უკრაინა ევროპულ კურსს იცავს

უკრაინა ევროპულ კურსს იცავსზურაბ კვაჭაძე,

ოდესა

 

უკრაინაში დღეს არსებული სიტუაცია მაგონებს საბჭოური ერის ისტორიის სახელმძღვანელოებში "რევოლუციის" მცნების განმარტებას, როდესაც გაბატონებულ კლასს აღარ შეეძლო ძველებურად მართვა, ხოლო ჩაგრულ კლასს კი აღარ სურდა ძველებურად ცხოვრება. არადა პარადოქსია - სულ რამოდენიმე დღის წინ ვერავინ იტყოდა, რომ იანუკოვიჩის ხელისუფლებას რაიმე საფრთხე ელოდა, იმდენად მყარი იყო მისი ძალაუფლება. 29 აგვისტოს მისმა გამაოგნებელმა ნაბიჯმა - საჯარო განცხადებამ უკრაინის ევროინტეგრაციული კურსის უალტერნატივობის შესახებ, თვით ყველაზე სკეპტიკოსი პოლიტიკოსები (მათ შორის ევროპელი), განსაკუთრებით კი უკრაინელი ოპოზიციონერები ჩააგდო შოკში. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ექსპერტების აზრით, ამით იანუკოვიჩმა ოპოზიციას გამანადგურებელი დარტყმაც კი მიაყენა, ვინაიდან მას ფაქტიურად ევროინტეგრაციის იდეური პლატფორმა "წაართვა" და 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მეორე ვადით არჩევის შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა.

3-12-2013, 17:39 | მსოფლიო | ნანახია - 1443

დავით ნარმანიას ოდისეა

ნათია მეგრელიშვილი

 დავით ნარმანიას ოდისეა

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც საარჩევნო ვნებათაღელვა ჩაცხრა, დასანიშნები დაინიშნენ, გასალანძღები გაილანძღნენ და წამსვლელები წავიდნენ. ახლა ახალი გასართობი უნდა მოიძებნოს და ამბავმაც არ დააყოვნა. "ქართულმა ოცნებამ" თითქმის ერთხმად გამოაცხადა, რომ თბილისის მერი გახდება საქართველოს ყველაზე დიდი მეურნე დავით ნარმანია და მას ალტერნატივა არ ჰყავს. ამჯერად უალტერნატივო კანდიდატზე რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა. თურმე ის ხალხი, ვინც მხარს უჭერს ახალ ხელისუფლებას არც თუ ისე ზომბირებულია, როგორც მეგონა. ეს უკვე კარგია, რომ მმართველ გუნდში არსებობს განსხვავებული აზრი და მართლაც დემოკრატიისკენ მივდივართ, მაგრამ მიზეზებად დასახელდა ძალიან უხერხული, შემაძრწუნებელი ფაქტები, რაც არა მარტო თბილისელებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის არის ძალიან სამარცხვინო და სახიფათო.

3-12-2013, 13:32 | კომენტარები | ნანახია - 2055

გრიგოლ ვაშაძის წიგნები

გრიგოლ ვაშაძის წიგნები Iveria.biz  აგრძელებს რუბრიკას - „წიგნები“. 

 

რუბრიკის სტუმრები წერენ იმ 20 წიგნის ჩამონათვალს, რომელთა წაკითხვაც, მათი აზრით, სასურველია საზოგადოებისთვის. ეს  არის სუბიექტური რჩევა ცალკეული პიროვნებებისაგან  იმის თაობაზე, თუ რა უნდა   წავიკითხოთ.

 

წიგნების მცირე ჩამონათვალი მოიცავს, როგორც მხატვრულ, ასევე არამხატვრულ ლიტერატურას.

 

რუბრიკის სტუმარი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და Iveria.biz-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი  გრიგოლ ვაშაძე, სიის შედგენისას, შეეცადა  აერჩია ის ნაწარმოებები, რომლებიც თავისი შინაარსით მკითხველს საქართველოს დღევანდელ პრობლემებში გარკვევას გაუადვილებს.

 

გრიგოლ ვაშაძის შერჩეული წიგნებია:

2-12-2013, 18:57 | წიგნები | ნანახია - 4201

ნამდვილი თანავარსკვლავედის აუნთებელი ვარსკვლავები

ნამდვილი თანავარსკვლავედის აუნთებელი ვარსკვლავებინიკა რურუა

 

საქართველო ხშირად უცნაურობების ქვეყანაა, პარადოქსებისა თუ არა. ყველას მოგვეხსენება, რომ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა პროფესიათა ადამიანების უკვდავყოფის მრავალი ხერხი და ერთი მათ შორისაა საქვეყნოდ აღიარებულ მოღვაწეთათვის ე.წ. ვარსკვლავის გახსნა.

2-12-2013, 13:54 | კულტურა | ნანახია - 2228

უკრაინა ისტორიის გზასაყარზე

უკრაინა ისტორიის გზასაყარზერაულ ჩილაჩავა,
კიევი

 

ვიქტორ იანუკოვიჩმა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. არაფერი უჩვეულო და მოულოდნელი არ მომხდარა, რადგან თითქმის ყველამ იცოდა, რომ მისი წარსულის, მენტალიტეტის, განათლებისა და აზროვნების კაცი ასეთ გაბედულ ნაბიჯს ვერ გადადგამდა. მართალია, უკრაინაშიც და ევროპაშიც ბევრს ჰქონდა სასწაულის იმედი, ხოლო ყველაზე გამოუსწორებელ ევროოპტიმისტებს მიაჩნდათ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის (იგულისხმეთ: პრეზიდენტის!) გადაწყვეტილება ასოციაციის წევრობაზე ხელმოწერის დროებით შეჩერების შესახებ ზუსტად გათვლილი ფსიქოლოგიური თამაში იყო, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდებოდა.

2-12-2013, 00:07 | კომენტარები | ნანახია - 2337

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია