტარები | ნანახია - 2878

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი გადაადგილებას ზღუდავს

თიკა ნიკოლაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის მიერ მიღებულ ე.წ. დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაადგილების შეზღუდვას ეხება, შეშფოთებას გამოთქვამს. 
ამის შესახებ  ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე  მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა.

9-07-2013, 17:03 | პოლიტიკა | ნანახია - 1517

დასჯადი პატრიოტიზმი

დასჯადი პატრიოტიზმითამთა შკუბულიანი

გუშინ "დინამო არენაზე"თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის გამართულ ამხანაგურ მატჩზე სამართალდამცველებმა დააკავეს ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი: ირაკლი ჩხვირკია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია. ისინი თამაშზე რუსი დეპუტატების დასწრებას აპროტესტებდნენ.

8-07-2013, 23:31 | პოლიტიკა | ნანახია - 1601

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია