“საუბარი პროფესიონალთან” – საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლები

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნიკა რურუა ესაუბრება ისტორიკოს გოჩა საითიძეს.

 

გოჩა საითიძე: “სტალინის ფრაზაა: 1921 წელს მოხდა საქართველოს ოკუპაციაო”

რა ხდება ყაზახეთში?!......... საცვლები, დევალვაცია

გიორგი ტიანშანსკი


წელს, 15 თებერვალს საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე(რუსეთი, ყაზახეთი, და ბელარუსი)აიკრძალა ქალის მაქმანიანი ქვედა  საცვლების (кружевных трусов) შემოტანა, გაყიდვა და დამზადება. აფერუმ,  ბრძნული გადაწყვეტილებაა. შემდგომში, როდესაც  საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების მშრომელებმა ერთხმად მოითხოვეს ახსნა-განმარტება ზემოაღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით(დავაზუსტებ მოთხოვნა წამოვიდა ქვემოდან, ანუ ფართო მასებიდან), ჩინოვნიკებმაც არ დააყოვნეს და  განმარტეს: თურმე, აღნიშნული ქმედება განპირობებული ყოფილა მშრომელთა უფლებების დაცვის სურვილით. თურმე, აკრძალვა ეხება სინთეტურ მაქმანიან საცვლებს. აქვე დააკონკრეტეს, რომ აკრძალვა კავშირშია ჰიგროსკოპიულობასთან, რაც ადამიანურ ენაზე ითარგმნება, როგორც ქსოვილის თვისება შეიწოვოს ნესტი. თურმე, ქალის საცვალს იგი უნდა ჰქონდეს 6% -ი,   სინთეტიური ქსოვილი კი ამ ნორმებს არ შეესაბამება. აი, ამიტომ და მხოლოდ ამიტომ აკრძალეს, ბატონო, მაქმანიანი საცვლები! 

24-02-2014, 18:19 | მსოფლიო | ნანახია - 1833

ცხადდება ვაკანსია - ხელისუფლებაში გვესაჭიროება პოლიტიკოსები!

ნათია მეგრელიშვილი

 

ქართველი მინისტრები და პარლამენტარები მშვიდად აცხადებენ, რომ უკრაინას დღეს არ სჭირდება ჩვენგან არავითარი დახმარება. . . . . არ ვიცი ამას რა დავარქვა - სიძუნწე თუ უვიცობა? როდის იყო ქართველს დახმარება დაზარებოდეს? სამთავრობო დონეზე უკრაინას  თითქმის უკანასკნელებმა დავუჭირეთ მხარი - სანამ მთელი მსოფლიო არ აგუგუნდა, გაყუჩებული ვიყავით.

 

 ნაციონალებს დასცინეთ, ყოფილ პრეზიდენტსაც, მაგრამ პოლიტიკაში ისევ გაჯობეს. დღეს, როცა უკრაინას მართლა ძალიან სჭირდება დახმარება, მათთვის საქართველოს მხარდაჭერა  ასოცირდება  ისევ ყოფილ ხელისუფლებასთან და არა თქვენთან, ვინც, თურმე, დახმარებას არც აპირებს.

24-02-2014, 15:09 | ბლოგები | ნანახია - 2405

პრეზიდენტის დებიუტი პარლამენტში

დღეს, 2014 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტში  წლიური ანგარიშით წარსდგა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 

21-02-2014, 20:31 | ... | ნანახია - 1365

ცხრა წელი - ეროვნული კიჩი

ცხრა წელი - ეროვნული კიჩიმარიამ მათიაშვილი

 

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთაგან და ზოგიერთი ოპოზიციონერისგან ვისმენდით ერთ სანუგეშო და ნამდვილად აქტუალურ მოსაზრებას, რომ ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ აუცილებელი იქნებოდა მასთან მიმართებაში საზოგადოებას სიფხიზლე შეენარჩუნებინა, გაეკრიტიკებინა და ამით არ მიეცა შეცდომების დაშვების საშუალება, რაც პრობლემა იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირველ წლებში. ეს მოსაზრება იმის იმედს იძლეოდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჯანსაღი კრიტიკის სტანდარტის დამკვიდრება, რომელშიც ახალი ხელისუფლება აპრიორი მოუსმენდა  ოპოზიციას.

21-02-2014, 17:59 | ბლოგები | ნანახია - 1575

ნინო კალანდაძის პირდაპირი ჩართვა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერში"

ნინო კალანდაძის პირდაპირი ჩართვა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერში"ნინო კალანდაძის პირდაპირი ჩართვა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კურიერში"

21-02-2014, 14:20 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1239

შალვა რამიშვილი + არტ-არეა = სირცხვილს

ნათია მეგრელიშვილი

 შალვა რამიშვილი + არტ-არეა = სირცხვილს

საქართველოს პრეზიდენტის სასახლის დამცირების და გამარგინალებისთვის ბევრი პროექტი მუშავდება, მაგრამ შალვა რამიშვილმა შესანიშნავი გამოსავალი მოძებნა.

 

სასახლეში თანამედროვე ქართული და, რაც მთავარია, კონცეფტუალური ხელოვნების გამოფენა  გუშინ გაიხსნა - გუშინ, როცა მთელი მსოფლიო უყურებდა კიევის საზარელ კადრებს, ჩვენს თვალწინ ადამიანები კვდებოდნენ  და იმის ნაცვლად, რომ ქართველ ხელოვანებს (რომლებსაც, თურმე, კონცეფციებიც აქვთ) ეს გამოფენა და „სუპერ“ ინსტალაციები რუსთაველის გამზირზე დაედგათ და მიეძღვნათ უკრაინელებისთვის, ჩაიკეტენ „ნანატრ საძულველ“ სივრცეში და ფილოსოფიურად წარმოაჩინეს გამოფენის აქტუალობა.

21-02-2014, 13:36 | ბლოგები | ნანახია - 4878

მამუკა კუდავა უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ

მამუკა კუდავა უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებმიმდინარე მოვლენებზე საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებელი, მამუკა კუდავა საუბრობს.

21-02-2014, 11:47 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 998

ნიკა ვაშაკიძე და მამუკა ჟღენტი "პალიტრატვ"-ის გადაცემაში "რეზიუმე"

ნიკა ვაშაკიძე და მამუკა ჟღენტი "პალიტრატვ"-ის გადაცემაში "რეზიუმე"ნიკა ვაშაკიძე და მამუკა ჟღენტი "პალიტრატვ"-ის გადაცემაში "რეზიუმე"

20-02-2014, 16:24 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1223

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ნათია მეგრელიშვილი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

სოჭში  ქამრებით  და მუშტებით სცემენ უკრაინელ გოგონებს, კიევში მაიდანი იწვის, პუტინმა ჰოკეი წააგო, აფხაზეთში კილომეტრები მატულობს, გალში კაზაკები დასეირნობენ.

 

 საქართველო კი ჰყვავის და ბედნიერი ადამიანები თავისუფლად სუნთქავენ!

 

ბევრი ვიფიქრე, ვის შეიძლება შევჩივლოთ ნამდვილი ტკივილი და მხოლოდ თქვენ გამახსენდით - ჩემი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ჯერჯერობით პოლიტიკის ცოდნასა და გამოცდილებაში ნამდვილად ლიდერობს ახალგაზრდა და გამოუცდელი პრეზიდენტის და პრემიერის გუნდში და   საკმაოდ დიდი ძალისხმევით, მაგრამ მაინც ცდილობს იყოს ობიექტური (თუ საერთოდ არსებობს ასეთი ცნება).

20-02-2014, 16:09 | ბლოგები | ნანახია - 2204

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია