ნიკა რურუა: ,,პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა ეკლესიასაც ბევრ შეცდომას დააშვებინებს და სახელმწიფოსაც აზარალებს!’‘

რატომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევრომაიდანზე საქართველოს ბედიც წყდება, აპირებდა თუ არა თანამოაზრეებთან ერთად ნაცმოძრაობიდან განდგომას, როგორ ხსნის ერთკაციანი პარტიების ფენომენსა და როგორ აფასებს ინტელიგენციის კმაყოფილება-უკმაყოფილებას? _ ამ და სხვა საკითხებზე ,,ვერსია’‘ ნიკა რურუას ესაუბრა.

_ ევრომაიდანზე განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, გაჩნდა პარალელები 7 ნოემბერთან, 26 მაისთან... დარბევის გარდა, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან ამ ორი თარიღის კავშირს ვერ ვხედავ, პირიქით, მოთხოვნებიც რადიკალურად განსხვავებულია და პროცესიც, თქვენ?   

13-12-2013, 18:38 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 820

ელა ფიცჯერალდი

გიგი კუბლაშვილი


ჯაზის უდიდესი ოსტატი, ვოკალისტი, მიიღებული აქვს - "ამერიკული სიმღერის პირველი ლედის” და “ჯაზის პირველი ლედის” წოდებები. მისი ხმის ნაზი და რბილი ვიბრატო ყოველ სიმღერას ლირიკულ მონოლოგად აქცევდა, უზარმაზარი დიაპაზონი და ვირტუოზული სკეტი, მის ყოველ გამოსვლას  წარმოუდგენელი ენერგიით ავსებდა. ძირითადად ჯაზის სტანდარტებს ასრულებდა, ყველაზე დიდი წარმატება – Lady, Be Good, How High The Moon, Mr. Pagnini, Mack The Knife-ის შესრულებამ მოუტანა. იშვიათად მღეროდა ბლუზს.

12-12-2013, 23:00 | კულტურა | ნანახია - 2818

ნეოიმპერიული რუსეთი – სომხეთის ხელში ჩაგდება და რეგიონული უსაფრთხოება

ნეოიმპერიული რუსეთი – სომხეთის ხელში ჩაგდება და რეგიონული უსაფრთხოებაკარგად გვახსოვს, 2013 წლის იანვარში, სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი  საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი როგორ აღტაცებას გამოხატავადა სომხეთის საგარეო პოლიტიკის მიმართ და იმასაც კი აცხადებდა, რომ საქართველომ სომხეთის მაგალითზე უნდა ისწავლოს საგარეო პოლიტიკის სწორად წარმართვა.

 

თუკი ამ გაუგებარი პოზიციის მაშინ ვინმეს სჯეროდა, ვფიქრობ, ასეთები თითქმის აღარ დარჩნენ მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს მოსკოვში „ხონთქართან“ დაბარებულმა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გაოგნებული მსოფლიოს თვალწინ ხაზი გადაუსვა რა სამწლინახევრიან შრომას, უარი განაცხადა ევროპის კავშირთან პარაფირებისთვის გამზადებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე და მის სანაცვლოდ გამოთქვა მზადყოფნა, შეერთებოდა რუსეთის მიერ ფორმირებად „საბაჟო კავშირს“.

 

ცნობილი სომეხი პოლიტიკოსი და  ექსპერტ-პოლიტოლოგი დავით შაჰნაზარიანი ქვემოთ შემოთავაზებულ სტატიაში დეტალურად და საინტერესოდ აანალიზებს ამ ფაქტს, ისევე, როგორც ივანიშვილის მიერ ესოდენ მოწონებულ სომხეთის საგარეო პოლიტიკას საშინაო პოლიტიკასთან კავშირში, რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას  სომხეთში,  მთლიანად კავკასიის რეგიონში და, შესაბამისად, კავკასიაში შექმნილ საკმაოდ მძიმე და რთულ ვითარებას.

 

 დავით შაჰნაზარიანი გახლდათ სოხეთის პრეზიდენტის საგანგებო დავალებათა ელჩი 1992-1995 წლებში და სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 1994-1995 წლებში. ამჟამად, შაჰნაზარიანი პოლიტიკური და სამართლებრივი კვლევების ცენტრ „კონკორდის“ ხელმძღვანელია.

რედაქცია

12-12-2013, 17:11 | მსოფლიო | ნანახია - 3916

ხუთი სცენარი უკრაინისათვის

ხუთი სცენარი უკრაინისათვისგიორგი ტიანშანსკი

 

სიტუაცია უკრაინაში ძალიან სწრაფად იცვლება. მოვლენების შემდგომი განვითარების სხვადასხვა ხედვა არსებობს. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა რუსეთის ღია წყაროებში ანალიტიკოსების მიერ  გამოთქმული შეხედულებები.

 

პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადადგომა. ამ კონტექსტში ისმის შეკითხვა - თუ  იანუკოვიჩი თავის სურვილით არ გადადგება,  შეიძლება თუ არა დაუშვათ, რომ მისი ხელისუფლება დაემხოს?  რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს გამორიცხულია.

11-12-2013, 14:37 | მსოფლიო | ნანახია - 2110

“საუბარი პროფესიონალთან” – ოკუპირებული აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების შესახებ

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი გრიგოლ ვაშაძე ესაუბრება  აფხაზეთის ომის ვეტერანს, პუბლიცისტს, მოძრაობა “დაბრუნების” თავმჯდომარეს მალხაზ პატარაიას.
 
მალხაზ პატარაია: “დღევანდელ ხელისუფლებაში დიდი ადგილი უკავიათ კაპიტულიანტებს”

ვენეციის კომისია და არიოლ-რეშკა საქართველოს ხელისუფლების შესრულებით

ვენეციის კომისია და არიოლ-რეშკა საქართველოს ხელისუფლების შესრულებითმამუკა ჟღენტი

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი

 

 ბოლო წლების განმავლობაში უშუალოდ ვიყავი ჩართული საქართველოსა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას შორის თანამშორმლობაში და შესაბამისად, ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობასთან დაკავშირებით მიღებული ყველა შეხედულების მომზადების პროცესში. ამიტომ თავი ვალდებულად ჩავთვალე,  დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია ვენეციის კომისიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე შემუშავებულ უკანასკნელ შეხედულებაზე. აღნიშნული სურვილი განსაკუთრებით გამიძლიერდა მას შემდეგ, რაც მოვისმინე პოლიტიკოსების შეფასებები ამ თემაზე.

10-12-2013, 18:09 | პოლიტიკა | ნანახია - 1988

„ჩვენი მენტალიტეტი ევროპამ უნდა გათელოს?!“

„ჩვენი მენტალიტეტი ევროპამ უნდა გათელოს?!“ნათია მეგრელიშვილი

 

პუტინი ამიერკავკასიაში პოზიციების გამყარებას გეგმავს. ამ განცხადებას ალბათ გაგებით უნდა მოვეკიდოთ, არ წამოვეგოთ პროვოკაციას და არ გავააქტიუროთ „ქართული მენტალიტეტი, გენი, არქიტექტონიკა და ჯიგრული ქალაქელობა“.

9-12-2013, 19:23 | ბლოგები | ნანახია - 2311

განვითარების ხუთი სცენარი ცენტრალური აზიისთვის

განვითარების  ხუთი სცენარი ცენტრალური აზიისთვისგიორგი ტიანშანსკი

 

ავღანეთიდან კოალიციის ჯარების გასვლის მოახლოვებასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად განიხილება მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარი, ამჯერად განვიხილოთ რუსი მკვლევარების მიერ წარმოდგენილი ვარიანტები, რომლებიც, ვფიქრობ, საქართველოსთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

 

           ცენტრალური აზია გადადის ჩინეთის ხელში. ჩინეთი ისარგებლებს აშშ-ს პოზიციების შესუსტებით, ევროკავშირის უმოქმედობით, რუსეთის პასიურობით.

9-12-2013, 15:53 | მსოფლიო | ნანახია - 4245

“საუბარი პროფესიონალთან” – ჯანდაცვის რეფორმის და საყოველთაო ჯანდაცვის პერსპექტივები

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი მამუკა კუდავა  ესაუბრება  მედიცინის მეცნიერაბათა დოქტორს, სახელმწიფო  მართვის მაგისტრსა და ჯანდაცვის ექსერტს ლევან კობალაძეს.
ლევან კობალაძე: ”უფასო ამქვეყნად არაფერი არსებობს. უფასო ჯანდაცვას მსოფლიოს ვერც ერთი განვითარებული ქვეყანაც კი ვერ გაწვდა”.

,,მესიის მახვილი” ნებროთოვანთა დინასტიიდან

ზურა ოდილავაძე

 

ქართველნო, გიხაროდენ! დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, ივერიის გაბრწყინების აშკარა ნიშნები სახეზეა – ჩვენს ზეციურ აღმაფრენას ბიბლიური მეფე ნებროთის შთამომავალი ხელმძღვანელობს! სამწუხაროდ, როგორც არაერთხელ მომხდარა, ის წლებია ჩვენს შორის ფუსფუსებდა, მაგრამ უმადურობის გამო, არ ვიმჩნევდით, სათანადო პატივს არ მივაგებდით. ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და დროა ვაღიაროთ – ერის გენეტიკური სიწმინდის შესანარჩუნებლად და სულიერი განსპეტაკებისთვის, ზეცამ ,,მესიის მახვილი“ მოგვივლინა!

  აშკარად არამიწიერი წარმომავლობის სიძულვილით დაჯილდოებული ,,მახვილი“ სოფელ ჭელაში მინარეთის აღმართვის საკითხს ,,რუსთავი 2“ -ის ეთერში ასე გამოეხმაურა. მისი თქმით, სამღვდელოება და მრევლი ვერ დაუშვებს ,,თურქულ ექსპანსიას“ საქართველოში: ,,...როცა თურქული ფულით შენდება საქართველოში მეჩეთი და მინარეთი, თურქული ფულით დაფინანსებული მუსულმანი აკეთებს თურქულ საქმეს... და თქვენ გჯერათ, რომ მაჰმადიანი ქართველი მართლა ქართველია? მე არ მჯერა.  არ მჯერა იმიტომ, რომ მისი ორიენტაცია სულ სხვა არის...“.

7-12-2013, 16:36 | ბლოგები | ნანახია - 4087

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია