პაპა კარლო, ამინაზინი ჩქარა!

ზურა ოდილავაძე

 

    სადღესასწაულო დღეებმა პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე ხელი სრულიად აგვაღებინა. არადა, რა არის პოლიტიკოსის ცხოვრება მასების ყურადღების ცენტრში ყოფნის გარეშე? მივიწყება, რაღა თქმა უნდა, ლიდერის სიკვდილის ტოლფასია! აღნიშნულის დასტურად, თუნდაც, მუდმივი ეფრეიტორობით გულჩათხრობილი და გაუჩინმაჩინებული პრეზიდენტის მაგალითიც კმარა... მეორე მხრივ, პოლიტიკური ვნებათაღელვის ნარკოტიკის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას, ცხადია, აბსტინენცია დაეწყო. იმავდროულად, ახალი წლისა თუ შობის გაორებამ, როგორც ჩანს, არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ ჩვენზეც მძიმე ზეგავლენა იქონია და  ,,პიროვნების გახლეჩის“ შემთხვევებმა მასობრივი ხასიათი შეიძინა. არც საცივისა თუ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას უნდა ჩაევლო უკვალოდ. ერთი სიტყვით, ერი “ლომკაშია”, ბერმა გაუბერა, ხელისუფალი სულ გადაირია! მეგობრებო, გადამწყვეტი ზომებია დროზე მისაღები! პირველ რიგში კი – ამინაზინი ჩქარა!

17-01-2014, 20:19 | ბლოგები | ნანახია - 2381

უნიათობა, მავნებლობა თუ ორივე ერთად?

ნიკა რურუა

 

სულ ცოტაოდენი ხნის წინათ შევიტყვე, რომ დიდი წვალების, შრომისა და დროის შედეგად მოპოვებული უნიკალური შანსი მსოფლიოს წინაშე მთელი ჩვენი კულტურული ავლადიდებით წარდგენისა, შესაძლოა, წყალში გადაიყაროს; უფრო სწორად კი - საერთოდ გაქრეს დღის წესრიგიდან: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს 2017 წლის სპეციალური საპატიო სტუმრის სტატუსის შესაძლო დაკარგვაზე მოგახსენებთ.

 

ამ მართლაცდა უდიდეს კულტურულ ფენომენზე განსაკუთრებული პოზიციის მოპოვებისთვის, როგორიც საპატიო სტუმრის სტატუსია, საქართველომ წლები, დიდი რესურსი, ჩვენ კი, ვინც ამ ამბავში პირდაპირ ვიყავით ჩართულნი, ბევრი ენერგია დავხარჯეთ. მკითხველს შევასხენებ, რომ ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა უკვე ათწლეულებია არსებობს, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი ფორუმი წიგნის ინდუსტრიისა, მწერლობისა და ზოგადად მსოფლიო ლიტერატურის ხელშეწყობისა.

17-01-2014, 15:53 | კულტურა | ნანახია - 3599

„ივერიის“ მომდევნო საქველმოქმედო აქცია სოფელ დიცში გაიმართება

„ივერიის“ მომდევნო საქველმოქმედო აქცია სოფელ დიცში გაიმართება

საზოგადოება „ივერია“ აგრძელებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასვლას, სიტუაციის ადგილზე გაცნობას და მოსახლეობის დახმარებას.

ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მძიმე ყოფა  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას.

 

დვანისა და სკრას შემდეგ, 25 იანვარს „ივერია“ საქველმოქმედო აქციას სოფელ დიცში გამართავს.

 

 

17-01-2014, 15:35 | კომენტარები | ნანახია - 2321
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია