ნიკა რურუა - "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ კიდევ არის ადამიანების მცირე ჯგუფი, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, როგორც აქამდე იღებდა

ნიკა რურუა - "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ კიდევ არის ადამიანების მცირე ჯგუფი, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, როგორც აქამდე იღებდაშენ თუ შენს რიგებში არ გაქვს დემოკრატია, დემოკრატიას ვერ ააშენებ, - ნიკა რურუა საკუთარ გუნდს აკრიტიკებს და ურჩევს, წინსვლისთვის შიდაპარტიული რეფორმირება მოახდინოს.

3-12-2013, 22:23 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 907

“საუბარი პროფესიონალთან” – ცვლილებები კანონში “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი მამუკა გამყრელიძეესაუბრება  საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკა ვაჩეიშვილს.

 

 

ნიკა ვაჩეიშვილი: “ველოდით სხვას და გამოვიდა - სხვა”

უკრაინა ევროპულ კურსს იცავს

უკრაინა ევროპულ კურსს იცავსზურაბ კვაჭაძე,

ოდესა

 

უკრაინაში დღეს არსებული სიტუაცია მაგონებს საბჭოური ერის ისტორიის სახელმძღვანელოებში "რევოლუციის" მცნების განმარტებას, როდესაც გაბატონებულ კლასს აღარ შეეძლო ძველებურად მართვა, ხოლო ჩაგრულ კლასს კი აღარ სურდა ძველებურად ცხოვრება. არადა პარადოქსია - სულ რამოდენიმე დღის წინ ვერავინ იტყოდა, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლებას რაიმე საფრთხე ელოდა, იმდენად მყარი იყო მისი ძალაუფლება. 29 აგვისტოს მისმა გამაოგნებელმა ნაბიჯმა - საჯარო განცხადებამ უკრაინის ევროინტეგრაციული კურსის უალტერნატივობის შესახებ, თვით ყველაზე სკეპტიკოსი პოლიტიკოსები (მათ შორის ევროპელი), განსაკუთრებით კი უკრაინელი ოპოზიციონერები ჩააგდო შოკში. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ექსპერტების აზრით, ამით იანუკოვიჩმა ოპოზიციას გამანადგურებელი დარტყმაც კი მიაყენა, ვინაიდან მას ფაქტიურად ევროინტეგრაციის იდეური პლატფორმა "წაართვა" და 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მეორე ვადით არჩევის შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა.

3-12-2013, 17:39 | მსოფლიო | ნანახია - 1455

დავით ნარმანიას ოდისეა

ნათია მეგრელიშვილი

 დავით ნარმანიას ოდისეა

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც საარჩევნო ვნებათაღელვა ჩაცხრა, დასანიშნები დაინიშნენ, გასალანძღები გაილანძღნენ და წამსვლელები წავიდნენ. ახლა ახალი გასართობი უნდა მოიძებნოს და ამბავმაც არ დააყოვნა. "ქართულმა ოცნებამ" თითქმის ერთხმად გამოაცხადა, რომ თბილისის მერი გახდება საქართველოს ყველაზე დიდი მეურნე დავით ნარმანია და მას ალტერნატივა არ ჰყავს. ამჯერად უალტერნატივო კანდიდატზე რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა. თურმე ის ხალხი, ვინც მხარს უჭერს ახალ ხელისუფლებას არც თუ ისე ზომბირებულია, როგორც მეგონა. ეს უკვე კარგია, რომ მმართველ გუნდში არსებობს განსხვავებული აზრი და მართლაც დემოკრატიისკენ მივდივართ, მაგრამ მიზეზებად დასახელდა ძალიან უხერხული, შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც არა მარტო თბილისელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის არის ძალიან სამარცხვინო და სახიფათო.

3-12-2013, 13:32 | კომენტარები | ნანახია - 2064
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია