სირიის ომი - ახალი საფრთხე საქართველოსთვის

მამუკა კუდავა: "ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მუსლიმი მოსახლეობა არ გამოიყენონ"

 

მსოფლიო ახალი ომის მოლოდინშია. სამოქალაქო ომმა, რომელიც სირიაში 2 წელია გრძელდება, 100 ათასი ადამიანი შეიწირა, მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მილიონები კი ლტოლვილებად იქცნენ. ომის საშიშროება კიდევ უფრო მოაახლოვა ინფორმაციამ, რომ სირიის მთავრობამ 21 აგვისტოს ოპოზიციის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რასაც აშშ სასტიკად გმობს და სამხედრო ოპერაციით სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის დასჯას აპირებს, რუსეთი კი კატეგორიულად უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს და სირიის მთავრობის დასახმარებლად ემზადება. სირიის სამოქალაქო ომი ორი იმპერიის შეტაკების საბაბად შეიძლება იქცეს, ხოლო თავად ქვეყანა - პოლიგონად. შუა აღმოსავლეთი დენთის კასრზე ზის, რომლის აფეთქება როგორ შემოუტრიალდება მსოფლიოს, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება.

როგორ ჯდება ამ კონტექსტში საქართველო, როგორ აისახება ეს ყოველივე ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილიდან 1000 კილომეტრიც კი არ აშორებს? ამ თემაზე სასაუბროდ "სარკემ" საქართველოს ყოფილ ელჩს საფრანგეთში, ინტერნეტგაზეთ “iveria.biz”-ის დამფუძნებელს, მამუკა კუდავას მიმართა.

ბატონო მამუკა, რა ინტერესი აქვს რუსეთს სირიის მიმართ?

23-09-2013, 13:50 | არქივი | ნანახია - 2542
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია