“საუბარი პროფესიონალთან” – ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” პრეზენტაცია

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი მამუკა გამყრელიძე ესაუბრება საინფორმაციო სააგენტო “GHN”-ის დამფუძნებელს გოჩა მირცხულავას. 

 

გოჩა მირცხულავა: “ბიძინა ივანიშვილს დაქირავებული ჰყავს საქართველოს მთავრობა”

“საუბარი პროფესიონალთან” – განათლების რეფორმა

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნინო კალანდაძე ესაუბრება საქაღთველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს ხატია დეკანოიძეს.

 

ხატია დეკანოიძე: “საბიუჯეტო დეფიციტმა რიგი საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება შეამცირა”

ვინ დაანგრევს კედელს?

მართა იამანიძე

ვინ დაანგრევს კედელს? 

თანამედროვე ქართული საზოგადოების სახე მისივე სოციალურ-პოლიტიკური რეალობაა.
ორი პოლიტიკური ძალის მომხრეთაგან და მოწინააღმდეგეთაგან ვინ მწვერვალებს იპყრობს, ვინ ვარსკლავებს წყვეტს სიძულვილის გამოსახატად მის მიმართ, ვინც მისი „მტერია.“
ეს ნეო-ბოლშევიკური იდეოლოგია საძირკველს დებს საზოგადოების ცნობიერებაში და ჩვენც ყოველდღე ახალ-ახალ როლებს ვირგებთ, რათა წარმატებულად შევასრულოთ ჩვენ-ჩვენი სიძულვილის ეტიუდები გაურკვევლობის ერთ დიდ ამფითეატრში.
მეორე მხარეს მავთულხლართებია.
გაყოფილი საზოგადოებაც ხელოვნური ბარიერების მეშვეობით შორდება ერთმანეთს და რუსული „აგურიც“ სათითაოდ იდება იმ დიდი კედლის მშენებლობაში, რომელიც ერთ სახლში მცხოვრები ოჯახის განცალკევებას უსახური კონსტრუქციით ცდილობს.

5-02-2014, 17:50 | ბლოგები | ნანახია - 1892

„მოქალაქე“ - პათოლოგიური საზოგადოების ფორმირების მცდელობა საქართველოში

„მოქალაქე“ - პათოლოგიური საზოგადოების ფორმირების მცდელობა საქართველოშიდაზმირ ჯოჯუა

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 

მოძრაობა ,,დაბრუნების“ წევრი

 

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველო ცხოვრობს თვისობრივად ახალ პირობებში. მიმდინარეობს ახალი ტიპის პოლიტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბების მტკივნეული პროცესი. პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების  მიერ დაშვებული შეცდომებისა და ვირტუალური პოლიტტექნოლოგიების გამოყენებით, ტოტალური სიცრუის ტირაჟირებით, ე.წ. „ციხის კადრების“ პრეცენდენტით, შიზოფრენიულ კრიზამდე მისული ეგზალტირებული მასის მხარდაჭერით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტურა და სრული კონტროლი დაამყარა პოლიტიკურ პროცესებზე. მმართველი კოალიციის შინაგანი სტრუქტურიდან (სადაც არავითარი კოალიციური პლურალიზმი არ არის, არამედ მეფობს „ფულად პატრიოტიზმთან“ შერწყმული პატრონყმული მენტალიტეტი) და საკუთრივ ბიძინა ივნიშვილის პლუტოკრატიული ბელადიზმისკენ მიდრეკილებიდან გამომდინარე, სრულიად რეალურია საქართველოში ტიპოლოგიურად ოლიგარქიულ-პლუტოკრატიული რეჟიმის დამყარების საფრთხე.

5-02-2014, 16:07 | კომენტარები | ნანახია - 4445
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია