მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

iveria.biz-მა დაიწყო  ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების გამოქვეყნება

 

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

 

ალექსანდრე სულხანიშვილი

1922-1924

 

(გაგრძელება. ნაწილი 3)

 

***

თითქმის მარტის ბოლომდე მოგვიხდა დარჩენა ამ ბინაზე. აქ შემოგვიერთდა რამდენიმე კაცი, მათ შორის ელიზბარ ვაჩნაძე. ელიზბარი თელავში მსახურობდა მეექვსე ფეხოსან ათასეულში. იქ მას რაღაც უსიამოვნება მოუხდა უფროსთან და ჩვენთან გამოიქცა.

 

იმ წელიწადს საქართველოში შიმშილობა ჩამოვარდა და ძალიან გაძნელდა სანოვაგის შოვნა. ამისათვის გადავწყვიტეთ გადასვლა სიღნაღის მაზრაში. ჯერ ერთი იმისათვის, რომ გაგვადვილებოდა საკვების შოვნა, ხოლო მეორეც იმისთვის, რომ უკვე უნდა დაგვეწყო მოქმედება. ახლა უკვე რიგიანად იყო შეიარაღებული თითქმის ოც კაციანი რაზმი. ჩვენთან იყო რამდენიმე ქისტიც პანკისის ხეობიდან.

15-11-2013, 12:53 | წიგნები | ნანახია - 1563
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია