დაანგრიეთ! მაგის დედაც. . .

დაანგრიეთ! მაგის დედაც. . .ნათია მეგრელიშვილი

 

 ტელევიზორში განათლების მინისტრს მოვკარი  თვალი. ის საკმაოდ გაღიზიანებული საუბრობდა ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე და საერთოდ მოითხოვა, რომ ეს თემა აღარ განეხილათ. ტაბუ!

 

 ქვეყანა, სადაც  ინჟინრების, მშენებლების, კონსტრუქტორების,  გამომგონებლების, ფიზიკოსების, ქიმიკოსების დიდი დეფიციტია, ხელისუფლება იწუნებს პროფილურ უნივერსიტეტს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო და ეს მიზეზი არის „მიშას ფანტაზიები“. . . . ჰოდა, გენაცვალე, იქნებ უკვე დროა, საკუთარი ფანტაზიები აამოქმედოთ და საქმის კეთებას შეუდგეთ?

17-02-2014, 17:01 | ბლოგები | ნანახია - 5302

"გრენლანდიური" რეცეპტი კიევისათვის

"გრენლანდიური" რეცეპტი კიევისათვისზურაბ კვაჭაძე

 

             სოჭის ოლიმპიადის ციებ-ცხელებამ და ოლიმპიური სოფლის "კრეატიულმა" საპირფარეშოებმა იმდენად გადაფარეს მედიაში კიევის მაიდანზე და მთლიანად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომ საზოგადოების ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა რუსეთის  პრეზიდენტის მრჩევლის, გლაზევის მეტად სახიფათო და მზაკვრული განცხადება, რომელიც მან "კომერსანტთან" საუბარში გაახმოვანა ამ რამდენიმე დღის წინ: "ხისტი უნიტარული სახელმწიფოს (უკრაინის) შიგნით დაპირისპირებები მუდმივად იქნება (!!!). იმისათვის, რათა ეს დაპირისპირებები შეწყდეს, საჭიროა ფედერალიზაცია... ვფიქრობ, რომ ეს (ფედერალიზაცია) უკვე იდეა კი არა, აუცილებლობაა".  გლაზევის შემდგომი წიაღსვლები ამ "მომავალი ფედერაციის" სუბიექტებისათვის ფართო უფლებების მინიჭების შესახებ, უკრაინას ახალ, კრემლისთვის სასურველ რეალობასთან აახლოებს: "მსოფლიო პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ერთი სახელმწიფოს შიგნით მოქმედებს სხვადასხვა სავაჭრო-ეკონომიკური რეჟიმები. მაგალითად, დანიის შემადგენლობაში არის გრენლანდია, ამასთან დანია ევროკავშირის წევრია, გრენლანდია კი არა".

 

          

17-02-2014, 16:46 | მსოფლიო | ნანახია - 2409

სიზიფოსის ახალი ციკლი თუ ახალი რეალობა ხმელთაშუა ზღვის აუზში

სიზიფოსის ახალი ციკლი თუ ახალი რეალობა ხმელთაშუა ზღვის აუზშიგია ჯაფარიძე

 

“Nobody ever lost money betting against a Cyprus solution,” - ბრიტანელი დიპლომატის ამ სიტყვებს უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ გამოცდიან. 11 თებერვალს, ბუფერულ ზონაში, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე კვიპროსის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული თემის ლიდერმა კუნძულის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე ერთობლივი დეკლარაციის ტექსტზე შეთანხმებას მიაღწიეს. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია ის ძირითადი პრინციპები, რომელზეც მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ და რომელსაც მომავალი ერთიანი სახელმწიფო უნდა დაეფუძნოს.

17-02-2014, 15:43 | მსოფლიო | ნანახია - 2832

რუსეთს პირდაპირი აგრესიისა და მეხუთე კოლონის გარდა ზემოქმედების ბერკეტები არ აქვს

- თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ჩამოვიდა.

 

მედიით გავრცელდა დადებითი შეფასებები ორივე მხრიდან. თქვენი აზრით, როგორი ტემპებით მიმდინარეობს ნატო-სთან დაახლოების პროცესი და რას იტყვით მიღწეულ შედეგებზე?

17-02-2014, 12:17 | ინტერვიუ, არქივი | ნანახია - 875
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია