თუ არა ჩვენ, მაშ, ვინ ?

თუ არა ჩვენ, მაშ, ვინ ?მამუკა გამყრელიძე

 

     ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების არჩევნებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. რატომღაც, მავანთ ეს არჩევნები უბრალო ფორმალობად ან ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ,  ვიდრე საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები. ზოგიერთები უკვე წინასწარმეტყველებენ მმართველი გუნდის უპირობო გამარჯვებას და აქედან გამომდინარე - დაბალ აქტივობას არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს მცდარი განცდაა. საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ვირჩევთ პოლიტიკურ პარტიებს და პერსონებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსს, დაკავებულნი იქნებიან ქვეყნის სტრატეგიული განვითარებით უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. ადგილობრივ არჩევნებზე კი ვირჩევთ იმ ადამიანებს, ვინც, იმავე ოთხი წლის განმავლობაში უნდა განაგოს ჩვენი ყოფის კომფორტი და სიმშვიდე. ამ ადამიანებმა უნდა უხელმძღვანელონ იმ ქალაქებს, სოფლებსა თუ რაიონებს, რომლებშიც ჩვენ, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა ნათესავებმა და მეგობრებმა უნდა ვიცხოვროთ. დიდწილად სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული, გვექნება თუ არა ჩვენ შუქის ან გაზის შეუფერხებელი მოწოდება, კარგი გზები და შენობები, სპორტული მოედნები და ლამაზი სკვერები; დროულად თუ გაიტანენ ნაგავს და დაასუფთავებენ ქუჩებს; რამდენად ოპერატიულად იმუშავებენ მუნიციპალური ორგანოები და სამსახურები. მაშ, რითაა ნაკლებმნიშვნელოვანი ეს არჩევნები?

10-02-2014, 19:09 | კომენტარები | ნანახია - 1436

დეპეშა გია ხუხაშვილს

დეპეშა  გია  ხუხაშვილსნათია მეგრელიშვილი

 

ვიცი, ხმამაღლა არაფერზე დამეთანხმებით, მაგრამ  თქვენი გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით მაღალია, ვიდრე თქვენი კოლეგების და დარწმუნებული ვარ, გულის გულში მაინც გაიზიარებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს.

 

ტელეგადაცემა „თეორემამ“ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ძალიან მოწყენილი იყავით და ყოვლისმცოდნე და შემძლე ხუხაშვილის მითი დაამსხვრიეთ. თქვენც კი, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პროტაგონისტი რომ იყავით და იდეების გენერატორი, უცებ მოიწყინეთ და აღმოაჩინეთ, რომ მშვიდი, მაგრამ თავდაჯერებული პროფესიონალების ოპონირება ძალიან რთულია.

10-02-2014, 17:57 | ბლოგები | ნანახია - 4246

საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მისი ეკონომიკური განვითარების ზოგიერთი ასპექტი

საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მისი ეკონომიკური განვითარების ზოგიერთი ასპექტიგიგი კუბლაშვილი

 

 საქართველოს ადგილმდებარეობა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის:  ზღვისპირეთი შესაძლებლობას გვაძლევს ინტენსიურად განვავითაროთ საზღვაო ტრანსპორტი, პორტები, ზღვის პროდუქციის - თევზჭერის  მიმართულება, ტურისტულ -  რეკრეაციული ინფრასტრუქტურა. თანამედროვე  მსოფლიოში ზღვისპირეთი მასტიმულირებელ გავლენას ახდენს და ქვეყნის არასაზღვაო რაიონებისათვის განვითარების დამაჩქარებლად გამოდის.

 

ქართული პორტების დატვირთვა გარანტირებულია ევრაზიის უზარმაზარ არეალზე მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო პროცესით. საქართველოში ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში სწორი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა იყო არამიზანმიმართულობის ელემენტებიც.

10-02-2014, 14:26 | ეკონომიკა | ნანახია - 4444
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია