გადამგდები სანტა

გადამგდები სანტა ზურა ოდილავაძე

 

დიახ, ერთმა წელმა კვლავ უცებ ჩაგვიარა. ის, როგორც ბოლშევიკური საბჭოეთი, რევოლუციური ოქტომბრით დაიწყო და ბრეჟნევისეული ,,ზასტოით“ დასრულდა. ახლადამობრწყინებულმა ბელადმა კეთილდღეობის დაპირებებით დაგვაბოლა და ბოლოს... მთავარი მიღწევა გაგვიმხილა, ,,ამ მოკლე დროში ჩვენ მოვახერხეთ და დავძლიეთ სეთურის სამსახური საქართველოშიო“, ანუ, მოურიდებლად რომ ვაღიაროთ, მესიამ მწარედ გადაგვაგდო.

  

...პრეზიდენტი დავკაგეთ, თუმცა, სამაგიეროდ, პრემიერი ვიპოვეთ. სამწუხაროდ, გარდაგვეცვალა პარლამენტი, რომელიც ,,საპარლამენტო რესპუბლიკაში“ მხოლოდ მორცხვად მიმალული დიდი ბელადის ანდერძის კანონებად გადაქსეროქსებითაა დაკავებული. ასე დასრულდა ,,პოლიტიკური სისტემის ძირეული“ შეცვლა... დიდად გასახარია, რომ საკანონმდებლო ორგანო ახალ, უჩვეულო ფუნქციას იძენს და ერმა მივიწყებული ,,ბლატაობის“ ინსტიტუტი ააღორძინა. ამასთან ერთად, გააჩნია პარლამენტში ხარ თუ გასვენებაში, შესაბამის სასქესო ორგანოში წიხლის ჩაზელვის კულტურაც აღსდგა.

20-12-2013, 16:32 | ბლოგები | ნანახია - 2100

რაში ვუხდით ფულს გედიას და ჰამლეტს?

ნათია მეგრელიშვილი

 რაში ვუხდით ფულს გედიას და ჰამლეტს?

ჩვენს თავს რაღაც დიდი ცოდვა ტრიალებს და როგორ უნდა გადავრჩეთ არც კი ვიცი.

 

ეს საშიში „ზღაპარი“ ოცდაორი წლის წინ დაიწყო. საქართველოს პარლამენტში გაჩნდა ექსცენტრიკა და დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს უწმაწური სიტყვებითა და მუშტი-კრივით დაერიენ, რაც ძალიან ახალისებდა პოსტსაბჭოთა მაყურებელს. მანამდე არაფერი მსგავსი არ გვენახა და პირველი ორი-სამი თვე, შეიძლება ითქვას, რომ გავერთეთ კიდეც. მაგრამ ძალიან მალე გაცხადდა, რომ ეს სპექტაკლები სიძულვილში და ზიზღში გადაიზარდა და ამას მოჰყვა სამოქალაქო ომი, სამამულო ომი, დიდი მსხვერპლი და ახალი ხელისუფლება. ისევ გაჩნდა ახალი პარლამენტი თავისი უხეში ლექსიკონით და ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები, რამაც ტრადიციად დაამკვიდრა პარლამენტის წევრების არაკორექტულობა, უზრდელობა, ცინიზმი და ღალატი. ათი წელიწადი გრძელდებოდა ჩვენი დამცირება და გასულელება. პარლამენტი ცირკს დაემსგავსა და ხალხს იმდენად მობეზრდა ყველაფერი, რომ  სხდომებს უკვე აღარავინ უსმენდა. საქართველო და მისი პრობლემები იქ არავის აღელვებდა, მინისტრები მდიდრდებოდნენ, გუბერნატორები კიდევ უფრო მდიდრდებოდნენ და ქვეყანას სრულიად შეგნებულად ამახინჯებდნენ.

19-12-2013, 17:25 | ბლოგები | ნანახია - 1800

“საუბარი პროფესიონალთან” – თვითმმართველობის კოდექსის შესახებ

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნიკა ვაშაკიძე ესაუბრება ახალი ეკონომიკურისკოლის თანადამფუძნებელსა და ვიცე-პრეზიდენტს, საქსტატის საბჭოს წევრ გია ჯანდიერს.

 

გია ჯანდიერი: “თვითმმართველობის კოდექსის მიღების დაჩქარებით დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს ვერშესრულებული დაპირებების გამო რეაბილიტაციას”

სამხრეთ კავკასია - კრემლის სამიზნე

დავით შაჰნაზარიანი

რუბენ მეგრაბიანი

 

,,ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პოზიციების გამყარებას კავკასიაში” - ვ.პუტინი 2013 წლის 2 დეკემბერი, ერევანი

 

სომხეთი,რომელსაც თავის სტრატეგიულ მოკავშირესთან, რუსეთთან საერთო საზღვარი არ გააჩნია,მოსკოვის მიერ მეზობლების მიმართ წარმოებული ნეოიმპერიული და, თავისი არსით, ძველი, ტრადიციული პოლიტიკის საჩვენებელ სამიზნედ და პირველ ნადავლად იქცა.პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადის დაწყებამდე, 2011 წელს, ყოფილმა მეტროპოლიამ საგარეო პოლიტიკაში, “ახალი პრიორიტეტების” შესახებ განაცხადა, რაც ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე წარმოებულ ,,ინტეგრაციულ” პროექტებში გამოიხატებოდა და საერთაშორისო არენაზე უპრეცედენტოდ აგრესიულ ქმედებებზე გადავიდა.

სომხეთი იქცა არა მხოლოდ უმნიშვნელოვანეს რგოლად, არამედ მაგალითად, ან, თუნდაც, საცდელ პოლიგონად(ამ სიტყვის ყველაზე უარესი მნიშვნელობით)იმისა,  ,,ინტეგრაციული” პროექტების თანახმად, როგორი ბედი ელით კრემლის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს.

19-12-2013, 12:52 | პოლიტიკა | ნანახია - 2589

საქართველოს ევროპული გზა და რუსული წინაღობა

დავით ლაცუზბაია

           მოძრაობა „დაბრუნების“ აღმასრულებელი მდივანი

 

 საქართველოს ევროპული გზა და რუსული წინაღობა

ბოლო ხანებში აქტუალური გახდა ევრაზიული კავშირის საკითხი, რომელიც ნიშნავს სსრკ-ს ნანგრევებზე ახალი რუსული იმპერიის  შექმნას. რუსეთის მმართველთა ეს კონკრეტული მიზანი სრულებით არაა მხოლოდ ცალკეულ პოლიტიკოსთა ან მმართველ ელიტათა ახირება და მას მნიშვნელოვანი სამეცნიერო-თეორიული და იდეოლოგიური საფუძვლები გააჩნია გეოპოლიტიკაში. ამ სინთეზური დისციპლინის მამამთავრებს (ფ. რატცელი,ჯ. ჰ. მაკინდერი, ა. მეჰენი, კ. ჰაუსჰოფერი, კ. შმიდტი, პ. სავიცკი და სხვ.), მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიო  დაჰყავდათ სახმელეთო („თელულოკრატიისა“) და საზღვაო („თალასოკრატიის“) მმართველობების დაპირისპირებამდე. ამგვარი გეოპოლიტიკური დუალიზმი გლობალურად მწვავედ აშშ-სა და სსრკ-ს, ნატო-სა და ვარშავის ხელშეკრულების ბლოკებს შორის პაექრობაში აისახა. განსხვავებული კონფიგურაციით მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის დაპირისპირება დღესაც გრძელდება.

18-12-2013, 14:56 | პოლიტიკა | ნანახია - 2373

ნიკოლოზ ვაშაკიძე - მმართველ პოლიტიკურ გუნდში ხედვებისა და ნაყოფიერი იდეების ნაკლებობაა

2013 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებსა და 2014 წლის პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

18-12-2013, 13:17 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 797

ფედერაციის წინააღმდეგ

ფედერაციის წინააღმდეგდავით ბატაშვილი

 

თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებული დისკუსიის ფარგლებში, ბოლო პერიოდში გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოს სჭირდება ფედერალური მოწყობა. თუმცა, ამაზე პერიოდულად 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ლაპარაკობენ. ხსენებულ კოდექსში ფედერაციაზე საუბარი არაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ამ თემის ლობირება შეიძლება გაძლიერდეს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, მართლაც დაგვირგვინდეს საქართველოს ფედერალიზაციით. მოცემული სტატიის მიზანია აჩვენოს, რატომ იქნებოდა ეს მძიმე შეცდომა საქართველოს მხრიდან.

16-12-2013, 21:21 | პოლიტიკა | ნანახია - 2117

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

iveria.biz აგრძელებს ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას

 

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

 

ალექსანდრე სულხანიშვილი

1922-1924

 

(გაგრძელება. ნაწილი 6)

 

 

1922 წლის ხევსურეთის ამბოხება

16-12-2013, 15:03 | წიგნები | ნანახია - 1632

აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ სცენარი უკრაინისთვის

აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ სცენარი უკრაინისთვისანდრეი ილარიონოვი

 

ბოლო დროს საინფორმაციო სივრცეში თითქმის მივიწყებულმა ფრაზებმა გაიჟღერა - “უკრაინის გაყოფა“;  „ უკრაინის რღვევა“; „ნარინჯისფერი განხეთქილება“ და „სამოქალაქო ომის დასაწყისი“ . რამდენიმე დღის წინ კი დიმიტრი მედვედევმა უკრაინის „ტექტონიკურ განხეთქილებაზე“ ისაუბრა.

15-12-2013, 21:21 | პოლიტიკა | ნანახია - 1603

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია