მარტივად - არჩევნები

ზურა თალაკვაძე

მარტივად - არჩევნები

საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ახალი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ან, არ ეყოლება. ან კალათბურთი კიდევ ერთხელ გადახვევს ხელს ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს, პროცესში პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებსაც ჩამოივლის და არჩევნები ცივილურად დასრულდება. ან, შეიძლება, არც დაიწყოს. შეიძლება, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან მოვიდეს მეგობრული რჩევა, რომ არჩევნებზე ესა და ეს პროცედურა სამინისტროსთვის მისაღები ტონით უნდა წავიდეს. და არჩევნები არჩევნების დაწყებამდე ჩატარდება. ამ შემთხვევაში, გამოირიცხება ამომრჩევლის სურვილი და მისი უფლებები. სამინისტროს მიაჩნია, რომ განაგებს ყველაფერს. სამინისტრომ ისიც იცის, რომ უფლებამოსილია,ეს უფლებამოსილება ცოტა ხნით დაივიწყოს. სულ ცოტა ხნით, მაქსიმუმ, არჩევნების ბოლომდე.

14-11-2013, 15:15 | არქივი | ნანახია - 1387

ძალაუფლების ხიბლი და ჯერაც „ჭყინტი“ ქართული დემოკრატია

სალომე სამადაშვილი

 

17 ნოემბერს საქართველოს ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაგურაცია შედგება და ამით ჩვენს ქვეყანაში დასრულდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით დაწყებული ხელისუფლების ცვლის პროცესი. ამასთან ერთად, ბატონი ივანიშვილი  თანამდებობას ტოვებს და საკუთარ შემცვლელს, მისივე აღიარებით, „მის საყვარელ ბიჭს“ ნიშნავს. ვფიქრობთ, დროულია, არჩევნების შემდგომი ეიფორიიდან გამოვიდეთ, მიმდინარე მოვლენებს საღად შევხედოთ და შევეცადოთ შევაფასოთ, რა მომავალს უქადის ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

13-11-2013, 17:55 | პოლიტიკა | ნანახია - 3073

ევრაზიული კავშირი

ევრაზიული კავშირი   (არსებული ვითარება,  უახლოესი პერსპექტივები)

 

გიორგი ტიანშანსკი

 

 ბოლო დროს უკარაინის ევროკავშირისკენ  ,,გადახრა” გახდა ერთ-ერთი  მიზეზთაგანი ,,ინტეგრაციული” - როგორც ჩვენთან იტყვიან,  ბელორუსში ჩაჯდომისა.

 

თითქოს ერთმნიშვნელოვანია, რომ ტრიუმვირატი (რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსი) მხარს უჭერენ სომხეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის გაწევრიანებას საბაჟო კავშირში. არაფერს ვიტყვით თურქეთის და ინდოეთის, ვითომდა,  დაუოკებელ სურვილზე მიუერთდნენ ზემოაღნიშნულ წამოწყებას.

13-11-2013, 12:43 | მსოფლიო | ნანახია - 3160

„ივერიის“ საქველმოქმედო აქცია

„ივერიის“ საქველმოქმედო აქციადახლოებით ორი კვირის წინ,  საზოგადოება ”ივერიის”  წარმომადგენლები შევუერთდით  აქციას, რომელიც სადემარკაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად გაიმართა და რომლის ორგანიზატორები სახელოვნებო სფეროს  წარმომადგენლები იყვნენ.

10-11-2013, 18:03 | ... | ნანახია - 1611

წინ მარშრუტის და კომპასის გარეშე?

წინ მარშრუტის და კომპასის გარეშე?ნიკოლოზ ვაშაკიძე

 

        პრემიერი ივანიშვილი, თავისი დანაპირების თანახმად, თანამდებობიდან მიდის. ახალი პრეზიდენტი ავირჩიეთ და სულ მალე ახალი პრემიერიც გვეყოლება, რომლის ვინაობაც უკვე ვიცით. მინისტრთა კაბინეტში, ალბათ გარკვეული ცვლილებები მოხდება. მოკლედ, ახალი ხელისუფლების პირველმა წელმა განვლო, სახელისუფლებო გუნდი არსებითად იგივეა და, ამავე დროს, რაღაც ახალ ეტაპზე გადავდივართ. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, გავაკეთოთ გარკვეული შეფასებები, დავსვათ გარკვეული კითხვები და, თუ გნებავთ, მოთხოვნებიც წავუყენოთ. ამ მცირე პუბლიკაციაში მიზნად არ ვისახავ მთავრობის ერთწლიანი საქმიანობის ვრცელ ანალიზს, თუმცა მინდა შევეხო ისეთ საკითხს, რომელიც თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა, უმნიშვნელოვანესიც კი.

9-11-2013, 20:46 | პოლიტიკა, არქივი | ნანახია - 2860

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

iveria.biz-მა დაიწყო  ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების გამოქვეყნება

 

მოგონებები შეფიცულთა რაზმზემოგონებები შეფიცულთა რაზმზე

 

ალექსანდრე სულხანიშვილი

1922-1924

 

(გაგრძელება)

 

***

თბილისში ყოფნისას ქაქუცა რამდენჯერმე შეხვდა გენერალ კოტე აფხაზს. ეკატერინოფელდში ქაქუცასთან მე ხშირად მქონდა საუბარი. აი, მაშინ მიამბო მან, რომ ჩვენს მხედრობას პარტიზანული ბრძოლების წამოწყება ჰქონია გადაწყვეტილი და ამ საქმის სათავეში ჩადგომას თვითონ მას ავალებდნენ. ამისათვის, როგორც მან მითხრა, ჯერ პატარა ჯგუფს უნდა მოეყარა თავი მეტად საიდუმლო ვითარებაში, რათა რაზმის შესაქმნელად დაეწყო მზადება.

9-11-2013, 20:05 | წიგნები | ნანახია - 1983

სერბებმა ინტეგრაცია აირჩიეს

„ივერიას“ უკვე ჰქონდა შესაძლებლობა დაეწერა იმ შეთანხმებაზე, რომელიც სერბეთისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებს შორის,  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის შუამავლობით გაფორმდა.

 

სერბეთი - კოსოვო

 

ამ შეთანხმებას თავისი პირველი შემოწმება, კოსოვოს ტერიტორიაზე ადგილობრივ არჩევნებში უნდა გაევლო.

9-11-2013, 17:22 | მსოფლიო | ნანახია - 1609

იმედი მაქვს, საქართველოში კიდევ ბევრჯერ ვიმღერებ

იმედი მაქვს, საქართველოში კიდევ ბევრჯერ ვიმღერებოპერის მომღერალი რამაზ ჩიკვილაძე საკუთარ თავზე საუბრობს

 

მოკრივე ვიყავი. საქართველოს ჩემპიონი. მრავალგზის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული... მერე ისე მოხდა,რომ სპორტს თავი დავანებე... იქამდე არასდროს მიმღერია. მუსიკალურ შვიდწლედში ვსწავლობდი.  მამაჩემს ყოველთვის ჰქონდა  კონტაქტი მუსიკალურ სამყაროსთან, მაგრამ არასდროს არავის უფიქრია და მითუმეტეს,  ჩემი მუსიკასთან დაკავშირების ”განზრახვა” არ ჰქონია.

9-11-2013, 17:06 | კულტურა | ნანახია - 1308

,,დაბალანსებული“ მოწყენილობა

,,დაბალანსებული“ მოწყენილობაზურა ოდილავაძე

 

   რედაქციაში დავალება მომცეს, მიმდინარე მოვლენებზე რაიმე დაწერეო... ძნელია, წერო არაფერზე – იმაზე, რომ არაფერი ხდება. კიდევ უფრო ჭირს უსახური აქტორების აღწერა, რომლებიც დღეს საზოგადოებრივ ავანსცენაზე ჩანან. ნომინალური ლიდერები ერთმანეთისგან ხომ არაფრით განსხვავდებიან. ყველას მაგიერ გადაწყვეტილებებს კვლავ ბელადი იღებს და ძველი ქართული ტრადიციისამებრ, უფერული თუთიყუშები მის ბრძანებებს ახმოვანებენ. დღევანდელობაზე ფიქრისას გონებაში ერთფეროვნება, მოწყენილობა და ადამიანთა მონობისკენ გასაოცარი მიდრეკილება თუ ამოგიტივტივდება...

8-11-2013, 18:36 | ბლოგები | ნანახია - 3120

ქართული ეკონომიკის განვითარების ტენდენციები

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ქართული ეკონომიკის განვითარების ტენდენციები

 

2014 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა, კვლავ მნიშვნელოვნად სოციალურ უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. იგი ასახავს გაზრდილ ხარჯებს სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვაზე და განათლებაზე, ხოლო ინფრასტრუქტურული ხარჯების მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. ეს ნიშნავს, რომ 2014 წელს საქართველოს ხელისუფლება იმ ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს, რომელსაც 2013 წელს ახორციელებს.

8-11-2013, 13:21 | ეკონომიკა | ნანახია - 2779

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია