გადამგდები სანტა

გადამგდები სანტა ზურა ოდილავაძე

 

დიახ, ერთმა წელმა კვლავ უცებ ჩაგვიარა. ის, როგორც ბოლშევიკური საბჭოეთი, რევოლუციური ოქტომბრით დაიწყო და ბრეჟნევისეული ,,ზასტოით“ დასრულდა. ახლადამობრწყინებულმა ბელადმა კეთილდღეობის დაპირებებით დაგვაბოლა და ბოლოს... მთავარი მიღწევა გაგვიმხილა, ,,ამ მოკლე დროში ჩვენ მოვახერხეთ და დავძლიეთ სეთურის სამსახური საქართველოშიო“, ანუ, მოურიდებლად რომ ვაღიაროთ, მესიამ მწარედ გადაგვაგდო.

  

...პრეზიდენტი დავკაგეთ, თუმცა, სამაგიეროდ, პრემიერი ვიპოვეთ. სამწუხაროდ, გარდაგვეცვალა პარლამენტი, რომელიც ,,საპარლამენტო რესპუბლიკაში“ მხოლოდ მორცხვად მიმალული დიდი ბელადის ანდერძის კანონებად გადაქსეროქსებითაა დაკავებული. ასე დასრულდა ,,პოლიტიკური სისტემის ძირეული“ შეცვლა... დიდად გასახარია, რომ საკანონმდებლო ორგანო ახალ, უჩვეულო ფუნქციას იძენს და ერმა მივიწყებული ,,ბლატაობის“ ინსტიტუტი ააღორძინა. ამასთან ერთად, გააჩნია პარლამენტში ხარ თუ გასვენებაში, შესაბამის სასქესო ორგანოში წიხლის ჩაზელვის კულტურაც აღსდგა.

20-12-2013, 16:32 | ბლოგები | ნანახია - 2104
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია