გრიგოლ ვაშაძე "ტაბულა TV"-ის გადაცემაში "თეორემა"

გრიგოლ ვაშაძე "ტაბულა TV"-ის გადაცემაში "თეორემა"გრიგოლ ვაშაძე "ტაბულა TV"-ის გადაცემაში "თეორემა"

26-01-2014, 18:55 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1273

ნიკა რურუა "პალიტრა TV"-ის გადაცემაში "ემას შოუ"

ნიკა რურუა "პალიტრა TV"-ის გადაცემაში "ემას შოუ"ნიკა რურუა "პალიტრა TV"-ის გადაცემაში "ემას შოუ"

26-01-2014, 18:48 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1353

საბჭოელები, ახალი ფეოდალები იდეალისტები და... უკრაინის საშინელი აჩრდილი

ზურაბ ოდილავაძე

 

,,ღმერთმა დაგიფაროთ გარდაქმნების ეპოქაში ცხოვრებისგან,“ – ძველი ჩინური სიბრძნე

  

საბჭოელები

 

   სსრკ დაემხო, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და შევუდექით ახალი სახელმწიფოს შენებას. თუმცა, ცხადია, ადამიანთა მენტალობა საბჭოური დარჩა, რაც, პირველ რიგში, ,,შიშსა და თანხმობაზე“ დაფუძნებულ, იგივე კოლექტიურ აზროვნებასგულისხმობს. იმავდროულად, რუსეთის იმპერიის წიაღში განვითარებამ წარმატების შესაბამისი სტერეოტიპებიც ჩამოგვიყალიბა. იგივე ხელოვანი თუ არტისტი საკუთარი თავისრეალიზებას დღესაც მხოლოდ რუსულ სივრცეში ხედავს – ესაა მისი შესაძლებლობების უმაღლესი საფეხური. მართლაც, მაგალითისთვის, თვეში ერთხელ სიხშირით ,,ერისიონის“ კონცერტებითა და ,,რუსული რომანსების“ მგზნებარე შესრულებით ევროპელების ფართო მასების მოხიბვლა დიდად გაჭირდება, თამარ გვერდწითელის რეპერტუარით ამერიკელების აღფრთოვანებაზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომ სწორედ რუს ბატონს მიიჩნევს ყმა უმაღლეს მსაჯულად. ყოფით დონეზეც ქართველი რუსთან ადვილად იძენს წარმოსახვით უპირატესობას და შესაბამისად, მონა მონასთან თავს კომფორტულად გრძნობს – მათ ხომ ფასეულობები, მისწრაფებები და ტკბილად მოსაგონარი წარსულიც ერთი აქვთ. სამწუხაროდ, ,,საბჭოელობა“ – ცნობიერების უკურნებელი სენია და ამას არაფერი ეშველება.

26-01-2014, 17:38 | ბლოგები | ნანახია - 1969

ადამიანს ძალუძს საკუთარი ბედნიერების შემოქმედი გახდეს : განკურნების უნივერსალური რეცეპტი

მარინა გვალია

 

ვიცით თუ არა, როგორი აღდგენითი მექანიზმები გააჩნია ადამიანის ორგანიზმს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ამა თუ იმ ავადმყოფობისგან გასათავისუფლებლად? ამის შესახებ მოგვითხრობს კანადელი ფსიქოანალიტიკოსი და ავტორი გი კორნო, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიმსივნეს.

 

კორნოს, რომელმაც ციურიხის კარლ გუსტავ იუნგის სახელობის ინსიტიტუტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, 2007 წელს აღმოაჩნდა მეოთხე ანუ ბოლო სტადიის სიმსივნე. სხვადასხვა სამკურნალო ტრადიციული თუ ჰოლისტიკური(კვლევითი მიდგომა. გამოდის რა დებულებიდან, რომ მთელი მეტია მის ნაწილთა ჯამზე, გამოსაკვლევი ობიექტის ცალკეული თვისების რედუქციას ახდენს, ცდილობს ფენომენი დაინახოს, დააკვირდეს და ახსნას მთლიანობაში. სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)კურსის პარალელურად მან ამ მძიმე ცხოვრებისეული გამოცდის წყალობით განიცადა შინაგანი ცვლილების ერთგვარი კაპიტალური აუცილებლობა. მისმა მონათხრობმა არაერთი მსმენელი თუ მკითხველი ააღელვა.

26-01-2014, 14:42 | ბლოგები | ნანახია - 1650
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია