25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე1921 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ივანე ჯავახიშვილმა ასე მიმართა სტუდენტებს: ” შვილებო! ჩემი მოვალეობაა...

25-02-2014, 21:34 | ბლოგები | ნანახია - 2010

ქართულ-ფინური პარალელები

კიდევ ერთი მსგავსება  ორი ქვეყნის ისტორიიდან

ნინო გედენიძე

 

კარლ გუსტავ ემილ მანერჰეიმი

  დაიბადა 1867 წელს ქ.ტურკუდან 45 კმ-ში მდებარე მამულში –სოფელ ასკაინში. დაამთავრა სანკპეტერბურგის ნიკოლოზის კავალერისტთა სასწავლებელი და მსახურობდა რუსეთის არმიაში; მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, სადაც გამოჩენილი მამაცობისა და სამხედრო გამჭრიახობისათვის მიიღო პოლკოვნიკის წოდება. ამის შემდეგ რუსეთის გენერალური შტაბის დავალებით ხელმძღვანელობდა შუა და ცენტრალური აზიის სამხედრო–სტრატეგიულ ექსპედიციას: ამ ექსპედიციის შედეგებს  დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა და აქტუალობა - აღწერილი და რუკაზე დატანილი  იქნა 3200 პუნქტი.

25-02-2014, 16:31 | კომენტარები | ნანახია - 1930

რუსული ოკუპაცია – 1921 – 1924 წლები

ზურაბ ოდილავაძე

 

რუსული ოკუპაცია – 1921 – 1924 წლები,,პრაღის გაზაფხულის” შემდეგ მე შევიძულე ყველაფერი რუსული, მათი ეკლესიის გუმბათებიც კი საზარბაზნე ბირთვებს მაგონებენ” - მილან კუნდერა

 

I. რუსული აგრესია

 

1921 წლის 15-16 თებერვალიდან საქართველოს ჯარები საზღვრებზე გამართული ბრძოლების შემდეგ თბილისისკენ იხევდნენ. 18 თებერვალს დაიწყო წითელი არმიის იერიში თბილისზე.

 

თბილისის ასაღებად ჯერ კიდევ 11 თებერვალს დაძრული რუსეთის მე-11 წითელ არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან გადაუდგნენ წინ. ცხარე ბრძოლები გაიმართა კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში.

 

25-02-2014, 14:35 | კომენტარები | ნანახია - 4608

25 თებერვლის სინდრომი

დაზმირ ჯოჯუა

 

25 თებერვლის სინდრომისოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი,

მოძრაობა „დაბრუნების“  წევრი

 

ყოველი ერის განვითარების ქრონომეტრაჟში არის თარიღები, რომლებიც მათი ისტორიული ტრაგედიის კონცენტრირებულ პროექციას ქმნის და სრულიად ადექვატურ ცნობიერ და ქვეცნობიერ ეთნოფსიქოლოგიურ  კომპლექსებს  წარმოშობს. ბერძნებისთვის, მაგალითად, ასეთი თარიღია 29 მაისი (კონსტანტინოპოლის დაცემის დღე, 1453), ფრანგებისთვის  - 22 ივნისი (კომპიენის კაპიტულაციის დღე, 1940), ბალტიისპირეთის ხალხებისათვის - 23 აგვისტო (მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების დღე, 1939) და ა.შ. ჩვენთვის, ქართველებისათვის, ასეთი თარიღია 25 თებერვალი - რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის ის დღე, როდესაც რუსი ინტერვენტები თბილისში შემოიჭრნენ და საქართველოს დედაქალაქი დაიპყრეს.

25-02-2014, 13:06 | კომენტარები | ნანახია - 1963

“საუბარი პროფესიონალთან” – 1921 წლის 25 თებერვალი და მსგავსი მოვლენები დღევანდელ დღეს

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნიკოლოზ ვაშაკიძე ესაუბრება ისტორიკოს პაატა ჩიქოვანს.

 

პაატა ჩიქოვანი: “ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც 1801 წლიდან დაიწყო, შეიძლება ვუწოდოთ “თამაში რუსეთის ყანაში”

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია