Iveria.biz იწყებს გადაცემათა ციკლს “საუბარი პროფესიონალთან”.

“საუბარი პროფესიონალთან” – ეს არის საუბრები სხვადასხვა სფეროში არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე საქმის მცოდნე პროფესიონალებთან. საუბარსს Iveria.biz-ის დამფუძნებლები და რედკოლეგიის წევრები გაუძღვებიან.

 

გადაცემის “საუბარი პროფესიონალთან” პირველი სტუმარია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ანდრეა ურუშაძე.  Iveria.biz-ის დამფუძნებელი მამუკა კუდავა მას ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრება.

როგორ დავიცვათ პაციენტის უფლებები

როგორ დავიცვათ პაციენტის უფლებებინინო მირზიკაშვილი

 

 

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვის სისტემასთან პირდაპირი ან ირიბი შეხება არ ჰქონდეს. ბევრი თქვენთაგანი აღმოჩენილა პაციენტის როლში და ყველასთვის ნაცნობია ის გრძნობა, რომელიც სამედიცინო მომსახურების მიღებას ახლავს თან. კარგი ექიმია? როგორი ხელი აქვს? როგორი მომსახურებაა ამ სამედიცინო დაწესებულებაში? რა ღირს? სისუთავეა? ექთანი როგორია? და ასე შემდეგ. სანამ ექიმის კაბინეტში  მოხვდები და საბოლოო ვერდიქტს  გამოგიტანენ დაუსრულებლად გაისმის კითხები. სამედიცნო მომსახურებითპაციენტის კმაყოფილება  სხვადასხვა მეთოდებით და კვლევებით იზომება, თუმცა ნათელია, რომ რაც არ უნდა კმაყოფილი იყოს პაცინეტი, ის იმ მომენტში ვერ აფასებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. მედიცინა ვაშლი არ არის, რომ დაინახო რომელია დამპალი და რომელი საღი. შესაბამისად, სამედიცინო ჩარევის შედეგი ზოგჯერ წლების მერე იჩნესთავს.

5-11-2013, 19:57 | კომენტარები | ნანახია - 1915
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია