მამუკა გამყრელიძე: ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს

ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს, - მიჩნევს დიპლომატი, გამოცემა iveria.biz-ის ერთ-ერთი დამფუძნებლი მამუკა გამყრელიძე.

„ევრაზიული კავშირის პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანია და ევროინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს ხანგრძლივ პერსპექტივაში", - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენისთვის მიცემულ კომენტარში მამუკა გამყრელიძემ.

21-11-2013, 15:00 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 747

ნიკოლოზ ვაშაკიძე: ამერიკის ელჩი, რომ იტყვიან, “დაუკრეფავში გადავიდა”

“ოქტომბრის არჩევნების პოსტსაბჭოური ეპოქის დასრულებად და ევროპული სახელმწიფოს აღმშენებლობის დაწყების მიჯნად გამოცხადება გაუმართლებელ და გადამეტებულ ჰიპერბოლად მიმაჩნია”

 

20-11-2013, 21:59 | არქივი | ნანახია - 992

“საუბარი პროფესიონალთან” – კანონი პროფესიული თეატრების შესახებ

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი მაია ჯორჯაძე ესაუბრება რუსთაველის თეატრის ყოფილ მმართველ ზაალ ჩიქობავას.

 

ზაალ ჩიქობავა: “ეს კანონი ძველი დროისაა, ჩვენ კი სხვა დროში ვცხოვრობთ”

უცვლელი ხელწერა

ზურა ოდილავაძე

 

,,თუ ჩვენ ამ პრინციპებს ვიცავთ, მათ  განსახორციელებლად,  

სამწუხაროდ, უნდა   დაღვარო  სისხლი. წინააღმდეგ შემთხვევაში,

უბრალოდ მონობა ამა თუ იმ ფორმით გელოდება“ 

  

იოსიფ ბროდსკი

 

 უცვლელი ხელწერა საბჭოეთი მუდმივად ცდილობდა, დაენერგა მითი იმპერიის მშვიდობისმოყვარე ხასიათის შესახებ, რომელიც გარშემორტყმულია მრავალრიცხოვანი მტრებით და ამიტომ, იძულებულია, დაიცვას თავი. დღესაც სსრკ-ს რეანიმირებაზე ორიენტირებულ რუსეთს, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, მოჩვენებითი დიდების შესანარჩუნებლად და ეკონომიკური სიდუხჭირის გასამართლებლად, შიდა მოხმარების მითი სჭირდება: ,,მთელი მსოფლიო ჩვენ გვებრძვის, ამიტომ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, შევიარაღდეთ და დავიცვათ თავი!”. ამ მტრის ხატის მეშვეობით ხალხს ომისთვის ამზადებენ, ასე ინერგება ფართო მასებში ზიზღი და აგრესია.

18-11-2013, 15:39 | ბლოგები | ნანახია - 2203

საუბარი პროფესიონალთან “მედია და სახელმწიფო”

Iveria.biz-ის დამფუძნებელი და რედკოლეგიის წევრი მამუკა გამყრელიძე ესაუბრება ჟურნალისტ გოჩა მირცხულავას.

 

გოჩა მირცხულავა: “ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მედიის აქამდე თავისუფალი სეგმენტის დაქვემდებარებაც სცადა”

გრიგოლ ვაშაძე: დიპლომატია „ტენისს“ ჰგავს: შენ თუ არ მიაწოდე, არაფერს მოგაწოდებენ

საქართველოს საგარეო კურსის მთავარი აქცენტები და პრიორიტეტები. დგას თუ არა საქართველო არჩევანის წინაშე და რუსეთთან მოლაპარაკებების ვექტორმა რამდენად გადაინაცვლა პოლიტიკიდან ჰუმანიტარულ საკითხებზე. კონფლიქტური ზონები და ის, რაც რუსეთს საქართველოში აინტერესებს.

 

„პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ესაუბრა: 

 

– ბატონო გრიგოლ, ჟენევის მოლაპარაკებით დავიწყოთ, 25-ე რაუნდი დასრულდა... ბევრი საუბარი იყო ჟენევის ფორმატის შეცვლის შესახებ. ამ რაუნდის დასრულების შემდეგ კი  თითქმის ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები გაკეთდა.  ხელისუფლება ამბობდა, რომ გარკვეული პროგრესი დაფიქსირდა, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკის მიუხედავად, რაც რუსეთისადმი რიტორიკის შერბილებას ითვალისწინებს, ჟენევის მოლაპარაკებებზე ეს არ ასახულა. როგორია თქვენი შეფასება?

18-11-2013, 15:33 | არქივი | ნანახია - 804

გადაცემა "ცხელი ხაზი" ნიკა ვაშაკიძის მონაწილეობით

გადაცემა "ცხელი ხაზი" ნიკა ვაშაკიძის მონაწილეობითგადაცემა "ცხელი ხაზი" ნიკა ვაშაკიძის მონაწილეობით

18-11-2013, 00:51 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 918

გადაცემა “ფოკუსი” მამუკა კუდავას მონაწილეობით

გადაცემა “ფოკუსი” მამუკა კუდავას მონაწილეობითგადაცემა “ფოკუსი” მამუკა კუდავას მონაწილეობით

16-11-2013, 00:13 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 729

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

iveria.biz-მა დაიწყო  ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების გამოქვეყნება

 

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

 

ალექსანდრე სულხანიშვილი

1922-1924

 

(გაგრძელება. ნაწილი 3)

 

***

თითქმის მარტის ბოლომდე მოგვიხდა დარჩენა ამ ბინაზე. აქ შემოგვიერთდა რამდენიმე კაცი, მათ შორის ელიზბარ ვაჩნაძე. ელიზბარი თელავში მსახურობდა მეექვსე ფეხოსან ათასეულში. იქ მას რაღაც უსიამოვნება მოუხდა უფროსთან და ჩვენთან გამოიქცა.

 

იმ წელიწადს საქართველოში შიმშილობა ჩამოვარდა და ძალიან გაძნელდა სანოვაგის შოვნა. ამისათვის გადავწყვიტეთ გადასვლა სიღნაღის მაზრაში. ჯერ ერთი იმისათვის, რომ გაგვადვილებოდა საკვების შოვნა, ხოლო მეორეც იმისთვის, რომ უკვე უნდა დაგვეწყო მოქმედება. ახლა უკვე რიგიანად იყო შეიარაღებული თითქმის ოც კაციანი რაზმი. ჩვენთან იყო რამდენიმე ქისტიც პანკისის ხეობიდან.

15-11-2013, 12:53 | წიგნები | ნანახია - 1563

მოლასაც არ უნდოდა მეჩეთში შესვლა, მაგრამ... (ანუ, შედი კაცო ბუტკაში, უკაცრავად, სასახლეში)

მოლასაც არ უნდოდა მეჩეთში შესვლა, მაგრამ...  (ანუ, შედი კაცო ბუტკაში, უკაცრავად, სასახლეში)ნიკა რურუა

 

მინდა მოკლედ განვიხილო საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პირველი ინტერვიუ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემისთვის “ვოსკრესნოე ვრემია”.

მინდა გითხრათ, რომ ახალარჩეულ პრეზიდენტს, ვისთანაც დიდი ხნის პიროვნული ნაცნობობა მაკავშირებს, არჩევისთანავე ვუსურვე წარმატება მისი (და ჩვენი ქვეყნის) ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის განმავლობაში. ის, თუ როგორ მოიქცევა ახალი პრეზიდენტი, მეტწილად პრეცედენტული დატვირთვის მატარებელი იქნება, რადგანაც ეს არჩევნები პირველია საქართველოს ისტორიაში, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მეორე, რადიკალურად ანტაგონისტურ პოლიტიკურ ძალას არჩევნების საშუალებით გადასცა  ძალაუფლება.

14-11-2013, 22:21 | პოლიტიკა | ნანახია - 3443

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია