ჯეიმს კირჩიკი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ

ჯეიმს კირჩიკი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგამერიკელმა  ჟურნალისტმა და დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარმა ჯეიმს კირჩიკმა  ტელეკომპანია Russia Today-ს პირდაპირ ეთერში რუსეთში “გეი პროპაგანდის“ წინააღმდეგ  მიღებული  კანონი გააპროტესტა და განაცხადა, რომ Russia Today კრემლიდან ფინანსდება.

„თქვენ გაქვთ 24  საათი იმისთვის, რომ იცრუოთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე და იგნორირება გაუკეთოთ იმას,  რაც რუსეთში ხდება, მე კი თქვენი ეთერის იმ ორ წუთს, რომელიც  დამითმეთ, იმისთვის გამოვიყენებ, რათა  ხალხმა სიმართლე გაიგოს,“ - განაცხადა ჯეიმს კირჩიკმა.

24-08-2013, 20:44 | მსოფლიო | ნანახია - 1605
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია