პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

პრემიერის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებშინიკა რურუა

 

პრემირ-მინისტრი ღარიბაშვილი ამერიკაში გაემგზავრა აშშ-ს საო ვან ჯონ ქერისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შესახვედრად. მასთან ერთად დელეგაციაშია რამდენიმე მინისტრიც.

 

სანამ პრემიერის პირველი ვიზიტის წარმატება-წარუმატებლობაზე გაგიზიარებთ ვარაუდს, მინდა გითხრათ, რომ ახალი ხელისუფლების პირველი ვიზიტი ჩვენს ყველაზე მთავარ სტრატეგიულ პარტინიორტან - აშშ-სთან მავანმა ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, დაეპატიმრებინა ასევე დაპატიმრებული, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩანა ახალაიას მოქმედი ადვოკატი - გიორგი ონიანი. ძნელია ამ წუთს დადგენა იმისა, ეს “დამთხვევა” შეგნებული მავნებლობაა თუ შემთხვევა წარმოუდგენელი სიბეცისა; დაახლოებით იმგვარი სიბეცისა, როგორიც NATO-ს მინისტერიალის თბილისში ჩატარების დღეს თბილისისვე მერიის ოცდაათი თანამშრომლის დაპატიმრება და იმავე დღეს გათავისუფლება იყო.

24-02-2014, 23:29 | პოლიტიკა | ნანახია - 2661

ისტორია დგას

ალექსი ჩხიკვაძეისტორია დგას 

 

დღეს, როდესაც თითქმის ასი წლის წინანდელ მოვლენებს ვიხსენებთ, რატომღაც არ ქრება განცდა, რომ ჩვენთვის ისტორია არათუ მეორდება, არამედ ის დგას, ის არც დამთავრებულა. ჩვენ თითქოს ერთ წერტილში ვტრიალებთ, ან სულაც გავჩერდით. დროც თითქოს გაჩერდა და ერთსა და იმავე ფაქტს უბრალოდ სხვადასხვა ფერის სათვალით ვუყურებთ.

24-02-2014, 20:07 | პოლიტიკა | ნანახია - 1540

ევროპის რუკის მოწყობა და უკრაინის საკითხი

ემილ ავდალიანი

 ევროპის რუკის მოწყობა და უკრაინის საკითხი

უკვე რამდენიმე თვეა უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მხოლოდ სოჭის ოლიმდიადამ თუ მოახერხა ამ საკითხის ცოტაოდენი დაჩრდილვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლელი ჟურნალისტებისა თუ პოლიტოლოგების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა მოგებას ნახავდა უკრაინა ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებით. ნაკლები, ან თითქმის არაფერი თქმულა უკრაინის სტრატეგიულ მდგომარეობაზე და რას მოიტანს მისი ასოცირება ევროპასთან ამ უკანასკნელის უსაფრთხოებისთვის.

24-02-2014, 19:24 | პოლიტიკა | ნანახია - 4349

“საუბარი პროფესიონალთან” – საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლები

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნიკა რურუა ესაუბრება ისტორიკოს გოჩა საითიძეს.

 

გოჩა საითიძე: “სტალინის ფრაზაა: 1921 წელს მოხდა საქართველოს ოკუპაციაო”

რა ხდება ყაზახეთში?!......... საცვლები, დევალვაცია

გიორგი ტიანშანსკი


წელს, 15 თებერვალს საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე(რუსეთი, ყაზახეთი, და ბელარუსი)აიკრძალა ქალის მაქმანიანი ქვედა  საცვლების (кружевных трусов) შემოტანა, გაყიდვა და დამზადება. აფერუმ,  ბრძნული გადაწყვეტილებაა. შემდგომში, როდესაც  საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების მშრომელებმა ერთხმად მოითხოვეს ახსნა-განმარტება ზემოაღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით(დავაზუსტებ მოთხოვნა წამოვიდა ქვემოდან, ანუ ფართო მასებიდან), ჩინოვნიკებმაც არ დააყოვნეს და  განმარტეს: თურმე, აღნიშნული ქმედება განპირობებული ყოფილა მშრომელთა უფლებების დაცვის სურვილით. თურმე, აკრძალვა ეხება სინთეტურ მაქმანიან საცვლებს. აქვე დააკონკრეტეს, რომ აკრძალვა კავშირშია ჰიგროსკოპიულობასთან, რაც ადამიანურ ენაზე ითარგმნება, როგორც ქსოვილის თვისება შეიწოვოს ნესტი. თურმე, ქალის საცვალს იგი უნდა ჰქონდეს 6% -ი,   სინთეტიური ქსოვილი კი ამ ნორმებს არ შეესაბამება. აი, ამიტომ და მხოლოდ ამიტომ აკრძალეს, ბატონო, მაქმანიანი საცვლები! 

24-02-2014, 18:19 | მსოფლიო | ნანახია - 1838

ცხადდება ვაკანსია - ხელისუფლებაში გვესაჭიროება პოლიტიკოსები!

ნათია მეგრელიშვილი

 

ქართველი მინისტრები და პარლამენტარები მშვიდად აცხადებენ, რომ უკრაინას დღეს არ სჭირდება ჩვენგან არავითარი დახმარება. . . . . არ ვიცი ამას რა დავარქვა - სიძუნწე თუ უვიცობა? როდის იყო ქართველს დახმარება დაზარებოდეს? სამთავრობო დონეზე უკრაინას  თითქმის უკანასკნელებმა დავუჭირეთ მხარი - სანამ მთელი მსოფლიო არ აგუგუნდა, გაყუჩებული ვიყავით.

 

 ნაციონალებს დასცინეთ, ყოფილ პრეზიდენტსაც, მაგრამ პოლიტიკაში ისევ გაჯობეს. დღეს, როცა უკრაინას მართლა ძალიან სჭირდება დახმარება, მათთვის საქართველოს მხარდაჭერა  ასოცირდება  ისევ ყოფილ ხელისუფლებასთან და არა თქვენთან, ვინც, თურმე, დახმარებას არც აპირებს.

24-02-2014, 15:09 | ბლოგები | ნანახია - 2410
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია