მინისტრის არასწორი ინფორმაცია და უფრო სერიოზული გამოწვევები

ივანე ზარანდია,

ჰაიდელბერგი

 

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე დაკისრებულ სანქციებს და აღნიშნა, რომ 2 წლის წინ საპარლამენტო ასამბლეამ იდენტური სანქციები დააკისრა საქართველოს ხელისუფლებას.

 

აღნიშნულზე საპასუხოდ, იმავე სატელევიზიო გადაცემაში ევროპის საბჭოსთან საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და გამოთქვა წუხილი იმის თაობაზე, რომ მინისტრს არ გააჩნია სწორი ინფორმაცია, რომელსაც მიაწოდებდა საზოგადოებას.

6-12-2013, 20:21 | პოლიტიკა | ნანახია - 1958

“საუბარი პროფესიონალთან” – საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნიკა რურუა  ესაუბრება  საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს,  Iveria.biz-ის დამფუძნებელს გრიგოლ ვაშაძეს.

 

გრიგოლ ვაშაძე: “საქართველოს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად, ყოველდღიურად უნდა აუხსნას ჩვენს მოქალაქეებს, რას ღებულობს საქართველო ევროკავშირთან დაახლოვებით”. 

რუსეთის “გამათავისუფლებელი ქმედებები” მე-20 საუკუნის საბჭოთა პრესაში

რუსეთის “გამათავისუფლებელი ქმედებები” მე-20 საუკუნის საბჭოთა პრესაშინინო გედენიძე

 

       შესავლის ნაცვლად

 

ქართულ ინტერნეტსივრცეში მეტად მწირი ინფორმაციაა საქართველოს საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა აფხაზეთის ისტორიული სინამდვილე, საქართველოს გასაბჭოების პერიოდი, ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და ა.შ. და ეს მაშინ, როდესაც რუსული საიტები მრავალმხრივ და ფართოდ აშუქებენ ამ მოვლენებს რუსული პოლიტიკისათვის მისაღებ ჩარჩოებში და შესაბამისად, ინფორმაციულ ომს, რუსეთი აშკარად იგებს.

6-12-2013, 16:40 | კომენტარები | ნანახია - 4127

მამუკა გამყრელიძის წიგნები

 Iveria.biz  აგრძელებს რუბრიკას - „წიგნები“. 

 

რუბრიკის სტუმრები წერენ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომელთა წაკითხვაც, მათი აზრით, სასურველია საზოგადოებისთვის. ეს  არის სუბიექტური რჩევა ცალკეული პიროვნებებისაგან  იმის თაობაზე, თუ რა უნდა   წავიკითხოთ.

 

წიგნების მცირე ჩამონათვალი მოიცავს, როგორც მხატვრულ, ასევე არამხატვრულ ლიტერატურას.

 

რუბრიკის სტუმარია საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, გადაცემა “ვის უნდა 20 ათასის” ყოფილი წამყვანი და iveria. biz-ის რედკოლეგიის წევრი  მამუკა გამყრელიძე.

5-12-2013, 15:29 | წიგნები | ნანახია - 3877

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

iveria.bizაგრძელებს ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას

 

მოგონებები შეფიცულთა რაზმზე

 

ალექსანდრე სულხანიშვილი

1922-1924

 

(გაგრძელება. ნაწილი 5)

 

 

1922 წლის ხევსურეთის ამბოხება

1922 წლის ივლისში ჩვენი რაზმი დუშეთის მაზრაში ტრალებდა. გიორგი გვერდწითელის მეთაურობით ქართლიდან იქ შემოგვიერთდა რვა კაცი, იმათ შორის ბაღდუა კახუაშვილი და სხვები. გორის მაზრაში მათ უკვე გაკეთებული ჰქონდათ კომუნისტების საწინააღმდეგო პატარა საქმე მაშინ, როცა ჩვენი რაზმი ქიზიყში იმყოფებოდა. აქვე შემოგვიერთდნენ ქიმბარი, კურდღელა და გაბო ოზიაშვილი. ჩვენი რაზმის რიგები შეავსო სვიმონ ყიფიანმაც, რომელიც დამკომმა გამოგვიგზავნა თბილისიდან რაზმის დღიურის საწარმოებლად. ეს გახლავთ ხანშიშესული კაცი, არაჩვეულებრივი პიროვნება. დუშეთის მაზრიდან ჩვენ მოულოდნელად მოგვიხდა აყრა გარკვეული მიზეზის გამო, რასაც აქვე მოგახსენებთ.

5-12-2013, 13:41 | წიგნები | ნანახია - 1164

ანდრეი ილარიონოვი ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს შესახებ

ანდრეი ილარიონოვი ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს შესახებ

„ირაკლი ღარიბაშვილი: ივანიშვილი ჩემთვის მისაბაძი მაგალითია“ -  ამ სათაურით აქვეყნებს  ანდრეი ილარიონოვი  ბლოგს, სადაც  საქართველოს პრემიერ-მინისტრის  RussiaToday-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება და ყურადღებას რამდენიმე  თემაზე ამახვილებს.

4-12-2013, 23:45 | პოლიტიკა | ნანახია - 3753

“საუბარი პროფესიონალთან” – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი გრიგოლ ვაშაძე ესაუბრება  საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ყოფილ მრჩეველს ეკონომიკისა და მმართველობის დარგში, ვახტანგ ლეჟავას.

 

ვახტანგ ლეჟავა: “ერთ წელიწადში მოვახერხეთ და საქართველო “გადავარდა” 2 მილიარდიან ვალში”

გრიგოლ ვაშაძე “მაესტროზე”, გადაცემაში “სუბიექტური აზრი”

გრიგოლ ვაშაძე “მაესტროზე”, გადაცემაში “სუბიექტური აზრი”გრიგოლ ვაშაძე “მაესტროზე”, გადაცემაში “სუბიექტური აზრი”

4-12-2013, 17:36 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1375

ნიკა რურუა - "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ კიდევ არის ადამიანების მცირე ჯგუფი, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, როგორც აქამდე იღებდა

ნიკა რურუა - "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ კიდევ არის ადამიანების მცირე ჯგუფი, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, როგორც აქამდე იღებდაშენ თუ შენს რიგებში არ გაქვს დემოკრატია, დემოკრატიას ვერ ააშენებ, - ნიკა რურუა საკუთარ გუნდს აკრიტიკებს და ურჩევს, წინსვლისთვის შიდაპარტიული რეფორმირება მოახდინოს.

3-12-2013, 22:23 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 907

“საუბარი პროფესიონალთან” – ცვლილებები კანონში “საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი მამუკა გამყრელიძეესაუბრება  საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკა ვაჩეიშვილს.

 

 

ნიკა ვაჩეიშვილი: “ველოდით სხვას და გამოვიდა - სხვა”


Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია