შეიძენს თუ არა რუსეთის ფედერაცია ახალ როლს საერთაშორისო სისტემაში?

მართა იამანიძე

 

1 ნოემბერს, ორგანიზაციამ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ (OPCW) დაადასტურა, რომ სირიამ გაანადგურა ქიმიური იარაღის ყველანაირი დანადგარი. 
აღსანიშნავია, რომ ქიმიური იარაღის განადგურებამ შესაძლებელი გახადა ომისა და აშშ-ს  სამხედრო ოპერაციებში ჩართულობის თავიდან აცილება. პროცესი, რუსეთსა და ამერიკას შორის ქიმიური იარაღის განადგურებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ სექტემბერში მიღწეულმა შეთანხმებამ განაპრიობა. არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ რუსეთ-ამერიკის დიპლომატიური ძალისხმევის ამ პრეცედენტმა აკადემიურ წრეებში მოამწიფა საუბარი საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ,,ახალ როლთან” დაკავშირებით.

4-11-2013, 18:48 | მსოფლიო | ნანახია - 2310

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება

მამუკა ჟღენტი

 

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV)

თანადამფუძნებელი

 

ინტერნეტ გაზეთ Iveria.biz-ში, ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნდა სალომე სამადაშვილის ანალიტიკური სტატია  გზა ევროპისკენ - გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვაქვს,  სადაც საზოგადოებას მიეწოდა ამომწურავი და კვალიფიციური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ “სად დგას დღეს საქართველო ევროპისაკენ მიმავალ რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე და რა გამოწვევებია ჩვენს წინაშე”. სალომე სამადაშვილის დასკვნით, რომელსაც სრულად ვიზიარებ, “ვილნიუსის სამიტი მხოლოდ ერთი ნიშნულია ევროპისაკენ მიმავალ იმ გზაზე, რომელიც საქართველომ აირჩია. გადამწყვეტი ბრძოლა საბოლოო მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ წინ გვაქვს”.

4-11-2013, 16:49 | პოლიტიკა | ნანახია - 4241

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

iveria.biz იწყებს ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას

 

      მოგონებები შეფიცულთა რაზმზემოგონებები შეფიცულთა რაზმზე

 

ალექსანდრე სულხანიშვილი

1922-1924

 

     წინასიტყვაობა

 

საშინლად აღმაშფოთებელი იყო 1921 წლის დამარცხება, მაგრამ საჭირო იყო მოვალეობის მოხდა ისტორიის წინაშე. მტერმაც მოგვცა საამისო საბაბი. საქართველოს დაკავების დღიდანვე შეუდგნენ რუსები საუკეთესო მამულიშვილების დევნას, გადასახლებას, დახვრეტასა და ქვეყნის დაწიოკებას. ქართველ ერშიაც იმავე დღიდან დაიწყო ძალების შემოკრება, დარაზმვა და ბრძოლისათვის მზადება. ერთი ასეთი საშუალებათაგანი იყო პარტიზანული ბრძოლების გაჩაღება, არევ-დარევის შეტანა მტრის ბანაკში.

4-11-2013, 12:47 | წიგნები | ნანახია - 1599
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია