უკრაინა: სიმშვიდე ქარიშხლის წინ

რაულ ჩილაჩავა

კიევი

 

უკრაინის მაიდანმა ხელისუფლებასთან დაპირისპირების ყველა რეკორდი მოხსნა და უკვე მესამე თვეა  შეუპოვრობის არნახულ მაგალითს უჩვენებს. აქამდე თითქოს თვითდაჯერებული ვიქტორ იანუკოვიჩი აშკარად შეშფოთებულია და ჩიხიდან, რომელშიც საკუთარი წინდაუხედაობით მოექცა, გამოსავალს ეძებს. ოპოზიციასთან ფორმალურმა მოლაპარაკებებმა, როცა თვითონ არც ერთ დათმობაზე არ წავიდა, ფუჭად ჩაიარა. არ გამოდგა სწორი პროგნოზი იმის თაობაზეც, რომ წყალს დასავლეთ უკრაინის სულ რამდენიმე ოლქი ამღვრევდა, თორემ ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია იყო. აღმოჩნდა, რომ ეს თვითილუაზიაა და ოლქების უმრავლესობა თურმე დენთის კასრივით მზადაა ნებისმიერ წამს აფეთქდეს. ბევრგან აფეთქდა კიდეც.

27-01-2014, 17:17 | მსოფლიო | ნანახია - 1644
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია