ევროპული გზის კიდეზე მიგდებული საქართველო

ევროპული გზის კიდეზე მიგდებული საქართველომამუკა გამყრელიძე

 

   2003 წლის შემოდგომა მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის. “ვარდების რევოლუციამ” მიძინებული და სტაგნაციის ლაფში ჩაგდებული საქართველო უეცრად გამოაღვიძა, ერს სასიცოცხლო მიზანი, გნებავთ,  იდეა ან რწმენა დაუბრუნა და ქვეყანა სულხან-საბას ოცნების გზას გაუყენა. ერმა დაიჯერა, რომ ჩვენი, საუკუნეების განმავლობაში ნაჯიჯგნი,  მომხვდურისგან გათელილი და ნამუსახდილი ქვეყანა საბოლოოდ მოიპოვებს თავის პატარა ადგილს ევროპულ ოჯახში. ჩვენს სიმშვიდეს კი ჩრდილოატლანტიკური ბლოკის ძლევამოსილი ჯარი დაიცავს. მიზანი იმდენად მომხიბლავი აღმოჩნდა, რომ ერმა თამაშის ის წესები, რაც ჩვენმა დასავლეთელმა პარტნიორებმა დაგვიწესეს ულაპარაკოდ მიიღო.

29-08-2013, 17:29 | პოლიტიკა | ნანახია - 2070
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია