მოლასაც არ უნდოდა მეჩეთში შესვლა, მაგრამ... (ანუ, შედი კაცო ბუტკაში, უკაცრავად, სასახლეში)

მოლასაც არ უნდოდა მეჩეთში შესვლა, მაგრამ...  (ანუ, შედი კაცო ბუტკაში, უკაცრავად, სასახლეში)ნიკა რურუა

 

მინდა მოკლედ განვიხილო საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პირველი ინტერვიუ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემისთვის “ვოსკრესნოე ვრემია”.

მინდა გითხრათ, რომ ახალარჩეულ პრეზიდენტს, ვისთანაც დიდი ხნის პიროვნული ნაცნობობა მაკავშირებს, არჩევისთანავე ვუსურვე წარმატება მისი (და ჩვენი ქვეყნის) ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის განმავლობაში. ის, თუ როგორ მოიქცევა ახალი პრეზიდენტი, მეტწილად პრეცედენტული დატვირთვის მატარებელი იქნება, რადგანაც ეს არჩევნები პირველია საქართველოს ისტორიაში, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მეორე, რადიკალურად ანტაგონისტურ პოლიტიკურ ძალას არჩევნების საშუალებით გადასცა  ძალაუფლება.

14-11-2013, 22:21 | პოლიტიკა | ნანახია - 3509

მარტივად - არჩევნები

ზურა თალაკვაძე

მარტივად - არჩევნები

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ან, არ ეყოლება. ან კალათბურთი კიდევ ერთხელ გადახვევს ხელს ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს, პროცესში პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებსაც ჩამოივლის და არჩევნები ცივილურად დასრულდება. ან, შეიძლება, არც დაიწყოს. შეიძლება, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან მოვიდეს მეგობრული რჩევა, რომ არჩევნებზე ესა და ეს პროცედურა სამინისტროსთვის მისაღები ტონით უნდა წავიდეს. და არჩევნები არჩევნების დაწყებამდე ჩატარდება. ამ შემთხვევაში, გამოირიცხება ამომრჩევლის სურვილი და მისი უფლებები. სამინისტროს მიაჩნია, რომ განაგებს ყველაფერს. სამინისტრომ ისიც იცის, რომ უფლებამოსილია,ეს უფლებამოსილება ცოტა ხნით დაივიწყოს. სულ ცოტა ხნით, მაქსიმუმ, არჩევნების ბოლომდე.

14-11-2013, 15:15 | არქივი | ნანახია - 1435
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია