რატომ არ იხსნება თბილისის იუსტიციის სახლი?

რატომ არ იხსნება თბილისის იუსტიციის სახლი?თიკა ნიკოლაძე

 

ძლიერი ქარის გამო, ჯერ კიდევ 2013 წლის 3 დეკემბერს თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ნაწილი ჩამოიშალა.  4 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლის დარბაზი (ე.წ. წინახაზი), მოქალაქეთა და იქ მომუშავე თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, დახურულად გამოცხადდა.  დღეს 2014 წლის 11 თებერვალია და იუსტიციის სახლის მთავარი დარბაზი ჯერ ისევ დახურულია. არგახსნის მიზეზად კი,  იუსტიციის მინისტრი, იმას ასახელებს, რომ მისთვის პრიორიტეტული ადამიანის სიცოცხლეა.

11-02-2014, 21:41 | კომენტარები | ნანახია - 3203

თუ არა ჩვენ, მაშ, ვინ ?

თუ არა ჩვენ, მაშ, ვინ ?მამუკა გამყრელიძე

 

     ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების არჩევნებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. რატომღაც, მავანთ ეს არჩევნები უბრალო ფორმალობად ან ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ,  ვიდრე საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნები. ზოგიერთები უკვე წინასწარმეტყველებენ მმართველი გუნდის უპირობო გამარჯვებას და აქედან გამომდინარე - დაბალ აქტივობას არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს მცდარი განცდაა. საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ვირჩევთ პოლიტიკურ პარტიებს და პერსონებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ კურსს, დაკავებულნი იქნებიან ქვეყნის სტრატეგიული განვითარებით უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. ადგილობრივ არჩევნებზე კი ვირჩევთ იმ ადამიანებს, ვინც, იმავე ოთხი წლის განმავლობაში უნდა განაგოს ჩვენი ყოფის კომფორტი და სიმშვიდე. ამ ადამიანებმა უნდა უხელმძღვანელონ იმ ქალაქებს, სოფლებსა თუ რაიონებს, რომლებშიც ჩვენ, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა ნათესავებმა და მეგობრებმა უნდა ვიცხოვროთ. დიდწილად სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული, გვექნება თუ არა ჩვენ შუქის ან გაზის შეუფერხებელი მოწოდება, კარგი გზები და შენობები, სპორტული მოედნები და ლამაზი სკვერები; დროულად თუ გაიტანენ ნაგავს და დაასუფთავებენ ქუჩებს; რამდენად ოპერატიულად იმუშავებენ მუნიციპალური ორგანოები და სამსახურები. მაშ, რითაა ნაკლებმნიშვნელოვანი ეს არჩევნები?

10-02-2014, 19:09 | კომენტარები | ნანახია - 1436

დეპეშა გია ხუხაშვილს

დეპეშა  გია  ხუხაშვილსნათია მეგრელიშვილი

 

ვიცი, ხმამაღლა არაფერზე დამეთანხმებით, მაგრამ  თქვენი გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით მაღალია, ვიდრე თქვენი კოლეგების და დარწმუნებული ვარ, გულის გულში მაინც გაიზიარებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს.

 

ტელეგადაცემა „თეორემამ“ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ძალიან მოწყენილი იყავით და ყოვლისმცოდნე და შემძლე ხუხაშვილის მითი დაამსხვრიეთ. თქვენც კი, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პროტაგონისტი რომ იყავით და იდეების გენერატორი, უცებ მოიწყინეთ და აღმოაჩინეთ, რომ მშვიდი, მაგრამ თავდაჯერებული პროფესიონალების ოპონირება ძალიან რთულია.

10-02-2014, 17:57 | ბლოგები | ნანახია - 4246

საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მისი ეკონომიკური განვითარების ზოგიერთი ასპექტი

საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მისი ეკონომიკური განვითარების ზოგიერთი ასპექტიგიგი კუბლაშვილი

 

 საქართველოს ადგილმდებარეობა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის:  ზღვისპირეთი შესაძლებლობას გვაძლევს ინტენსიურად განვავითაროთ საზღვაო ტრანსპორტი, პორტები, ზღვის პროდუქციის - თევზჭერის  მიმართულება, ტურისტულ -  რეკრეაციული ინფრასტრუქტურა. თანამედროვე  მსოფლიოში ზღვისპირეთი მასტიმულირებელ გავლენას ახდენს და ქვეყნის არასაზღვაო რაიონებისათვის განვითარების დამაჩქარებლად გამოდის.

 

ქართული პორტების დატვირთვა გარანტირებულია ევრაზიის უზარმაზარ არეალზე მიმდინარე სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო პროცესით. საქართველოში ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში სწორი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა იყო არამიზანმიმართულობის ელემენტებიც.

10-02-2014, 14:26 | ეკონომიკა | ნანახია - 4444

რას ნიშნავს, ანუ რაში გვჭირდება ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფა

ნიკა რურუა

 რას ნიშნავს, ანუ რაში გვჭირდება ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფა

მიეცით კეისრისა კეისარს, და ღვთისა - ღმერთს.

მათე, 22:21.

 

ჩვენი კონსტიტუციის მე-9 მუხლში (ისევე როგორც უმეტესობა დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციაში) წერია, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. ამავე მუხლში მითითებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე საქართველოს ისტორიაში და ე.წ. კონსტიტუციურ შეთანხმებაზე, ანუ კონკორდატზე, რომლითაც უნდა განისაზღვროს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. მაგრამ ჩვენი დღევანდელი საუბარი ეხება სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთმანეთისგან დამოუკიდებლობის, ანუ ერთმანეთისგან გაყოფის პრინციპს, მის მიზანშეწონილობას და მისი შემუშავების მიზეზებს.

8-02-2014, 21:43 | კომენტარები | ნანახია - 3693

ნიკა ვაშაკიძე "ტაბულატვ"-ის გადაცემაში "თეორემა"

ნიკა ვაშაკიძე "ტაბულატვ"-ის გადაცემაში "თეორემა"ნიკა ვაშაკიძე "ტაბულატვ"-ის გადაცემაში "თეორემა"

8-02-2014, 19:01 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1032

სოჭი 2014 -- ოლიმპიადა?

სოჭი 2014 -- ოლიმპიადა?სოჭი 2014 -- ოლიმპიადა?

7-02-2014, 18:56 | არქივი | ნანახია - 765

ერთა მეგობრობა - რუსული პროპაგანდის მითი

მარიამ მათიაშვილი

 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე წამსვლელი სპორტსმენები მამაშვილურად დალოცა და სოჭში გააცილა. ოლიმპიადის დაწყებამდე რუსეთისგან ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ ბევრჯერ თქვა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

 

საქართველოს უახლესი ისტორია რუსეთთან პასიური თუ აქტიური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ამ დაპირისპირების პირობებში საქართველოს მოქალაქეებს შორის ერთი შეხედვით მიღწეულ იქნა შეთანხმება  იმის შესახებ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამ ოკუპაციისგან ვერაფერი ვისწავლეთ. მტერი შევიყვარეთ, მაგრამ არ გაგვიცნია. ვამბობთ, რომ ჰო, ოკუპანტია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ურთიერთობები უნდა დავალაგოთ.

 

საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის უარყოფითი შედეგები ჩვენთვის  კარგად არის ცნობილი, მაგრამ ამ ომმა გარკვეულწილად დადებითი გავლენაც იქონია რუსეთის, როგორც ოკუპანტის სტატუსის დამკვიდრებაზე ქვეყნის შიგნით და გარეთ.

7-02-2014, 14:16 | კომენტარები | ნანახია - 2443

ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნჰენში

ვაჟა ნიკოლაიშვილი

 ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნჰენში

           „ევრონიუსი ქართულადაც ევრონიუსია, ხომ?“, - იკითხა ივანიშვილმა მის მიერ ამასწინად მოწყობილ პრესკონფერენციაზე. ვფიქრობ, ამ ფრაზამ საბოლოოდ შეიტანა სიცხადე მის ინტელექტთან დაკავშირებით. ანუ, თუ აქამდე ამ საკითხში კიდევ რაიმე მცირე იმედისმომცემი ეჭვი არსებობდა, ახლა უკვე, სამწუხაროდ, ყველაფერი გასაგებია. როგორც კი ამას ცხადად გაიაზრებ, მაშინვე გამყინავი შიშის გრძნობა გეუფლება, რადგან გახსენდება, რომ ამ კაცმა ისეთი ადამიანები დატოვა სახელმწიფოს სათავეში, რომლებიც გულწრფელად მიიჩნევენ მას გენიოსად და, რომლებიც, როგორც ირკვევა, ივანიშვილთან პრაქტიკულად ინტერაქტიულ რეჟიმში მართავენ ჩვენს უბედურ ქვეყანას.

6-02-2014, 12:42 | კომენტარები | ნანახია - 3626

“საუბარი პროფესიონალთან” – საქართველოს ევროპული მომავალი, მისი მოწინააღმდეგეები და ახალი პოლიტიკური რეალობა

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნიკა რურუა ესაუბრება მწერალს, დრამატურგსა და პუბლიცისტს ლაშა ბუღაძეს.

 

ლაშა ბუღაძე: ”ვინც ამბობს “არა - ევროპას”, ის ამბობს “არა – საქართველოს დამოუკიდებლობას.”


Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია