“საუბარი პროფესიონალთან” – საქართველოს ახალი კონსტიტუცია

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნიკა რურუა ესაუბრება  იურისტს, კონსტიტუციონალისტს, ცენტრ “მომავლის ინიციატივების” პრეზიდენტ ლევან ალაფიშვილს .

 

ლევან ალაფიშვილი: “ახალ კონსტიტუციაზე მუშაობისას, პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენის საფრთხე კვლავ რჩება”.

გრიგოლ ვაშაძე “1 არხზე”, ტოქ-შოუში “პირველი სტუდია”

გრიგოლ ვაშაძე “1 არხზე”, ტოქ-შოუში “პირველი სტუდია”გრიგოლ ვაშაძე “1 არხზე”, ტოქ-შოუში “პირველი სტუდია”

26-11-2013, 22:29 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1440

ღია წერილი ახალ პრემიერ მინისტრს და „პიარშჩიკების“ ლეგიონს

ღია წერილი ახალ პრემიერ მინისტრს და „პიარშჩიკების“ ლეგიონსნათია მეგრელიშვილი

 

ბატონო პრემიერო, არ დაუჯეროთ „პიარშჩიკებს“, ისინი ოცდაათ ვერცხლად გაგყიდიან.

 

ეს არ არის ჩემი პირადი წყენით გამოწვეული საჩივარი. ჩვენს წინაშეა პრობლემა და სახიფათო თამაშები, რაც მალე გაცილებით ფართო მასშტაბებს მიაღწევს და ამის შეჩერება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

 

ალბათ გაგიკვირდებათ, რა კავშირი აქვს თქვენთან წინამდებარე ისტორიას, მაგრამ მერწმუნეთ ,მსგავსი პრობლემები თქვენს კარიერას დაამსხვრევს. თუ თქვენ გლადიატორი და გაშმაგებული ხალხის ნების აღმსრულებელი გიწოდეს, ჩვენ კი მატყუარები და ჟურნალისტები დიქტატორ პრეზიდენტზე ფილმებს გვთავაზობენ, ამას ყველაფერს 1937 წლის სუნი ასდის. მაგრამ ახლა სხვა დროა. ფბ-ზე და მობილურზე ერთი დაკლიკება და ჩვენზე ორჯერ მეტი ქართველობა მთელ მსოფლიოში გამოცოცხლდება და არა მარტო ქართველობა.

26-11-2013, 13:25 | ბლოგები | ნანახია - 3575

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

iveria.biz-მა დაიწყო  ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების გამოქვეყნება

 

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

 

ალექსანდრე სულხანიშვილი

1922-1924

 

(გაგრძელება. ნაწილი 4)

 

***

იმ დროს თუქურმიშაში რუსის ჯარი იდგა, მთელი ათასეული. აქამდის თუ მხოლოდ მილიცია დაგვდევდა, ახლა რამდენიმე ასეულმა შეგვიკრა გზები იმ მიზნით, რომ თელავის მაზრისკენ არ გავეშვით. თუ ქიზიყშივე მოგვიმწყვევდნენ, უფრო გაუადვილდებოდათ ჩვენი დევნა, ხოლო თელავის მაზრაში გაცილებით უფრო ძნელი იქნებოდა ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან იქ მიუვალი ადგილებია და ხშირად ვერ ბედავდნენ ჩვენთან შერკინებას. ჩვენ ვიცოდით, რომ თელავის მაზრისაკენ მიმავალი მთავარი გზები შეკრული იყო; მიტომ არ ვჩქარობდით და ისევ ახლო-მახლო მომცრო ტყეებში მივიკუნჭეთ. მეორე ღამით დიდი სიფრთხილით, შეუმჩნევლად გადავლახეთ საგულდაგულოდ შეკრული გზა და სოფელ ჯუღაანის მახლობელ ვენახებში დავბანაკდით. უზუნდარას ბრძოლის შემდეგ საშინლად გაგვიჭირდა ორი დღე სანოვაგის მხრივ. ახლა ამ ვენახებში, საჭმელი კი ადვილად მოგვიტანეს. მაგრამ სიცხემ შეგვაწუხა ძალიან, რადგან ვაზების ჩრდილი ვერ გვფარავდა. იქვე მყოფ მუშებს კოკებით მოჰქონდათ წყალი და მით გვაგრილებდნენ. ამასობაში რუსების ასეული სულ ახლო იყო ჩვენთან: მათ ჩვენ ტყეში ვეგონეთ მაშინ, როდესაც მზის მხურვალე აბაზანებს ვიღებდით ვენახში!

26-11-2013, 12:25 | წიგნები | ნანახია - 1292
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია