სოჭი 2014 -- ოლიმპიადა?

სოჭი 2014 -- ოლიმპიადა?სოჭი 2014 -- ოლიმპიადა?

7-02-2014, 18:56 | არქივი | ნანახია - 765

ერთა მეგობრობა - რუსული პროპაგანდის მითი

მარიამ მათიაშვილი

 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე წამსვლელი სპორტსმენები მამაშვილურად დალოცა და სოჭში გააცილა. ოლიმპიადის დაწყებამდე რუსეთისგან ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ ბევრჯერ თქვა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

 

საქართველოს უახლესი ისტორია რუსეთთან პასიური თუ აქტიური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ამ დაპირისპირების პირობებში საქართველოს მოქალაქეებს შორის ერთი შეხედვით მიღწეულ იქნა შეთანხმება  იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამ ოკუპაციისგან ვერაფერი ვისწავლეთ. მტერი შევიყვარეთ, მაგრამ არ გაგვიცნია. ვამბობთ, რომ ჰო, ოკუპანტია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ურთიერთობები უნდა დავალაგოთ.

 

საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის უარყოფითი შედეგები ჩვენთვის  კარგად არის ცნობილი, მაგრამ ამ ომმა გარკვეულწილად დადებითი გავლენაც იქონია რუსეთის, როგორც ოკუპანტის სტატუსის დამკვიდრებაზე ქვეყნის შიგნით და გარეთ.

7-02-2014, 14:16 | კომენტარები | ნანახია - 2443
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია