სირიის ომში უცხო სახელმწიფოთა ჩარევის სტრატეგიული მიზეზები

სირიის ომში უცხო სახელმწიფოთა ჩარევის სტრატეგიული მიზეზებიდავით ბატაშვილი

 

სირიის ომთან დაკავშირებულ დისკუსიებში საუბარი უმეტეს შემთხვევაში მიდის ამ კრიზისის ჰუმანიტარული და სამართლებრივი ასპექტების შესახებ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მიმდინარე მოვლენებში გასარკვევად ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის სტრატეგიული ინტერესები და მოტივები, რომლითაც ხელმძღვანელობენ სირიის კრიზისში ჩართული სახელმწიფოები. ამ თემაზე მსჯელობა კი შედარებით უფრო იშვიათად გვესმის. ის, რომ სახელმწიფოთა მეთაურები და სხვა საგარეო წარმომადგენლები ხსენებულ ფაქტორზე, როგორც წესი, პირდაპირ არ საუბრობენ, არის ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკის ნაწილი და არ ამცირებს ამ ფაქტორის მნიშვნელობას.

11-10-2013, 22:13 | მსოფლიო | ნანახია - 4156

საქართველო 2014

თემურ იაკობაშვილისაქართველო 2014

საქართველოს პოლიტიკურ გარემოში ახალი ხანა დგება. თუ პროცესები არსებული დინამიკით განვითარდა, 2014 წლის დასაწყისისთვის საქართველოს სახელისუფლებო ასპარეზი პოლიტიკური მძიმეწონოსნების გარეშე დარჩება. ეს სრულიად ახალი მდგომარეობაა ჩვენი ქვეყნის ჯერ კიდევ განვითარებად პოლიტიკურ კულტურაში.

ამ სტატიის მიზანს, ქვეყანაში არსებული მოცემულობებისა და შესაძლო  საგარეო გავლენების გათვალისწინებით, პოლიტიკური განვითარების შესაძლო სცენარების განხილვა წარმოადგენს.

11-10-2013, 16:22 | პოლიტიკა | ნანახია - 5086

„რადიო „მუზა“ სიგნალს ასე ჩუმად არ გათიშავს“

თიკა ნიკოლაძე

 

პროლოგის ნაცვლად

 

გია ყანჩელი: "ქართული კულტურული მემკვიდრეობა, უდავოდ, საერთაშორისო მასშტაბის მოვლენაა და სწორედ ამიტომ, ძნელად წარმოსადგენია, რომ აღმავლობის გზაზე მდგომი ქვეყანა, კლასიკური მუსიკის მაუწყებლის გარეშე, ოდესმე საერთაშორისო დონის მოთამაშე გახდეს. არ ვისურვებდი, რომ ქართული მრავალხმიანობის ფენომენს მოაკლდეს ისეთი მნიშვნელოვანი ხმა, რომელიც კლასიკური მუსიკის სახელს ატარებს".

11-10-2013, 14:15 | კულტურა | ნანახია - 1616

რატომ იხურება რადიო “მუზა”?

რატომ იხურება რადიო “მუზა”?ნიკა რურუა

 

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმები, მესმის, რატომ ხურავს დღევანდელ ხელისუფლებასთან დაახლოვებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა ცხვირწინ მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ორ საავტორო პოპულარულ თოქ-შოუს, კერძოდ, დათო პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემებს, რომელთა მიმართაც ამ გადაწყვეტილების მიმღების ერთადერთი ღიად გამოთქმული პრეტენზია იყო ის, რომ ეს წამყვანები პოლიტიკური დისკუსიის “მხარეს” (?!) წარმოადგენდნენ და ამდენად, მათი გადაცემების ეთერში დატოვება ტენდენციურობისა და მიკერძოებულობისთვის ღია კარის დატოვებას ნიშნავდა.

11-10-2013, 14:08 | კულტურა | ნანახია - 2009
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია