ელა ფიცჯერალდი

გიგი კუბლაშვილი


ჯაზის უდიდესი ოსტატი, ვოკალისტი, მიიღებული აქვს - "ამერიკული სიმღერის პირველი ლედის” და “ჯაზის პირველი ლედის” წოდებები. მისი ხმის ნაზი და რბილი ვიბრატო ყოველ სიმღერას ლირიკულ მონოლოგად აქცევდა, უზარმაზარი დიაპაზონი და ვირტუოზული სკეტი, მის ყოველ გამოსვლას  წარმოუდგენელი ენერგიით ავსებდა. ძირითადად ჯაზის სტანდარტებს ასრულებდა, ყველაზე დიდი წარმატება – Lady, Be Good, How High The Moon, Mr. Pagnini, Mack The Knife-ის შესრულებამ მოუტანა. იშვიათად მღეროდა ბლუზს.

12-12-2013, 23:00 | კულტურა | ნანახია - 2818

ნეოიმპერიული რუსეთი – სომხეთის ხელში ჩაგდება და რეგიონული უსაფრთხოება

ნეოიმპერიული რუსეთი – სომხეთის ხელში ჩაგდება და რეგიონული უსაფრთხოებაკარგად გვახსოვს, 2013 წლის იანვარში, სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი  საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი როგორ აღტაცებას გამოხატავადა სომხეთის საგარეო პოლიტიკის მიმართ და იმასაც კი აცხადებდა, რომ საქართველომ სომხეთის მაგალითზე უნდა ისწავლოს საგარეო პოლიტიკის სწორად წარმართვა.

 

თუკი ამ გაუგებარი პოზიციის მაშინ ვინმეს სჯეროდა, ვფიქრობ, ასეთები თითქმის აღარ დარჩნენ მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს მოსკოვში „ხონთქართან“ დაბარებულმა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გაოგნებული მსოფლიოს თვალწინ ხაზი გადაუსვა რა სამწლინახევრიან შრომას, უარი განაცხადა ევროპის კავშირთან პარაფირებისთვის გამზადებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე და მის სანაცვლოდ გამოთქვა მზადყოფნა, შეერთებოდა რუსეთის მიერ ფორმირებად „საბაჟო კავშირს“.

 

ცნობილი სომეხი პოლიტიკოსი და  ექსპერტ-პოლიტოლოგი დავით შაჰნაზარიანი ქვემოთ შემოთავაზებულ სტატიაში დეტალურად და საინტერესოდ აანალიზებს ამ ფაქტს, ისევე, როგორც ივანიშვილის მიერ ესოდენ მოწონებულ სომხეთის საგარეო პოლიტიკას საშინაო პოლიტიკასთან კავშირში, რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას  სომხეთში,  მთლიანად კავკასიის რეგიონში და, შესაბამისად, კავკასიაში შექმნილ საკმაოდ მძიმე და რთულ ვითარებას.

 

 დავით შაჰნაზარიანი გახლდათ სოხეთის პრეზიდენტის საგანგებო დავალებათა ელჩი 1992-1995 წლებში და სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 1994-1995 წლებში. ამჟამად, შაჰნაზარიანი პოლიტიკური და სამართლებრივი კვლევების ცენტრ „კონკორდის“ ხელმძღვანელია.

რედაქცია

12-12-2013, 17:11 | მსოფლიო | ნანახია - 3916
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია