მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

iveria.biz-მა დაიწყო  ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების გამოქვეყნება

 

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

 

ალექსანდრე სულხანიშვილი

1922-1924

 

(გაგრძელება. ნაწილი 4)

 

***

იმ დროს თუქურმიშაში რუსის ჯარი იდგა, მთელი ათასეული. აქამდის თუ მხოლოდ მილიცია დაგვდევდა, ახლა რამდენიმე ასეულმა შეგვიკრა გზები იმ მიზნით, რომ თელავის მაზრისკენ არ გავეშვით. თუ ქიზიყშივე მოგვიმწყვევდნენ, უფრო გაუადვილდებოდათ ჩვენი დევნა, ხოლო თელავის მაზრაში გაცილებით უფრო ძნელი იქნებოდა ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან იქ მიუვალი ადგილებია და ხშირად ვერ ბედავდნენ ჩვენთან შერკინებას. ჩვენ ვიცოდით, რომ თელავის მაზრისაკენ მიმავალი მთავარი გზები შეკრული იყო; მიტომ არ ვჩქარობდით და ისევ ახლო-მახლო მომცრო ტყეებში მივიკუნჭეთ. მეორე ღამით დიდი სიფრთხილით, შეუმჩნევლად გადავლახეთ საგულდაგულოდ შეკრული გზა და სოფელ ჯუღაანის მახლობელ ვენახებში დავბანაკდით. უზუნდარას ბრძოლის შემდეგ საშინლად გაგვიჭირდა ორი დღე სანოვაგის მხრივ. ახლა ამ ვენახებში, საჭმელი კი ადვილად მოგვიტანეს. მაგრამ სიცხემ შეგვაწუხა ძალიან, რადგან ვაზების ჩრდილი ვერ გვფარავდა. იქვე მყოფ მუშებს კოკებით მოჰქონდათ წყალი და მით გვაგრილებდნენ. ამასობაში რუსების ასეული სულ ახლო იყო ჩვენთან: მათ ჩვენ ტყეში ვეგონეთ მაშინ, როდესაც მზის მხურვალე აბაზანებს ვიღებდით ვენახში!

26-11-2013, 12:25 | წიგნები | ნანახია - 1338

საქველმოქმედო აქცია დვანში

საქველმოქმედო აქცია დვანში

24 ნოემბერს, საზოგადოება ”ივერიის” ორგანიზებით  საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. „ივერიის“ წარმომადგენლები და აქციაში მონაწილეობის მსურველები, რომლებმაც აქციის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს  და რომელთაც დასაწყისშივე გვსურს დიდი მადლობა ვუთხრათ,  სოფელ დვანში ჩავედით და ადგილობრივ მოსახლეობას საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთი ჩავუტანეთ.

სანამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში შეხვალთ, საქართველოს შს სამინისტროს წამომადგენლებს, რომლებიც ადგილზე პატრულირებენ, პირადობის მოწმობას აჩვენებთ, სოფელში ჩასვლის მიზანს გააცნობთ  და შემდეგ მათი მანქანა სოფლის ცენტრამდე გამოგყვებათ.

25-11-2013, 20:49 | კომენტარები, არქივი | ნანახია - 2291

ეპიცენტრი - ნიკა რურუა

ეპიცენტრი - ნიკა რურუა23 ნოემბერი, 2013
სტუმერი: კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა.

24-11-2013, 23:03 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 759

“საუბარი პროფესიონალთან” – თვითმმართველობის სისტემის რეფორმა საქართველოში

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი მამუკა კუდავა ესაუბრება საქართველოს ყოფილ ელჩს ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტს.

 

მამუკა ჟღენტი: “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება პოლიტიკურად ძალიან საინტერესო და დაძაბული”

უნდა დავრჩეთ დასავლეთსა და რუსეთს შორის გამაღიზიანებელ ფაქტორად

ინტერვიუ  ნიკოლოზ რურუასთან

 

- გაზეთი რომ დაიბეჭდება, ახალი მთავრობა უკვე დამტკიცებული იქნება, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ჯერ დამტკიცებული არ არის. ამიტომ ასე გკითხავთ - როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრობის და ახალი მინისტრების კანდიდატთა შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობასთან?

22-11-2013, 21:12 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 907

მამუკა კუდავა: უკრაინის გადაწყვიტილება არის ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება

ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებად აფასებს, „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დიპლომატი მამუკა კუდავა, უკრაინის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

22-11-2013, 15:44 | არქივი | ნანახია - 1152

საქართველოს “იდეალისტი”პირველი ლედი

მამუკა გამყრელიძე

 

ეს მოხდა1993 წელს, სტრასბურგში. სანდრა ელისაბედ რულოვსი, ჰოლანდიელი გოგონა, რომელიც იქ ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტში სწავლობდა, ქართველ ახალგაზრდას შეხვდა, შეუყვარდა იგი და მალევე დაქორწინდა მასზე. იდეალისტისათვის დამახასიათებელი, ემოციებზე აგებული ქმედება. ერთი ნახვით შეყვარება და საკუთარი ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება სრულიად უცხო ქვეყნისა და კულტურის ადამიანთან. იმავე წელს მეუღლე სასწავლებლად ამერიკაში მიდის და სანდრაც დაუფიქრებლად მიყვება მას. ასე იწყება ამ წყვილის ისტორია, სავსე ბრძოლით, თავდადებული შრომით, უზარმაზარი წარმატებებითა და ტრაგიკული დღეებით, სავსე სიყვარულით ერთმანეთის, შვილებისა და იმ ქვეყნის მიმართ, რომლის სამსახურშიც ერთად ჩადგნენ.

22-11-2013, 13:40 | კომენტარები | ნანახია - 2659

შედი, კაცო, ბუტკაში!... უკაცრავად, სასახლეში.

ნიკა რურუა

 

(წერილი მეორე)

 

ამ უკბილო ან კბილებიანი ხუმრობის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯერ კიდევ არ ცვლის მის (ან ბიძინა ივანიშვილის) გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტის სასახლე არ გამოიყენოს საკუთარ სამუშაო რეზიდენციად, ჩემში სერიოზულ უკმაყოფილებასა და შეშფოთებას იწვევს. საბედნიეროდ, ამ გრძნობაში მარტო არ ვარ.

21-11-2013, 22:15 | კომენტარები | ნანახია - 2601

გრიგოლ ვაშაძე: ამის შემდეგ ყველაზე დიდი საფრთხე უკრაინას კი არა - საქართველოს ემუქრება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ამ მიმართულებით საქართველოსთვის არსებულ საფრთხეებზე „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესაუბრა.

 

 

-ბატონო გრიგოლ, ცხადია, რომ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უმძიმეს ზეწოლას განიცდის. მას შემდეგ, რაც გერმანის კანცლერმა მერკლემა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთს თავი შეკავებინა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვაზე ზეწოლისგან ვითარება უფრო გართულდა. თქვენ როგორ ხედავთ არსებულ მდგომარეობას და უკრაინის უარი იქნება თუ არა პუტინის გამარჯვება და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფიასკო?

21-11-2013, 21:00 | არქივი | ნანახია - 2711

ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები

ზურა ოდილავაძე

 

,,უვიცობა –    მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერებაა,

იგი   – უშრომლად გვეძლევა და არ აღონებს სულს!”

ჯორდანო (ფილიპო) ბრუნო


I. ბაბილონის კოშკი

 

  ბაბილონი მეფე ნებროთმა დააარსა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ წარღვნის შემდეგ ადამიანები შეეცადნენ, აეგოთ გოდოლი, ,,რომელიც ცას მისწვდებოდა”. ბაბილონის კოშკის მშენებლობა მიჩნეულია ამპარტავნების, ადამიანის მიერ ღვთის ნებისგან განდგომისა და მისი პიროვნული ნებით შეცვლის, ანუ თვითნებობის  სიმბოლოდ. ასეთია ამ ლეგენდის სულიერი არსი. ადამიანთა თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა, ისე ,,აურია მათ ენები, რომ ერთმანეთის აღარ ესმოდათ”. მშენებლობა შეწყდა და ღმერთმა მშენებლები მთელ დედამიწაზე გაფანტა.

 

   ამჯერად, მინდა მოგითხროთ, თანამედროვე ,,ნებროთებზე“, რომლებიც ანაფორაში შეიმოსნენ, ჯვარი ჩამოიკიდეს, ხოლო ღვთის სიტყვა კი დაივიწყეს. მათ ქრისტე ღმერთი ეკლესიიდან გააძევეს და სანაცვლოდ ტაძარში თავიანთი ამაყი ნება და მანკიერი მოთხოვნილებები შემოიტანეს. განმეორდა ბაბილონის კოშკის ისტორია – სახალხოდ განხორციელდა უდიდესი ილუზია – ღვთიური ნების ადამიანურით შეცვლა.

21-11-2013, 16:54 | ბლოგები | ნანახია - 3108

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია