Iveria.biz-ის რედკოლეგიის ედიტორიალი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

 

27 ოქტომბერს საქართველო პირველ არჩევნებს ჩაატარებს 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ.ამდენად, ამ არჩევნებს დემოკრატიის განმტკიცების მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. დემოკრატიის  გამყარებას კი ძირითადად ორი საკითხი განსაზღვრავს: არჩევნების სამართლიანად ჩატარება და საზოგადოებისათვის პროგრესის მომტანი ხელისუფალის არჩევა.

24-10-2013, 16:52 | პოლიტიკა | ნანახია - 1736

წერილი მეგობარს

წერილი მეგობარსზურა ოდილავაძე

 

   გწერ, ჩემო მეგობარო თენ, ჩვენთან წინასაარჩევნო ციებცხელებაა. გწერ, რადგან მხოლოდ შენ შეგიძლია გაიზიარო ჩემი გულისტკივილი და გაიგო ამის მიზეზი. თუმცა, ისიც ვიცი, რომ შენ, მიუნხენის შემოდგომისგან მოოქრულ პარკში (,,Golden Oktomber”) ზიხარ, გამჭვირვალე ჰაერს სუნთქავ, კუნდერას მორიგ ტომს ფურცლავ და პოლიტიკა სულაც არ გაინტერესებს. ჩემო თენ, მაინც გწერ, რადგან მარტო ვარ...

24-10-2013, 16:50 | ბლოგები | ნანახია - 5222

ჩემი ძმაკაცის ცოლები

ნინო ნორაკიძე

 

აქა ამბავი ჩემი ბავშვობის ძმაკაცის, ქართლოსისა. სტუდენტი გახდა თუ არა, ისეთი გოგო გაიცნო, რომ გონება აერია. ერთი ნახვით შეუყვარდა - ძალიან ემოციური, ლამაზი, ვნებიანი იყო და მთლიანად დაიპყრო ქართლოსის სული და გული. გოგომ უთხრა, გეყოფა არხეინი, მაგრამ ტირანული ცხოვრება მშობლებთან და აწი ცალკე, დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვროთო. ხოდა, თავისუფლების შეგრძნობის მიზნით მშობლებს ახალგაზრდული აღტკინებით გამოუცხადეს, ცალკე  გადავდივართ და კეთილი ინებეთ და გვარჩინეთო. ქართლოსის მშობლებს ისე არ ესიამოვნათ ეს ულტიმატუმი, რომ ჯერ ქართლოსი მიბეგვეს, შემდეგ კი პოტენციურ მძახლებს გამოუცხადეს, რომ ეს გატაცება მხოლოდ ახალგაზრდულია და მათი ურთიერთობა არარეალური იქნებოდა - ქართლოსი ჯერ კიდევ ყმაწვილია, მხოლოდ ჭამა-სმის და ქეიფის მოყვარული, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაციაო. და დაუმატეს - ქართლოსი ჩვენი შეძლებული ოჯახის ტრადიციებით უნდა აღვზარდოთ და ასპირანტურისთვის მოსკოვში ადგილი უკვე გამზადებული გვაქვს, ბაბუამისთანო. მძახლებს ასევე აგრძნობინეს, რომ მათ ქართული გაგებით ტრადიციული ოჯახი ჰქონდათ და სარძლო კი თავისუფლების ზედმეტად მოყვარული იყო: „ჩვენ ინტელექტუალური კი არა, მოსკოველი სტუმრებისათვის სუფრის გამწყობი მეოჯახე რძალი გვინდაო“.

24-10-2013, 15:22 | ბლოგები | ნანახია - 1815

„Panem et circenses” - საქართველოს ევროპული მომავალი თუ სანახაობა პურის წილ

„Panem et circenses” - საქართველოს ევროპული მომავალი თუ სანახაობა პურის წილსალომე სამადაშვილი

 

ალბათ მკითხველს ახსოვს და თუ არ ახსოვს, შევახსნებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა საქართველოს უკლებლივ ყველა დასავლელი პარტნიორისათვის. არ გამართლდა არც სააკაშვილის პარტიის წინასაარჩევნო განაცხადი დამაჯერებელ გამარჯვებაზე და არც კოალიცია „ქართული ოცნების“ გაფრთხილება არჩევნების მოსალოდნელი გაყალბებისა და თანმდევი არეულობის შესახებ. ის, თუ რა მოყვებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას არჩევნებში, დასავლეთისთვის იმ მიზეზითაც იყო ბურუსით მოცული, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდი, ყველა თავისი ნაკლითა და ღირსებით, მათთვის ცნობილი პოლიტიკური "ცვლადი" გახლდათ. ხოლო რა ამოცანები ამოძრავებდა კოალიცია „ქართულ ოცნებას“, გარდა სააკაშვილისთვის ძალაუფლების ჩამორთმევისა, დასავლეთისათვის, ისევე, როგორც ბევრი ქართველი ამომრჩევლისთვის, იმ ეტაპზეც გაუგებარი იყო და არც ახლა, არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, არის საკმარისად ნათელი.

24-10-2013, 14:33 | პოლიტიკა | ნანახია - 2406

27 ოქტომბერს არჩევნებია თუ რეფერენდუმი?

27 ოქტომბერს არჩევნებია თუ რეფერენდუმი?ნათია მეგრელიშვილი

  

,,ვისი გშურთ?- ნორმალურ ქვეყანაში მცხოვრები  ჩვეულებრივი ადამიანის”

 

ვლ.მაიაკოვსკი.       

 

ბევრი ჩვენი თანამემამულე ამ სიტყვებს დღესაც სიამოვნებით გაიმეორებდა.

 

 არანორმალური ქვეყნის არაჩვეულებრივი ადამიანები ვართ და წლების განმავლობაში პოლიტიკოსებს უფლებას ვაძლევთ, რომ ჩვენი ცხოვრება ოცდაოთხ საათში დაამსხვრიონ და ყველაფერი ისევ ნულიდან  დავიწყოთ. ამის დიდი სოციალური გამოცდილება გვაქვს და ნურავინ მოგვთხოვს არგუმენტებს და დასაბუთებას, თორემ ამის მტკიცებას წიგნის ერთი ტომიც კი არ ეყოფა..

24-10-2013, 00:48 | ბლოგები | ნანახია - 1665
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია