საქართველოს ევროპული გზა და რუსული წინაღობა

დავით ლაცუზბაია

           მოძრაობა „დაბრუნების“ აღმასრულებელი მდივანი

 

 საქართველოს ევროპული გზა და რუსული წინაღობა

ბოლო ხანებში აქტუალური გახდა ევრაზიული კავშირის საკითხი, რომელიც ნიშნავს სსრკ-ს ნანგრევებზე ახალი რუსული იმპერიის  შექმნას. რუსეთის მმართველთა ეს კონკრეტული მიზანი სრულებით არაა მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკოსთა ან მმართველ ელიტათა ახირება და მას მნიშვნელოვანი სამეცნიერო-თეორიული და იდეოლოგიური საფუძვლები გააჩნია გეოპოლიტიკაში. ამ სინთეზური დისციპლინის მამამთავრებს (ფ. რატცელი,ჯ. ჰ. მაკინდერი, ა. მეჰენი, კ. ჰაუსჰოფერი, კ. შმიდტი, პ. სავიცკი და სხვ.), მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიო  დაჰყავდათ სახმელეთო („თელულოკრატიისა“) და საზღვაო („თალასოკრატიის“) მმართველობების დაპირისპირებამდე. ამგვარი გეოპოლიტიკური დუალიზმი გლობალურად მწვავედ აშშ-სა და სსრკ-ს, ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ბლოკებს შორის პაექრობაში აისახა. განსხვავებული კონფიგურაციით მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის დაპირისპირება დღესაც გრძელდება.

18-12-2013, 14:56 | პოლიტიკა | ნანახია - 2370

ნიკოლოზ ვაშაკიძე - მმართველ პოლიტიკურ გუნდში ხედვებისა და ნაყოფიერი იდეების ნაკლებობაა

2013 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2014 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

18-12-2013, 13:17 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 796
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია