“საუბარი პროფესიონალთან” – ჯანდაცვის რეფორმის და საყოველთაო ჯანდაცვის პერსპექტივები

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი მამუკა კუდავა  ესაუბრება  მედიცინის მეცნიერაბათა დოქტორს, სახელმწიფო  მართვის მაგისტრსა და ჯანდაცვის ექსერტს ლევან კობალაძეს.
ლევან კობალაძე: ”უფასო ამქვეყნად არაფერი არსებობს. უფასო ჯანდაცვას მსოფლიოს ვერც ერთი განვითარებული ქვეყანაც კი ვერ გაწვდა”.

,,მესიის მახვილი” ნებროთოვანთა დინასტიიდან

ზურა ოდილავაძე

 

ქართველნო, გიხაროდენ! დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, ივერიის გაბრწყინების აშკარა ნიშნები სახეზეა – ჩვენს ზეციურ აღმაფრენას ბიბლიური მეფე ნებროთის შთამომავალი ხელმძღვანელობს! სამწუხაროდ, როგორც არაერთხელ მომხდარა, ის წლებია ჩვენს შორის ფუსფუსებდა, მაგრამ უმადურობის გამო, არ ვიმჩნევდით, სათანადო პატივს არ მივაგებდით. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და დროა ვაღიაროთ – ერის გენეტიკური სიწმინდის შესანარჩუნებლად და სულიერი განსპეტაკებისთვის, ზეცამ ,,მესიის მახვილი“ მოგვივლინა!

  აშკარად არამიწიერი წარმომავლობის სიძულვილით დაჯილდოებული ,,მახვილი“ სოფელ ჭელაში მინარეთის აღმართვის საკითხს ,,რუსთავი 2“ -ის ეთერში ასე გამოეხმაურა. მისი თქმით, სამღვდელოება და მრევლი ვერ დაუშვებს ,,თურქულ ექსპანსიას“ საქართველოში: ,,...როცა თურქული ფულით შენდება საქართველოში მეჩეთი და მინარეთი, თურქული ფულით დაფინანსებული მუსულმანი აკეთებს თურქულ საქმეს... და თქვენ გჯერათ, რომ მაჰმადიანი ქართველი მართლა ქართველია? მე არ მჯერა.  არ მჯერა იმიტომ, რომ მისი ორიენტაცია სულ სხვა არის...“.

7-12-2013, 16:36 | ბლოგები | ნანახია - 4077
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია