Merkelland - რა აქვს ანგელა მერკელს ისეთი, რაც არ აქვთ სხვებს?!

Merkelland -  რა აქვს ანგელა მერკელს ისეთი, რაც არ აქვთ სხვებს?!ნინო კალანდაძე

 

გასულ კვირას გერმანიის ბუნდესთაგის არჩევნებში ისტორიული წარმატებით გაიმარჯვა ცენტრისტულმა, მემარჯვენე ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა(CDU/CSU - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება, მისი ტრადიციული მოკავშირე ბავარიელთა ქრისტიან-სოციალური კავშირია.), რომელმაც  ხმათა მოპოვებული 41,7პროცენტით (წინა შედეგზე 8 პროცენტით მეტი) უკვე მესამე ვადით უზრუნველყო ანგელა მერკელის კანცლერობა. მერკელი უკვე მესამედ გახდება  ევროპის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნის  - ფედერალური გერმანიის კანცლერი.

26-09-2013, 21:00 | მსოფლიო | ნანახია - 1813

საქართველოს პრეზიდენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე

საქართველოს პრეზიდენტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის  68-ე სესიაზეგუშინ, 25 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რიგით 68-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. პრეზიდენტის რანგში ამ ტრიბუნიდან მან უკანასკნელად მიმართა საზოგადოებას.

 

Iveria.biz გთავაზობთ ბმულს პრეზიდენტის გამოსვლის სრული ტექსტით.

26-09-2013, 15:29 | პოლიტიკა | ნანახია - 1194

"რატომ?" - სტუმარი: ნიკა ვაშაკიძე

"რატომ?" - სტუმარი: ნიკა ვაშაკიძე"რატომ?" - სტუმარი: ნიკა ვაშაკიძე

24-09-2013, 18:25 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 773

სირიის ომი - ახალი საფრთხე საქართველოსთვის

მამუკა კუდავა: "ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მუსლიმი მოსახლეობა არ გამოიყენონ"

 

მსოფლიო ახალი ომის მოლოდინშია. სამოქალაქო ომმა, რომელიც სირიაში 2 წელია გრძელდება, 100 ათასი ადამიანი შეიწირა, მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მილიონები კი ლტოლვილებად იქცნენ. ომის საშიშროება კიდევ უფრო მოაახლოვა ინფორმაციამ, რომ სირიის მთავრობამ 21 აგვისტოს ოპოზიციის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რასაც აშშ სასტიკად გმობს და სამხედრო ოპერაციით სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის დასჯას აპირებს, რუსეთი კი კატეგორიულად უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს და სირიის მთავრობის დასახმარებლად ემზადება. სირიის სამოქალაქო ომი ორი იმპერიის შეტაკების საბაბად შეიძლება იქცეს, ხოლო თავად ქვეყანა - პოლიგონად. შუა აღმოსავლეთი დენთის კასრზე ზის, რომლის აფეთქება როგორ შემოუტრიალდება მსოფლიოს, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება.

როგორ ჯდება ამ კონტექსტში საქართველო, როგორ აისახება ეს ყოველივე ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილიდან 1000 კილომეტრიც კი არ აშორებს? ამ თემაზე სასაუბროდ "სარკემ" საქართველოს ყოფილ ელჩს საფრანგეთში, ინტერნეტგაზეთ “iveria.biz”-ის დამფუძნებელს, მამუკა კუდავას მიმართა.

ბატონო მამუკა, რა ინტერესი აქვს რუსეთს სირიის მიმართ?

23-09-2013, 13:50 | არქივი | ნანახია - 2541

ქალი გამორიცხულია!

ქალი  გამორიცხულია!ნათია მეგრელიშვილი

 

ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ქალი ყოფილიყო და ამის შანსიც გაჩნდა, მაგრამ შანსს  უთვალავი შეკითხვა მოჰყვა.

 

2011 წლის 26 მაისის მონაწილეებს მინდა ვკითხო: ისევ ენდობით იმ ლიდერს, რომელმაც ღამით, წვიმაში და ქარში ხელკეტებიან შავ „ნინძებთან“ მიგატოვათ, ესკორტით წავიდა და ფაქტობრივად  გაგწირათ?

20-09-2013, 18:08 | პოლიტიკა | ნანახია - 3970

რა ბედი ეწევა ნორლანდის ჩუსტებს?

ვაჟა ნიკოლაიშვილი

 

რა ბედი ეწევა ნორლანდის ჩუსტებს?ნორლანდის ჩუსტების შესახებ ანეგდოტმა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის საწყისს ეტაპზევე დიდი წარმატებით მოიარა საქართველო. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ: აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დილით საკუთარ სახლში იღვიძებს და უშედეგო ძებნის შემდეგ ეკითხება ცოლს, ჩემი ჩუსტები სად ჯანდაბაშიაო? მეუღლე კი პასუხობს - ალბათ, ბიძინასთან დაგრჩაო.

20-09-2013, 18:07 | პოლიტიკა | ნანახია - 3566

გზა ევროპისკენ - გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვაქვს

გზა ევროპისკენ - გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვაქვსსალომე სამადაშვილი

 

საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადებამ, რომ ხელისუფლება მომავალში არ გამორიცხავს, საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, განიხილოს ევრაზიის კავშირში ქვეყნის გაწევრიანების მიზანშეწონილობა. საქართველოს პრემიერის ამ უპრეცედენტო განაცხადს ფონად დაედო სომხეთის გადაწყვეტილება ევროპიდან ევრაზიული კავშირისაკენ 180 გრადუსიანი შემოტრიალების შესახებ. ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ ასევე განსაკუთრებით აქტიურ ფაზაშია შესული რუსეთის გააფთრებული მცდელობა, ეკონომიკური სანქციებისა და პოლიტიკური ზეწოლის გზით, შეაჩეროს უკრაინის და მოლდოვის ევროპაში ინტეგრაცია.

20-09-2013, 18:00 | პოლიტიკა | ნანახია - 3672

ავღანური დილემა

ავღანური დილემაგიგი კუბლაშვილი

 

გიორგი ლორია

 

თანდათანობით ახლოვდება 2014 წელი. წელი, რომელიც იქნება გადამწყვეტი ავღანეთისთვის და არა მხოლოდ ავღანეთისთვის. მას მერე, რაც ნატო-ს მისია და კოალიციური ჯარები ავღანეთს დატოვებენ, შეიცვლება არა მხოლოდ ავღანეთის პოლიტიკური ლანდშაფტი, არამედ შესაძლოა, მთლიანად ცენტრალური აზიის რეგიონმა განიცადოს პოლიტიკური ცვლილებები.  რა გავლენას მოახდენს აღნიშნული ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკურ ბალანსზე, ეს კიდევ ცალკე გამოკვლევის საგანია. 

20-09-2013, 17:26 | მსოფლიო | ნანახია - 3141

რატომ არ უნდა ავირჩიოთ საქართველოს პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძე

ნიკოლოზ რურუარატომ არ უნდა ავირჩიოთ საქართველოს პრეზიდენტად ნინო ბურჯანაძე

 

ამ სტატიის დაწერა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა - იმდენად, რამდენადაც ყველაფერი, რაც მინდოდა მეთქვა, მეჩვენება, რომ უთქმელადაც ნათელია. ნათელია, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს სათქმელი აქტუალურობას მაინც ინარჩუნებს.

19-09-2013, 22:58 | პოლიტიკა | ნანახია - 5355

ძილისპირული მიმოხილვა კრავთა დუმილის ფონზე

  ძილისპირული მიმოხილვა კრავთა დუმილის ფონზეზურა ოდილავაძე

 

დაღამდა. ვწვები, სიგარეტს ვუკიდებ. ძილის წინ მიმდინარე მოვლენებზე ვფიქრობ, მინდა რაიმე პოზიტიური გავიხსენო – ,,წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“...

დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი ,,პოზიტივი“ – წინა მთავრობის ნეგატივის ჩვენთვის შეხსენებაა. მომავალი პრეზიდენტის მთავარი საარჩევნო დაპირება,  კოჰაბიტაციის დასრულებაა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენი ,,ნათელი მომავალი“ კვლავ პოლიტიკური მოწინააღმდეგის განდაგურებასა და დაჭერებს გვიქადის. 

19-09-2013, 18:38 | ბლოგები | ნანახია - 3348

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია