პაპა კარლო, ამინაზინი ჩქარა!

ზურა ოდილავაძე

 

    სადღესასწაულო დღეებმა პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე ხელი სრულიად აგვაღებინა. არადა, რა არის პოლიტიკოსის ცხოვრება მასების ყურადღების ცენტრში ყოფნის გარეშე? მივიწყება, რაღა თქმა უნდა, ლიდერის სიკვდილის ტოლფასია! აღნიშნულის დასტურად, თუნდაც, მუდმივი ეფრეიტორობით გულჩათხრობილი და გაუჩინმაჩინებული პრეზიდენტის მაგალითიც კმარა... მეორე მხრივ, პოლიტიკური ვნებათაღელვის ნარკოტიკის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას, ცხადია, აბსტინენცია დაეწყო. იმავდროულად, ახალი წლისა თუ შობის გაორებამ, როგორც ჩანს, არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, არამედ ჩვენზეც მძიმე ზეგავლენა იქონია და  ,,პიროვნების გახლეჩის“ შემთხვევებმა მასობრივი ხასიათი შეიძინა. არც საცივისა თუ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას უნდა ჩაევლო უკვალოდ. ერთი სიტყვით, ერი “ლომკაშია”, ბერმა გაუბერა, ხელისუფალი სულ გადაირია! მეგობრებო, გადამწყვეტი ზომებია დროზე მისაღები! პირველ რიგში კი – ამინაზინი ჩქარა!

17-01-2014, 20:19 | ბლოგები | ნანახია - 2442

უნიათობა, მავნებლობა თუ ორივე ერთად?

ნიკა რურუა

 

სულ ცოტაოდენი ხნის წინათ შევიტყვე, რომ დიდი წვალების, შრომისა და დროის შედეგად მოპოვებული უნიკალური შანსი მსოფლიოს წინაშე მთელი ჩვენი კულტურული ავლადიდებით წარდგენისა, შესაძლოა, წყალში გადაიყაროს; უფრო სწორად კი - საერთოდ გაქრეს დღის წესრიგიდან: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს 2017 წლის სპეციალური საპატიო სტუმრის სტატუსის შესაძლო დაკარგვაზე მოგახსენებთ.

 

ამ მართლაცდა უდიდეს კულტურულ ფენომენზე განსაკუთრებული პოზიციის მოპოვებისთვის, როგორიც საპატიო სტუმრის სტატუსია, საქართველომ წლები, დიდი რესურსი, ჩვენ კი, ვინც ამ ამბავში პირდაპირ ვიყავით ჩართულნი, ბევრი ენერგია დავხარჯეთ. მკითხველს შევასხენებ, რომ ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა უკვე ათწლეულებია არსებობს, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი ფორუმი წიგნის ინდუსტრიისა, მწერლობისა და ზოგადად მსოფლიო ლიტერატურის ხელშეწყობისა.

17-01-2014, 15:53 | კულტურა | ნანახია - 3656

„ივერიის“ მომდევნო საქველმოქმედო აქცია სოფელ დიცში გაიმართება

„ივერიის“ მომდევნო საქველმოქმედო აქცია სოფელ დიცში გაიმართება

საზოგადოება „ივერია“ აგრძელებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ჩასვლას, სიტუაციის ადგილზე გაცნობას და მოსახლეობის დახმარებას.

ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მძიმე ყოფა  საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას.

 

დვანისა და სკრას შემდეგ, 25 იანვარს „ივერია“ საქველმოქმედო აქციას სოფელ დიცში გამართავს.

 

 

17-01-2014, 15:35 | კომენტარები | ნანახია - 2362

ნიკა რურუა: არ გამოვრიცხავ, რომ მალე ახალი დასავლური პარტია ან პარტიებიც გამოჩნდნენ

“ეს ვაჭრუკანები ისე გაქრებიან, როგორც შარშანდელი თოვლი და მათ არავინ გაიხსენებს”

 

“უკიდურესად პოპულისტ ხელისუფლებას არ ჰყოფნის კომპეტენცია, გაუმკლავდეს რთულ რეალობას”

 

“პრემიერი” კულტურის ექსმინისტრს ნიკა რურუას ესაუბრა

16-01-2014, 17:27 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 950

ქართულ-ფინური პარალელები

ქართულ-ფინური პარალელებინინო გედენიძე

 

(ნაწილი მე-2)

 

პოლიტიკური ნაღმები

 

ფინეთი

 

1920 წლის შემოდგომაზე ფინეთი დათანხმდა მშვიდობიან მოლაპარაკებებზე საბჭოთა რუსეთთან და ხელი მოაწერეს იურევის(ტარტუ) ხელშეკრულებას, რომელშიც დაფიქსირდა, რომ საზღვრისპირა ზოლი ფინეთის ყოფილი სამთავროს ფარგლებში და პეჩენგა, რომელიც ადრე მას არ ეკუთვნოდა, ფინეთს გადაეცა. თუმცა, ამ ხელშეკრულებამ მრავალი გადაუჭრელი პრობლემა დატოვა, რომელმაც მოგვიანებით იჩინა თავი.

16-01-2014, 15:36 | კომენტარები | ნანახია - 2078

რუსეთის ფედერაციის მიმართ სტრატეგიის ცვლილება: პრინციპული გამოწვევა ევროკავშირისათვის

რუსეთის ფედერაციის მიმართ სტრატეგიის ცვლილება:  პრინციპული გამოწვევა ევროკავშირისათვისმართა იამანიძე

 

ვილნიუსის სამიტის შემდეგ საერთაშორისო მედიაში ბევრი მოსაზრება გამოქვეყნდა. მიმომხილველები აჯამებდნენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების სამომავლო პერსპექტივას;  უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ რუსეთის მზარდ ზეწოლაზე მის ე.წ „პრივილეგირებულ ინტერესთა ზონაში;“ კიცხავდნენ უკრაინას და სომხეთს რუსეთთან კომპრომისზე წასვლის გამო და არც თავად ევროპული ქვეყნების ბრალეულობა დავიწყებიათ იმაში, რამაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ახალ, თუმცა ერთობ არაერთგვაროვან ეტაპზე გადაიყვანა.

16-01-2014, 13:24 | მსოფლიო | ნანახია - 1911

ჯონი კოლტრეინი

გიგი კუბლაშვილი

 

28.09.1926, ჩრდილოეთ კაროლინა _ 17.07.1967 ნიუ-იორკი.

 

ტენორ და სოპრანო-საქსოფონისტი, კომპოზიტორი, გამორჩეული ნოვატორი, ერთ-ერთი ვირტუოზი მუსიკოსი, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა იქონია ჯაზის განვითარებაზე.

14-01-2014, 10:14 | კულტურა | ნანახია - 1744

საქველმოქმედო აქცია დვანში

საქველმოქმედო აქცია დვანში

28 დეკემბერს, საზოგადოება  „ივერიის“ და ინტერნეტ-გამოცემა Iveria.biz -ის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანში  საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.

 

ერთი თვის წინათ ადგილობრივებთან  გასაუბრების შემდეგ, გაირკვა, რომ მათთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას გაზქურების უქონლობა წარმოადგენს.  მიუხედავად სოფელში დაწყებული გაზიფიცირებისა, აღნიშნული პრობლემის გამო  მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობდა.

3-01-2014, 17:29 | კომენტარები | ნანახია - 1984

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია