*****

ხალხური

 

გორის თავს მოდგა მოყმე რამ,

მხარიღლივ სისხლი სდიოდა,

გახლავარ მარგველაშვილი,

მაღლიით ჩამაჰყიოდა,

ბღუჯა ნახმლევი გულისპირს,

ყაყაჩოდ დაებნიოდა,

ხან ცხენი მოსთრავ აღვირით,

ხან ცხენსა მოეთრიოდა.

*****მოგვიახლოვდა, შეყოვნდა, 

უგონოდ დაგვეცქიროდა.

ვინა ხარ, სიდამ მოსულხარ,

გზა საით გიძევს, მოყმეო,

ეგებ ბახტრიონს მიდიხარ,

ანამც არაგველთ მაჰყეო?

შუბლი გაეხსნა, მაექცა

მიხვდა, არა არი მახეო,

ბიძინაჩემმა დამლახვრა,

განრისხებული ვნახეო,

სუ ლახტით მცემა ორი დღე,

გამინაძოძა სახეო,

დამმალეთ, თქვენი ჭირიმე,

მდევარსა მოვეფახეო.

დავმალეთ, მივესალბუნეთ,

სულ წყურია და სულ შია,

მისი ვაება, ზუზუნი,

ახლაც ჩამესმის ყურშია,

თიხას და წინდის ჩხირებსა,

კრძალვით იფევდა გულშია.

27-10-2013, 21:00 | ... | ნანახია - 612
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია