რაში ვუხდით ფულს გედიას და ჰამლეტს?

ნათია მეგრელიშვილი

 რაში ვუხდით ფულს გედიას და ჰამლეტს?

ჩვენს თავს რაღაც დიდი ცოდვა ტრიალებს და როგორ უნდა გადავრჩეთ არც კი ვიცი.

 

ეს საშიში „ზღაპარი“ ოცდაორი წლის წინ დაიწყო. საქართველოს პარლამენტში გაჩნდა ექსცენტრიკა და დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს უწმაწური სიტყვებითა და მუშტი-კრივით დაერიენ, რაც ძალიან ახალისებდა პოსტსაბჭოთა მაყურებელს. მანამდე არაფერი მსგავსი არ გვენახა და პირველი ორი-სამი თვე, შეიძლება ითქვას, რომ გავერთეთ კიდეც. მაგრამ ძალიან მალე გაცხადდა, რომ ეს სპექტაკლები სიძულვილში და ზიზღში გადაიზარდა და ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი, სამამულო ომი, დიდი მსხვერპლი და ახალი ხელისუფლება. ისევ გაჩნდა ახალი პარლამენტი თავისი უხეში ლექსიკონით და ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები, რამაც ტრადიციად დაამკვიდრა პარლამენტის წევრების არაკორექტულობა, უზრდელობა, ცინიზმი და ღალატი. ათი წელიწადი გრძელდებოდა ჩვენი დამცირება და გასულელება. პარლამენტი ცირკს დაემსგავსა და ხალხს იმდენად მობეზრდა ყველაფერი, რომ  სხდომებს უკვე აღარავინ უსმენდა. საქართველო და მისი პრობლემები იქ არავის აღელვებდა, მინისტრები მდიდრდებოდნენ, გუბერნატორები კიდევ უფრო მდიდრდებოდნენ და ქვეყანას სრულიად შეგნებულად ამახინჯებდნენ.

19-12-2013, 17:25 | ბლოგები | ნანახია - 1804

“საუბარი პროფესიონალთან” – თვითმმართველობის კოდექსის შესახებ

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნიკა ვაშაკიძე ესაუბრება ახალი ეკონომიკურისკოლის თანადამფუძნებელსა და ვიცე-პრეზიდენტს, საქსტატის საბჭოს წევრ გია ჯანდიერს.

 

გია ჯანდიერი: “თვითმმართველობის კოდექსის მიღების დაჩქარებით დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს ვერშესრულებული დაპირებების გამო რეაბილიტაციას”

სამხრეთ კავკასია - კრემლის სამიზნე

დავით შაჰნაზარიანი

რუბენ მეგრაბიანი

 

,,ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პოზიციების გამყარებას კავკასიაში” - ვ.პუტინი 2013 წლის 2 დეკემბერი, ერევანი

 

სომხეთი,რომელსაც თავის სტრატეგიულ მოკავშირესთან, რუსეთთან საერთო საზღვარი არ გააჩნია,მოსკოვის მიერ მეზობლების მიმართ წარმოებული ნეოიმპერიული და, თავისი არსით, ძველი, ტრადიციული პოლიტიკის საჩვენებელ სამიზნედ და პირველ ნადავლად იქცა.პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადის დაწყებამდე, 2011 წელს, ყოფილმა მეტროპოლიამ საგარეო პოლიტიკაში, “ახალი პრიორიტეტების” შესახებ განაცხადა, რაც ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე წარმოებულ ,,ინტეგრაციულ” პროექტებში გამოიხატებოდა და საერთაშორისო არენაზე უპრეცედენტოდ აგრესიულ ქმედებებზე გადავიდა.

სომხეთი იქცა არა მხოლოდ უმნიშვნელოვანეს რგოლად, არამედ მაგალითად, ან, თუნდაც, საცდელ პოლიგონად(ამ სიტყვის ყველაზე უარესი მნიშვნელობით)იმისა,  ,,ინტეგრაციული” პროექტების თანახმად, როგორი ბედი ელით კრემლის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს.

19-12-2013, 12:52 | პოლიტიკა | ნანახია - 2593
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია