ქართულ-ფინური პარალელები

ნინო გედენიძე

 

 (ნაწილი მე-3)

ქართულ-ფინური პარალელები 

ფინეთი

 

1939 წლისათვის  საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ურთიერთობა  უკიდურესად დაიძაბა. ფინეთს ეშინოდა საბჭოთა აგრესიის,  სსრკ-ს კი იმპერიალისტური ევროპის თავდასხმის შემთხვევაში, ფინეთის ტერიტორიის მის წინააღმდეგ პლაცდარმად გამოყენების - მით უფრო, რომ დასავლეთ კარელიაზე  გამავალი სსრკ-ფინეთის საზღვარი ლენინგრადიდან 32 კმ-ით იყო  დაშორებული.

 

ქვეყნებს შორის გაიმართა რამდენიმე უშედეგო მოლაპარაკება. სსრკ მოითხოვდა ფინეთს  ქვეყნის სიღრმისკენ 25 კმ-ით გადაეწია სასაზღვრო ჯარი.  ფინეთი დაეთანხმა ამ მოთხოვნას ერთი პირობით -  სასაზღვრო ჯარების  საზღვრიდან დაშორება ორივე ქვეყანას უნდა განეხორციელებინა, რაც სსრკ-სათვის მიუღებელი აღმოჩნდა.  შეთანხმება  არ მოხერხდა და შესაბამისად  დაიწყო ფინეთზე თავდასხმის ოპერატიული  გეგმის განხილვა და საზღვარზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია.

თავის მხრივ, ფინეთმაც ჩაატარა სამხედრო სწავლება თავდაცვის მიზნით, დაიწყო საზღვრის გამაგრება და სამხედრო ძალების მობილიზაცია.

28-01-2014, 18:25 | კომენტარები | ნანახია - 1996

რატომ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაცია?

ნათია მეგრელიშვილი

რატომ არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაცია? 

ერთი მარტივი მიზეზის გამო. ერთადერთი ქართული პოლიტიკური ძალაა, რომელიც ანერვიულებს რუსეთის ხელისუფლებას. მათი არსებობა საერთაშორისო პოლიტიკის ასპარეზზე ჯერ კიდევ ავტორიტეტულია. ის ნამდვილად ახერხებს ტრადიციული რუსული პროვოკაციების გაშიფვრას, რაც საქართველოს მოსალოდნელი ანექსიის პუტინისეულ გეგმას ცოტა აფერხებს.  საბედნიეროდ, პუტინი გამოცანა არ არის. ივანე მრისხანეს დამპყრობლური  და ცივი ომების  ეპოქიდან რუსეთს ბრძოლის მეთოდები არ შეუცვლია. სცენარი სტანდარტული  და ბანალურია: ეს არის პროვოკაციები, უცხო ქვეყნის შიდა არეულობები, სამოქალაქო ომები და კეთილი რუსული არმია, რომელიც ყველას გადასარჩენად მზად არის. ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ დიდი რუსეთის შეწუხება არ ღირს. ამიტომაც შიხიაშვილის გეგმა, რომ ნაციონალები მოუსავლეთში უნდა დააპორტიროს, ჯერ ნაადრევია. განა ამხანაგ შიხიაშვილს შეუძლია გაუმკლავდეს „გენერალ როდიონოვების“ დემაგოგიას?  ისე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალების ყოფილი აქტივისტია, შესაძლოა,  კიდეც ფლობს ამ უნარ-ჩვევებს (არ მჯერა).

28-01-2014, 14:39 | ბლოგები | ნანახია - 2047

ნიკა რურუა "ტაბულა TV"-ის გადაცემაში "თეორემა"

ნიკა რურუა "ტაბულა TV"-ის გადაცემაში "თეორემა"ნიკა რურუა "ტაბულა TV"-ის გადაცემაში "თეორემა"

28-01-2014, 01:47 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1112
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია