იყო ჩიტი მგალობელი ან გულნარას თავგადასავალი...

იყო ჩიტი მგალობელი ან გულნარას თავგადასავალი...გიორგი ტიანშანსკი

 

წელს, 2 იანვარს, როგორც იქნა, შედგა შეხვედრა მამა-შვილ კარიმოვებს შორის. მამამ  შვილს - გულნარას ნება დართო, გააგრძელოს საქმიანობა მოდის დიზაინის მიმართულებით, რაზეც ბედნიერმა  გულნარამ  მკითხველებს თავის ბლოგში მოუთხრო.

31-01-2014, 16:36 | მსოფლიო | ნანახია - 2023

“2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მლრდ-მდე ფული დააკლდა”

აგრარული უნივერსიტეტის რექტორ ლაშა გოცირიძის ვიდეო ბლოგი

29-01-2014, 23:12 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 795

“საუბარი პროფესიონალთან” – ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლების პერიპეტიები

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნიკა რურუა ესაუბრება ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელს, ბალერინა ნინო ანანიაშვილს.

 

ნინო ანანიაშვილი: “კანონში თეატრების შესახებ სასწრაფოდ შესატანია ცვლილება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ოპერისა და ბალეტის თეატრის სპეციფიკა.”

ქართულ-ფინური პარალელები

ნინო გედენიძე

 

 (ნაწილი მე-3)

ქართულ-ფინური პარალელები 

ფინეთი

 

1939 წლისათვის  საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ურთიერთობა  უკიდურესად დაიძაბა. ფინეთს ეშინოდა საბჭოთა აგრესიის,  სსრკ-ს კი იმპერიალისტური ევროპის თავდასხმის შემთხვევაში, ფინეთის ტერიტორიის მის წინააღმდეგ პლაცდარმად გამოყენების - მით უფრო, რომ დასავლეთ კარელიაზე  გამავალი სსრკ-ფინეთის საზღვარი ლენინგრადიდან 32 კმ-ით იყო  დაშორებული.

 

ქვეყნებს შორის გაიმართა რამდენიმე უშედეგო მოლაპარაკება. სსრკ მოითხოვდა ფინეთს  ქვეყნის სიღრმისკენ 25 კმ-ით გადაეწია სასაზღვრო ჯარი.  ფინეთი დაეთანხმა ამ მოთხოვნას ერთი პირობით -  სასაზღვრო ჯარების  საზღვრიდან დაშორება ორივე ქვეყანას უნდა განეხორციელებინა, რაც სსრკ-სათვის მიუღებელი აღმოჩნდა.  შეთანხმება  არ მოხერხდა და შესაბამისად  დაიწყო ფინეთზე თავდასხმის ოპერატიული  გეგმის განხილვა და საზღვარზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია.

თავის მხრივ, ფინეთმაც ჩაატარა სამხედრო სწავლება თავდაცვის მიზნით, დაიწყო საზღვრის გამაგრება და სამხედრო ძალების მობილიზაცია.

28-01-2014, 18:25 | კომენტარები | ნანახია - 1786

რატომ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაცია?

ნათია მეგრელიშვილი

რატომ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაცია? 

ერთი მარტივი მიზეზის გამო. ერთადერთი ქართული პოლიტიკური ძალაა, რომელიც ანერვიულებს რუსეთის ხელისუფლებას. მათი არსებობა საერთაშორისო პოლიტიკის ასპარეზზე ჯერ კიდევ ავტორიტეტულია. ის ნამდვილად ახერხებს ტრადიციული რუსული პროვოკაციების გაშიფვრას, რაც საქართველოს მოსალოდნელი ანექსიის პუტინისეულ გეგმას ცოტა აფერხებს.  საბედნიეროდ, პუტინი გამოცანა არ არის. ივანე მრისხანეს დამპყრობლური  და ცივი ომების  ეპოქიდან რუსეთს ბრძოლის მეთოდები არ შეუცვლია. სცენარი სტანდარტული  და ბანალურია: ეს არის პროვოკაციები, უცხო ქვეყნის შიდა არეულობები, სამოქალაქო ომები და კეთილი რუსული არმია, რომელიც ყველას გადასარჩენად მზად არის. ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ დიდი რუსეთის შეწუხება არ ღირს. ამიტომაც შიხიაშვილის გეგმა, რომ ნაციონალები მოუსავლეთში უნდა დააპორტიროს, ჯერ ნაადრევია. განა ამხანაგ შიხიაშვილს შეუძლია გაუმკლავდეს „გენერალ როდიონოვების“ დემაგოგიას?  ისე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალების ყოფილი აქტივისტია, შესაძლოა,  კიდეც ფლობს ამ უნარ-ჩვევებს (არ მჯერა).

28-01-2014, 14:39 | ბლოგები | ნანახია - 1876

ნიკა რურუა "ტაბულა TV"-ის გადაცემაში "თეორემა"

ნიკა რურუა "ტაბულა TV"-ის გადაცემაში "თეორემა"ნიკა რურუა "ტაბულა TV"-ის გადაცემაში "თეორემა"

28-01-2014, 01:47 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1018

უკრაინა: სიმშვიდე ქარიშხლის წინ

რაულ ჩილაჩავა

კიევი

 

უკრაინის მაიდანმა ხელისუფლებასთან დაპირისპირების ყველა რეკორდი მოხსნა და უკვე მესამე თვეა  შეუპოვრობის არნახულ მაგალითს უჩვენებს. აქამდე თითქოს თვითდაჯერებული ვიქტორ იანუკოვიჩი აშკარად შეშფოთებულია და ჩიხიდან, რომელშიც საკუთარი წინდაუხედაობით მოექცა, გამოსავალს ეძებს. ოპოზიციასთან ფორმალურმა მოლაპარაკებებმა, როცა თვითონ არც ერთ დათმობაზე არ წავიდა, ფუჭად ჩაიარა. არ გამოდგა სწორი პროგნოზი იმის თაობაზეც, რომ წყალს დასავლეთ უკრაინის სულ რამდენიმე ოლქი ამღვრევდა, თორემ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია იყო. აღმოჩნდა, რომ ეს თვითილუაზიაა და ოლქების უმრავლესობა თურმე დენთის კასრივით მზადაა ნებისმიერ წამს აფეთქდეს. ბევრგან აფეთქდა კიდეც.

27-01-2014, 17:17 | მსოფლიო | ნანახია - 1401

გრიგოლ ვაშაძე "ტაბულა TV"-ის გადაცემაში "თეორემა"

გრიგოლ ვაშაძე "ტაბულა TV"-ის გადაცემაში "თეორემა"გრიგოლ ვაშაძე "ტაბულა TV"-ის გადაცემაში "თეორემა"

26-01-2014, 18:55 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1159

ნიკა რურუა "პალიტრა TV"-ის გადაცემაში "ემას შოუ"

ნიკა რურუა "პალიტრა TV"-ის გადაცემაში "ემას შოუ"ნიკა რურუა "პალიტრა TV"-ის გადაცემაში "ემას შოუ"

26-01-2014, 18:48 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1211

საბჭოელები, ახალი ფეოდალები იდეალისტები და... უკრაინის საშინელი აჩრდილი

ზურაბ ოდილავაძე

 

,,ღმერთმა დაგიფაროთ გარდაქმნების ეპოქაში ცხოვრებისგან,“ – ძველი ჩინური სიბრძნე

  

საბჭოელები

 

   სსრკ დაემხო, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და შევუდექით ახალი სახელმწიფოს შენებას. თუმცა, ცხადია, ადამიანთა მენტალობა საბჭოური დარჩა, რაც, პირველ რიგში, ,,შიშსა და თანხმობაზე“ დაფუძნებულ, იგივე კოლექტიურ აზროვნებასგულისხმობს. იმავდროულად, რუსეთის იმპერიის წიაღში განვითარებამ წარმატების შესაბამისი სტერეოტიპებიც ჩამოგვიყალიბა. იგივე ხელოვანი თუ არტისტი საკუთარი თავისრეალიზებას დღესაც მხოლოდ რუსულ სივრცეში ხედავს – ესაა მისი შესაძლებლობების უმაღლესი საფეხური. მართლაც, მაგალითისთვის, თვეში ერთხელ სიხშირით ,,ერისიონის“ კონცერტებითა და ,,რუსული რომანსების“ მგზნებარე შესრულებით ევროპელების ფართო მასების მოხიბვლა დიდად გაჭირდება, თამარ გვერდწითელის რეპერტუარით ამერიკელების აღფრთოვანებაზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომ სწორედ რუს ბატონს მიიჩნევს ყმა უმაღლეს მსაჯულად. ყოფით დონეზეც ქართველი რუსთან ადვილად იძენს წარმოსახვით უპირატესობას და შესაბამისად, მონა მონასთან თავს კომფორტულად გრძნობს – მათ ხომ ფასეულობები, მისწრაფებები და ტკბილად მოსაგონარი წარსულიც ერთი აქვთ. სამწუხაროდ, ,,საბჭოელობა“ – ცნობიერების უკურნებელი სენია და ამას არაფერი ეშველება.

26-01-2014, 17:38 | ბლოგები | ნანახია - 1866

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია