“საუბარი პროფესიონალთან” – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და სახელმწიფო

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი მამუკა კუდავა ესაუბრება შეზღუდული შესაძლებლობის პირების უფლებებსა და პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” ხელმძღვანელს გიორგი ალავიძეს.

 

 გიორგი ალავიძე: “სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა იგეგმება.”

"ევრომაიდანის" ქართული აქცენტები

"ევრომაიდანის" ქართული აქცენტებიზურაბ კვაჭაძე

 ოდესა

 

            უკვე ერთი თვე შესრულდა, რაც კიევის დამოუკიდებლობის მოედანი, ანუ "მაიდანი", მსოფლიოს მედია საშუალებების ეპიცენტრშია - აქ კვლავაც არ ცხრება საპროტესტო ვნებათაღელვა და არც ხალხის ნაკადი კლებულობს, აქ კვლავაც გუგუნებს ორატორთა მგზნებარე მოწოდებები, "მაიდანს" კვლავ სტუმრობენ მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მას უცხადებს სოლიდარობას მთელი ცივილიზებული სამყარო. ამ საერთო მხარდაჭერისა და სოლიდარობის ფონზე, ქართველები, ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეში, უკრაინელების ალბათ ყველაზე მხურვალე მხარდამჭრებად და გულშემატკივრებად იქცნენ. ამიტომ სავსებით ლოგიკური იყო მაიდანზე, ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ადგილას "ქართული" კარავის გამოჩენაც, ასევე ისიც, რომ ქართულ ხუთჯვრიან დროშებს "მაიდანზე", უკრაინული დროშების შემდეგ, თავისი სიმრავლით დომინანტის როლიც კი ერგოთ სხვა სახელმწიფო დროშების სიმწირის ფონზე. სიმბოლური და მგზნებარე იყო, ასევე, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაც უკრაინულ ენაზე, რომელსაც მაიდანი დიდი ოვაციებით შეხვდა.

27-12-2013, 16:10 | მსოფლიო | ნანახია - 1697

მარადიული ხელნაწერი - 2014

ზურა ოდილავაძე

 

შესავალი

 

   ქვემოთ მოყვანილი ტექსტი, პირველად, წლების წინ გამოვაქვეყნე, როდესაც ,,ვარდების რევოლუციის“ ტალღებმა მშობლიური ორპირი - გრაკალის ეპარქიამდე მოაღწია. იმხანად მეც ახალი, ,,დასავლური სიოს“ გავლენის ქვეშ მოვექეცი და ოჯახური ზანდუკიდან საგულდაგულოდ გადანახული მანუსკრიპტი ამოვიღე. ვიფიქრე, ახალი ეპოქა დგება, მოდი, მომავალ თაობებს ბედკრული საბჭოური წარსულის ჰაგიოგრაფიულ ძეგლს დავუტოვებ და ნორჩები მას ,,შუშანიკის წამებასთან“ ერთად ისწავლიან-თქო.

27-12-2013, 13:11 | ბლოგები | ნანახია - 2442

“საუბარი პროფესიონალთან” – აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობის პრობლემების შესახებ

iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნიკა ვაშაკიძე ესაუბრება საზოგადოება «დაბრუნების”  წევრ რევაზ კემულარიას

 

რევაზ კემულარია: “თბილისში მყოფმა აფხაზეთის ხელისუფლებამ ამოწურა რესურსი და მოითხოვს განახლებას.”

“საუბარი პროფესიონალთან” – აფხაზეთში ადგილი ჰქონდა ღალატს

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი გრიგოლ ვაშაძე ესაუბრება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გია გვაზავას.

 

გია გვაზავა:  “იყო ღალატი: მტერს მივეცით მთა, ჩვენ ვიყავით ქვემოთ”

“საუბარი პროფესიონალთან” – სახელოვნებო განათლების შესახებ

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნიკა რურუა ესაუბრება თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის დეკანს ირინა პოპიაშვილს. 

 

ირინა პოპიაშვილი “კარგ სკოლას ქმნის კარგი ინფრასტრუქტურა.”

მარიო ფილიპესკი - ტენორების მეფე

მარიო ფილიპესკი - ტენორების მეფემარიო ფილიპესკი -  იტალიელი ტენორი ქალაქ პიზადან. მას ლაური ვოლპი ტენორების მეფედ მოიხსენიებდა და რომელიც ნამდვილად იმსახურებდა ამ ტიტულს.

მას უმაღლესი ხარისხის ხმა ჰქონდა - თბილი და წკრიალა, ჟღერადი მთელს დიაპაზონზე.

25-12-2013, 19:29 | კულტურა | ნანახია - 848

ისტორიულ-დიპლომატიური სენსაცია პუტინისგან

ანდრეი ილარიონოვი

ისტორიულ-დიპლომატიური სენსაცია პუტინისგან 

Los Angeles Times-ის  ჟურნალისტთან - სერგეი ლოიკოსთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა საზოგადოების ყურადღება რუსეთ -საქართველოს ისტორიის აქტუალურ მხარეებზე გაამახვილა. 1919-1921 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებს მან  „სადამსჯელო ოპერაცია“ უწოდა: „ მსგავსი ტიპის კონფლიქტი პირველი არ არის. გავიხსენოთ 1919-21 წლები, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე სადამსჯელო ოპერაციები მიმდინარეობდა,“ - განაცხადა პუტინმა.

 

ამ განცხადებამდე  რუსეთის ისტორიაში „სადამსჯელო ოპერაციად“, პირველ რიგში, მოიაზრებოდა გრაფი პასკევიჩის ბრძანებითა და რენენკამფისა და აბხაზოვის მეთაურობით  1830 წელს,  სამხრეთ ოსეთში ჩახშობილი აჯანყება.

22-12-2013, 22:28 | ბლოგები | ნანახია - 3308

ნიკა ვაშაკიძე: “საფრთხე დიდია და რეალური”

“რას უნდა ველოდოთ კონკრეტულად? პრინციპში, ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად არის აღწერილი თქვენ მიერ ნახსენებ სტატიაში _ “რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ოპერაცია “БриТва” აამოქმედა”

22-12-2013, 13:55 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 1407

რა ღირს უკრაინა და საქართველო

რა ღირს უკრაინა და საქართველოგრიგოლ ვაშაძე


    ფრანგული ანდაზა გვაუწყებს: "ქალს შეუძლია მოგცეს მხოლოდ ის, რაც აქვს".
ამაზე დღევანდელი კრემლის იდეალმა, ამხანაგმა სტალინმა, ჩვეული სისხარტით შენიშნა: "Но она может это сделать дважды"(1) (აქ და ქვემოთ იხ. შენიშვნები).

 

    უკრაინის ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ჩეკისტების, კოლმეურნეების, სპორტსმენების და პოეტების საუკეთესო მეგობარი, ამხანაგი სტალინი, როგორც ყოველთვის, მართალი ბრძანდებოდა. სევოსტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის არენდის უპირობოდ გაგრძელების, NATO-ში გაწევრიანებაზე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის და სხვა მრავალი "ცალმხრივი კონსტრუქციული ნაბიჯის" შემდეგ (რაც რუსეთმა შეიფერა და არც კი შეიმჩნია!), უკრაინის ხელისუფლება, კიევის მაიდანზე პროტესტის ფონზე, 2013 წლის 17 დეკემბერს მოსკოვში ჩაფრინდა, კრემლთან "დიალოგში" ჩაება, ევროკავშირთან მიღწეული პროგრესი ლამის გვერდზე მოისროლა და ქვეყანა კიდევ ერთხელ დაუქვემდებარა რუსულ ინტერესებს.

21-12-2013, 16:25 | პოლიტიკა | ნანახია - 4280

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია