შერჩევითი სიმპატიები - ანუ მოდური ფარისევლობა

ნიკა რურუა

 

ყველას გვახსოვს, რა ხმაური ატყდა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსათვის კულტურის ძეგლის სტატუსის მინიჭება-გაუქმების გარშემო: დიდი თუ პატარა, პროფესიონალი თუ მოყვარული, საქმეში ჩახედული თუ ჩაუხედავი, ანუ უამრავი ჭირისუფალი ამ საკითხისა თითქმის ისტერიულ ტონალობაში მოითხოვდა კულტურის სამინისტროსგან ამ საბადოსათვის ძეგლის სტატუსის აღდგენას.

28-02-2014, 13:15 | კულტურა | ნანახია - 2668

ნინო კალანდაძე “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “არჩევანი”

ნინო კალანდაძე “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “არჩევანი”ნინო კალანდაძე “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “არჩევანი”

26-02-2014, 21:34 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1000

25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე1921 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ივანე ჯავახიშვილმა ასე მიმართა სტუდენტებს: ” შვილებო! ჩემი მოვალეობაა...

25-02-2014, 21:34 | ბლოგები | ნანახია - 1642

ქართულ-ფინური პარალელები

კიდევ ერთი მსგავსება  ორი ქვეყნის ისტორიიდან

ნინო გედენიძე

 

კარლ გუსტავ ემილ მანერჰეიმი

  დაიბადა 1867 წელს ქ.ტურკუდან 45 კმ-ში მდებარე მამულში –სოფელ ასკაინში. დაამთავრა სანკპეტერბურგის ნიკოლოზის კავალერისტთა სასწავლებელი და მსახურობდა რუსეთის არმიაში; მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც გამოჩენილი მამაცობისა და სამხედრო გამჭრიახობისათვის მიიღო პოლკოვნიკის წოდება. ამის შემდეგ რუსეთის გენერალური შტაბის დავალებით ხელმძღვანელობდა შუა და ცენტრალური აზიის სამხედრო–სტრატეგიულ ექსპედიციას: ამ ექსპედიციის შედეგებს  დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და აქტუალობა - აღწერილი და რუკაზე დატანილი  იქნა 3200 პუნქტი.

25-02-2014, 16:31 | კომენტარები | ნანახია - 1616

რუსული ოკუპაცია – 1921 – 1924 წლები

ზურაბ ოდილავაძე

 

რუსული ოკუპაცია – 1921 – 1924 წლები,,პრაღის გაზაფხულის” შემდეგ მე შევიძულე ყველაფერი რუსული, მათი ეკლესიის გუმბათებიც კი საზარბაზნე ბირთვებს მაგონებენ” - მილან კუნდერა

 

I. რუსული აგრესია

 

1921 წლის 15-16 თებერვალიდან საქართველოს ჯარები საზღვრებზე გამართული ბრძოლების შემდეგ თბილისისკენ იხევდნენ. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე.

 

თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუდგნენ წინ. ცხარე ბრძოლები გაიმართა კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში.

 

25-02-2014, 14:35 | კომენტარები | ნანახია - 3734

25 თებერვლის სინდრომი

დაზმირ ჯოჯუა

 

25 თებერვლის სინდრომისოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი,

მოძრაობა „დაბრუნების“  წევრი

 

ყოველი ერის განვითარების ქრონომეტრაჟში არის თარიღები, რომლებიც მათი ისტორიული ტრაგედიის კონცენტრირებულ პროექციას ქმნის და სრულიად ადექვატურ ცნობიერ და ქვეცნობიერ ეთნოფსიქოლოგიურ  კომპლექსებს  წარმოშობს. ბერძნებისთვის, მაგალითად, ასეთი თარიღია 29 მაისი (კონსტანტინოპოლის დაცემის დღე, 1453), ფრანგებისთვის  - 22 ივნისი (კომპიენის კაპიტულაციის დღე, 1940), ბალტიისპირეთის ხალხებისათვის - 23 აგვისტო (მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების დღე, 1939) და ა.შ. ჩვენთვის, ქართველებისათვის, ასეთი თარიღია 25 თებერვალი - რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის ის დღე, როდესაც რუსი ინტერვენტები თბილისში შემოიჭრნენ და საქართველოს დედაქალაქი დაიპყრეს.

25-02-2014, 13:06 | კომენტარები | ნანახია - 1671

“საუბარი პროფესიონალთან” – 1921 წლის 25 თებერვალი და მსგავსი მოვლენები დღევანდელ დღეს

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნიკოლოზ ვაშაკიძე ესაუბრება ისტორიკოს პაატა ჩიქოვანს.

 

პაატა ჩიქოვანი: “ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც 1801 წლიდან დაიწყო, შეიძლება ვუწოდოთ “თამაში რუსეთის ყანაში”

პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებშინიკა რურუა

 

პრემირ-მინისტრი ღარიბაშვილი ამერიკაში გაემგზავრა აშშ-ს საო ვან ჯონ ქერისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შესახვედრად. მასთან ერთად დელეგაციაშია რამდენიმე მინისტრიც.

 

სანამ პრემიერის პირველი ვიზიტის წარმატება-წარუმატებლობაზე გაგიზიარებთ ვარაუდს, მინდა გითხრათ, რომ ახალი ხელისუფლების პირველი ვიზიტი ჩვენს ყველაზე მთავარ სტრატეგიულ პარტინიორტან - აშშ-სთან მავანმა ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, დაეპატიმრებინა ასევე დაპატიმრებული, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩანა ახალაიას მოქმედი ადვოკატი - გიორგი ონიანი. ძნელია ამ წუთს დადგენა იმისა, ეს “დამთხვევა” შეგნებული მავნებლობაა თუ შემთხვევა წარმოუდგენელი სიბეცისა; დაახლოებით იმგვარი სიბეცისა, როგორიც NATO-ს მინისტერიალის თბილისში ჩატარების დღეს თბილისისვე მერიის ოცდაათი თანამშრომლის დაპატიმრება და იმავე დღეს გათავისუფლება იყო.

24-02-2014, 23:29 | პოლიტიკა | ნანახია - 2414

ისტორია დგას

ალექსი ჩხიკვაძეისტორია დგას 

 

დღეს, როდესაც თითქმის ასი წლის წინანდელ მოვლენებს ვიხსენებთ, რატომღაც არ ქრება განცდა, რომ ჩვენთვის ისტორია არათუ მეორდება, არამედ ის დგას, ის არც დამთავრებულა. ჩვენ თითქოს ერთ წერტილში ვტრიალებთ, ან სულაც გავჩერდით. დროც თითქოს გაჩერდა და ერთსა და იმავე ფაქტს უბრალოდ სხვადასხვა ფერის სათვალით ვუყურებთ.

24-02-2014, 20:07 | პოლიტიკა | ნანახია - 1315

ევროპის რუკის მოწყობა და უკრაინის საკითხი

ემილ ავდალიანი

 ევროპის რუკის მოწყობა და უკრაინის საკითხი

უკვე რამდენიმე თვეა უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მხოლოდ სოჭის ოლიმდიადამ თუ მოახერხა ამ საკითხის ცოტაოდენი დაჩრდილვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლელი ჟურნალისტებისა თუ პოლიტოლოგების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა მოგებას ნახავდა უკრაინა ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებით. ნაკლები, ან თითქმის არაფერი თქმულა უკრაინის სტრატეგიულ მდგომარეობაზე და რას მოიტანს მისი ასოცირება ევროპასთან ამ უკანასკნელის უსაფრთხოებისთვის.

24-02-2014, 19:24 | პოლიტიკა | ნანახია - 3947

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია