მოსაზრება სულ სხვა ოპერიდან

ნიკა რურუა

 

ოპერის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის გარშემო დატრიალებული პერიპეტიები დედაქალაქში და, ალბათ, მის  გარეთაც ყველამ გაიგო, ვისთვისაც ოპერისა და ბალეტის თეატრი რაიმე ღირებულებას წარმოადგენს.

 

ჩვენი ოპერის თეატრის დღევანდელი შენობა რიგით მეორეა და ის მე-19 საუკუნის ევროპული არქიტექტურის (მისი ექსტერიერ-ინტერიერის მავრიტანულ სტილში გადაწყვეტის მიუხედავად) ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს. პირველი ოპერის თეატრი, რომელიც, დაახლოებით, დღევანდელი თავისუფლების მოედანზე და მაშინდელი პასკევიჩ-ერივანსკის მოედანზე იდგა, ხანძრისგან განადგურდა. ზოგიერთი ეჭვიანი ისტორიკოსი ამას მეფის რუსეთის ოხრანკას ან მის რომელიმე ამგვარ ჟანდარმულ სამსახურს მიაწერს, რადგანაც თბილისის ოპერაში ხშირად ისმოდა რუსული იმპერიისთვის ზედმეტად გამბედავი, ზოგჯერ “კრამოლური” შეძახილები ეროვნული თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის მელოდიებზე. ასე რომ, პირველი ოპერა დაწვეს თუ დაიწვა, არ ვიცით, მაგრამ ნამდვილია, რომ განადგურდა.

24-01-2014, 19:17 | კულტურა | ნანახია - 1624

481 დღე

ნათია მეგრელიშვილი  

                  

481 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც „ცისკარამ ურჩხული“ დაამარცხა და „ახალი საქართველო“ დაიბადა.

 

 პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე დაგპირდითო!. . . ნეტა, სახის როგორი გამომეტყველება ჰქონდა იმ წუთებში ქართველ ერს? მისი პასუხიდან გამომდინარე, დღეს უკვე, მინიმუმ, სამოთხეში ვართ და მალე ფრთებიც ამოგვივა. როცა შევარდნაძემ თქვა, საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო,  ჩვენ გავჩუმდით. მას შემდეგ ჩუმად ვართ და კოლაბორაციონისტობას ვაგრძელებთ.

24-01-2014, 15:09 | ბლოგები | ნანახია - 2875

აჰმად ჯამალი

გიგი კუბლაშვილი


აჰმად ჯამალიAhmad Jamal, ნამდვილი სახელი Fritz Jones
02.07.1930, პიტსბურგი

    პიანისტი, არტ ტეიტუმმა მოუსმინა თოთხმეტი წლის ჯამალს და თქვა: "ის დიდებული გახდება!” ჯერ კიდევ ახალგაზრდა პიანისტი ფლობდა ფენომენალურ ტექნიკას და ისწრაფოდა, შეექმნა საკუთარი განუმეორებელი სტილი. მისი აღიარებით, ყველაზე დიდი გავლენა მასზე იქონია მაილს დევისმა, რომლის დამსახურებითაც გახდა, როგორც მას კრიტიკოსები უწოდებდნენ, “მუსიკალური ეკონომიის ოსტატი”.

24-01-2014, 11:36 | კულტურა | ნანახია - 1346
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია