Моя Анна

Моя Анна

დღეს ქართულ საზოგადოებაში რუსეთზე და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების ფორმებთან დაკავშირებით მიმდინარე მწვავე დისკუსიაში ზოგჯერ საჭიროა, ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედოთ საგანში და ვცადოთ, კარგად დავინახოთ და გავიგოთ, თუ რა არის დღევანდელი რუსეთი. დღევანდელი პუტინის რუსეთის ერთ-ერთ თვალსაჩინო „სავიზიტო ბარათად“ იქცა ცნობილი ჟურნალისტის და უფლებადამცველის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა. ავტორი, იყენებს რა ერთგვარი თანამედროვე არაკის ფორმას, საოცრად სადად და შთამბეჭდავად გადმოგვცემს ამ სევდიან ისტორიას.

 რედაქციისგან

 

Моя Анна

 

გიორგი ბერეჟიანი

 

გენერალური პროკურორის მისაღებში იჯდა. ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს. თვითონაც არ სჯეროდა, რომ მან ეს მოახერხა. საქაღალდეში თორმეტი ჩეჩენის ჩვენება ედო, რითაც მტკიცდებოდა ფედერალების მიერ ჩადენილი დანაშაული: ე. წ. "ზაჩისტკის" დროს,  ერთი სოფლის მოსახლეობიდან ორმოცდათორმეტი მამაკაცი გააუპატიურეს. სამი დღე და ღამე იარა სოფლის მაცხოვრებლებთან. მხოლოდ თორმეტმა გაბედა საჩივრის დაწერა.

7-11-2013, 13:39 | ბლოგები | ნანახია - 1181
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია