ოთარ იოსელიანის დიდი დაბადების დღე

ნიკა რურუა

 

სულ მალე დიდი ევროპელი და ქართველი რეჟისორის 80 წლის იუბილეა. მე არ ვიცი, რას ნიშნავს ეს იუბილეები ზოგადად, გარდა იმისა, რომ პატივი მივაგოთ ადამიანს, ვინც რაღაც ნიშნით მოგვწონს ან გვეამაყება.

 

ძნელი დასაჯერებელია, რომ ოთარი (და არა ბატონი ოთარი)  80 წლის ხდება. ეს ადამიანი ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ მათ, ვისაც აქვს ბედნიერება, მას პირადად იცნობდეს, ამ რიცხვსა და მას შორის რამე საერთოს არსებობა დავიჯეროთ.

 

მაგრამ იოსელიანს შეიძლება კიდევ უფრო ახლოს იცნობს ის მილიონობით ადამიანი, ვინც მას პირადად არასდროს შეხვედრია. ეს ხალხი მას მისი ფილმებიდან იცნობს. ეს ფილმები ძალიან ინტიმურ ცნობას გვაწვდის მისი ავტორის გემოვნებისა და სულის შესახებ.

1-02-2014, 17:16 | კულტურა | ნანახია - 2597

ვახშმის გარეშე დარჩენილი პუტინი და ევროპის აღმოსავლელი პარტნიორების მომავალი

სალომე სამადაშვილი

ვახშმის გარეშე დარჩენილი პუტინი და ევროპის აღმოსავლელი  პარტნიორების მომავალი

 

       მიმდინარე კვირის რუსეთ-ევროკავშირის სამიტი, რომელიც ევროპისა და რუსეთის პოლიტიკური დიალოგის ყველაზე მაღალი ფორუმია, ჩვეული, რუსეთისთვის ერთობ სასურველი პომპეზურობით ვეღარ ჩატარდა. სამიტისთვის დაგეგმილი ორდღიანი პროგრამა სამსაათიანი სამუშაო შეხვედრით ჩანაცვლდა და ევროპის დედაქალაქმა რუსული დელეგაცია თავაზიანი, მაგრამ ცივი მასპინძლის როლში მიიღო. სამიტის ევროპული დელეგაციის წარმომადგენლების აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ღონისძიება იყო, რომელსაც კი ადგილი ჰქონია რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში. კონფიდენციალურად ევროპელები იმასაც აღიარებენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობისთვის პოზიტიური საკითხები დღის წესრიგში თითქმის აღარ დარჩა და დროა, ევროპამ სერიოზულად გადააფასოს ამ ქვეყანასთან მისი „სტრატეგიული“ თანამშრომლობის პოტენციალი.

1-02-2014, 16:01 | პოლიტიკა | ნანახია - 3422
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია