შედი, კაცო, ბუტკაში!... უკაცრავად, სასახლეში.

ნიკა რურუა

 

(წერილი მეორე)

 

ამ უკბილო ან კბილებიანი ხუმრობის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯერ კიდევ არ ცვლის მის (ან ბიძინა ივანიშვილის) გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტის სასახლე არ გამოიყენოს საკუთარ სამუშაო რეზიდენციად, ჩემში სერიოზულ უკმაყოფილებასა და შეშფოთებას იწვევს. საბედნიეროდ, ამ გრძნობაში მარტო არ ვარ.

21-11-2013, 22:15 | კომენტარები | ნანახია - 2567

გრიგოლ ვაშაძე: ამის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე უკრაინას კი არა - საქართველოს ემუქრება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ამ მიმართულებით საქართველოსთვის არსებულ საფრთხეებზე „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესაუბრა.

 

 

-ბატონო გრიგოლ, ცხადია, რომ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უმძიმეს ზეწოლას განიცდის. მას შემდეგ, რაც გერმანის კანცლერმა მერკლემა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთს თავი შეკავებინა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვაზე ზეწოლისგან ვითარება უფრო გართულდა. თქვენ როგორ ხედავთ არსებულ მდგომარეობას და უკრაინის უარი იქნება თუ არა პუტინის გამარჯვება და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფიასკო?

21-11-2013, 21:00 | არქივი | ნანახია - 2668

ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები

ზურა ოდილავაძე

 

,,უვიცობა –    მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერებაა,

იგი   – უშრომლად გვეძლევა და არ აღონებს სულს!”

ჯორდანო (ფილიპო) ბრუნო


I. ბაბილონის კოშკი

 

  ბაბილონი მეფე ნებროთმა დააარსა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ წარღვნის შემდეგ ადამიანები შეეცადნენ, აეგოთ გოდოლი, ,,რომელიც ცას მისწვდებოდა”. ბაბილონის კოშკის მშენებლობა მიჩნეულია ამპარტავნების, ადამიანის მიერ ღვთის ნებისგან განდგომისა და მისი პიროვნული ნებით შეცვლის, ანუ თვითნებობის  სიმბოლოდ. ასეთია ამ ლეგენდის სულიერი არსი. ადამიანთა თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა, ისე ,,აურია მათ ენები, რომ ერთმანეთის აღარ ესმოდათ”. მშენებლობა შეწყდა და ღმერთმა მშენებლები მთელ დედამიწაზე გაფანტა.

 

   ამჯერად, მინდა მოგითხროთ, თანამედროვე ,,ნებროთებზე“, რომლებიც ანაფორაში შეიმოსნენ, ჯვარი ჩამოიკიდეს, ხოლო ღვთის სიტყვა კი დაივიწყეს. მათ ქრისტე ღმერთი ეკლესიიდან გააძევეს და სანაცვლოდ ტაძარში თავიანთი ამაყი ნება და მანკიერი მოთხოვნილებები შემოიტანეს. განმეორდა ბაბილონის კოშკის ისტორია – სახალხოდ განხორციელდა უდიდესი ილუზია – ღვთიური ნების ადამიანურით შეცვლა.

21-11-2013, 16:54 | ბლოგები | ნანახია - 3054

მამუკა გამყრელიძე: ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს

ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს, - მიჩნევს დიპლომატი, გამოცემა iveria.biz-ის ერთ-ერთი დამფუძნებლი მამუკა გამყრელიძე.

„ევრაზიული კავშირის პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანია და ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს ხანგრძლივ პერსპექტივაში", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენისთვის მიცემულ კომენტარში მამუკა გამყრელიძემ.

21-11-2013, 15:00 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 747
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია