“საუბარი პროფესიონალთან” – ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” პრეზენტაცია

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი მამუკა გამყრელიძე ესაუბრება საინფორმაციო სააგენტო “GHN”-ის დამფუძნებელს გოჩა მირცხულავას. 

 

გოჩა მირცხულავა: “ბიძინა ივანიშვილს დაქირავებული ჰყავს საქართველოს მთავრობა”

“საუბარი პროფესიონალთან” – განათლების რეფორმა

Iveria.biz-ის რედკოლეგიის წევრი ნინო კალანდაძე ესაუბრება საქაღთველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს ხატია დეკანოიძეს.

 

ხატია დეკანოიძე: “საბიუჯეტო დეფიციტმა რიგი საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება შეამცირა”

ვინ დაანგრევს კედელს?

მართა იამანიძე

ვინ დაანგრევს კედელს? 

თანამედროვე ქართული საზოგადოების სახე მისივე სოციალურ-პოლიტიკური რეალობაა.
ორი პოლიტიკური ძალის მომხრეთაგან და მოწინააღმდეგეთაგან ვინ მწვერვალებს იპყრობს, ვინ ვარსკლავებს წყვეტს სიძულვილის გამოსახატად მის მიმართ, ვინც მისი „მტერია.“
ეს ნეო-ბოლშევიკური იდეოლოგია საძირკველს დებს საზოგადოების ცნობიერებაში და ჩვენც ყოველდღე ახალ-ახალ როლებს ვირგებთ, რათა წარმატებულად შევასრულოთ ჩვენ-ჩვენი სიძულვილის ეტიუდები გაურკვევლობის ერთ დიდ ამფითეატრში.
მეორე მხარეს მავთულხლართებია.
გაყოფილი საზოგადოებაც ხელოვნური ბარიერების მეშვეობით შორდება ერთმანეთს და რუსული „აგურიც“ სათითაოდ იდება იმ დიდი კედლის მშენებლობაში, რომელიც ერთ სახლში მცხოვრები ოჯახის განცალკევებას უსახური კონსტრუქციით ცდილობს.

5-02-2014, 17:50 | ბლოგები | ნანახია - 1902

„მოქალაქე“ - პათოლოგიური საზოგადოების ფორმირების მცდელობა საქართველოში

„მოქალაქე“ - პათოლოგიური საზოგადოების ფორმირების მცდელობა საქართველოშიდაზმირ ჯოჯუა

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 

მოძრაობა ,,დაბრუნების“ წევრი

 

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველო ცხოვრობს თვისობრივად ახალ პირობებში. მიმდინარეობს ახალი ტიპის პოლიტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბების მტკივნეული პროცესი. პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების  მიერ დაშვებული შეცდომებისა და ვირტუალური პოლიტტექნოლოგიების გამოყენებით, ტოტალური სიცრუის ტირაჟირებით, ე.წ. „ციხის კადრების“ პრეცენდენტით, შიზოფრენიულ კრიზამდე მისული ეგზალტირებული მასის მხარდაჭერით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტურა და სრული კონტროლი დაამყარა პოლიტიკურ პროცესებზე. მმართველი კოალიციის შინაგანი სტრუქტურიდან (სადაც არავითარი კოალიციური პლურალიზმი არ არის, არამედ მეფობს „ფულად პატრიოტიზმთან“ შერწყმული პატრონყმული მენტალიტეტი) და საკუთრივ ბიძინა ივნიშვილის პლუტოკრატიული ბელადიზმისკენ მიდრეკილებიდან გამომდინარე, სრულიად რეალურია საქართველოში ტიპოლოგიურად ოლიგარქიულ-პლუტოკრატიული რეჟიმის დამყარების საფრთხე.

5-02-2014, 16:07 | კომენტარები | ნანახია - 4453

აღგზნებული ფარისევლების კაპელა

აღგზნებული ფარისევლების კაპელაზურა ოდილავაძე

 

,,გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, მესია ვარ, შენი, სამოქალაქო!"

 

   უკვე დღეს თამამად შეიძლება ითქვას – ამჟამინდელი ხელისუფლების ერთადერთი წარმატებული პროექტი ხალხის ფართო მასებში სიძულვილის დანერგვა შეიქნა. სასარგებლო საქმეების კეთებით დიდად არც დასაწყისში გამოუჩენიათ თავი, მაგრამ ყველას იმედი გვქონდა, რომ დროთა განმავლობაში, ქვეყნის პროკურატურად გადაქცევა დასრულდებოდა. არა, ზიზღის ნაკადი კვლავ მოტულობს! საკმარისია ტელევიზორი ჩართო (,,ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების მეორე წელი მიდის!) და დაინახავ კოალიციის ლიდერების აგრესიისგან გადაბრეცილ სახეებს, რომლებიც ბოლშევიკური მგზნებარებით მორიგ სენსაციურ ბრალდებას ამტკიცებენ და ,,ხალხის მტრებს“ ამხელენ.

3-02-2014, 20:10 | ბლოგები | ნანახია - 4228

სოჭის ოლიმპიადა: შეცდომის გამოსწორება პატარა დოზით

გრიგოლ ვაშაძე

 

 სოჭის (რა კარგი ქართული სახელია!) ოლიმპიადის გახსნამდე 6 დღე რჩება.

 

     6  სინანულის დღე გვრჩება იმის გამო, რომ შეგვეძლო, მსოფლიო ლიდერების ბოიკოტს შევერთებოდით, ან სულაც მისი ინიციატორები გავმხდარიყავით და საქართველოს განუყოფელი ნაწილების რუსული ოკუპაციის პრობლემა კიდევ ერთხელ დაგვეყენებინა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.   

 

     6 დღე რჩება იმ მომენტამდე, როდესაც პუტინი შეძლებს შეამოწმოს, ღირდა თუ არა 51 მილიარდი დოლარის (!!!) მიხარჯვა ამ ღონისძიებაზე. მით უმეტეს, რომ ამ თანხის სამი მეოთხედი “ვიღაცამ” მოიპარა.

2-02-2014, 14:21 | კომენტარები | ნანახია - 2420

Оккупация : Голодомор

Оккупация : ГолодоморОккупация : Голодомор

2-02-2014, 13:49 | არქივი | ნანახია - 661

Майдан ,Беркут і полонений 18+

Майдан ,Беркут і полонений 18+Майдан ,Беркут і полонений 18+

2-02-2014, 13:48 | არქივი | ნანახია - 563

ოთარ იოსელიანის დიდი დაბადების დღე

ნიკა რურუა

 

სულ მალე დიდი ევროპელი და ქართველი რეჟისორის 80 წლის იუბილეა. მე არ ვიცი, რას ნიშნავს ეს იუბილეები ზოგადად, გარდა იმისა, რომ პატივი მივაგოთ ადამიანს, ვინც რაღაც ნიშნით მოგვწონს ან გვეამაყება.

 

ძნელი დასაჯერებელია, რომ ოთარი (და არა ბატონი ოთარი)  80 წლის ხდება. ეს ადამიანი ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ მათ, ვისაც აქვს ბედნიერება, მას პირადად იცნობდეს, ამ რიცხვსა და მას შორის რამე საერთოს არსებობა დავიჯეროთ.

 

მაგრამ იოსელიანს შეიძლება კიდევ უფრო ახლოს იცნობს ის მილიონობით ადამიანი, ვინც მას პირადად არასდროს შეხვედრია. ეს ხალხი მას მისი ფილმებიდან იცნობს. ეს ფილმები ძალიან ინტიმურ ცნობას გვაწვდის მისი ავტორის გემოვნებისა და სულის შესახებ.

1-02-2014, 17:16 | კულტურა | ნანახია - 2600

ვახშმის გარეშე დარჩენილი პუტინი და ევროპის აღმოსავლელი პარტნიორების მომავალი

სალომე სამადაშვილი

ვახშმის გარეშე დარჩენილი პუტინი და ევროპის აღმოსავლელი  პარტნიორების მომავალი

 

       მიმდინარე კვირის რუსეთ-ევროკავშირის სამიტი, რომელიც ევროპისა და რუსეთის პოლიტიკური დიალოგის ყველაზე მაღალი ფორუმია, ჩვეული, რუსეთისთვის ერთობ სასურველი პომპეზურობით ვეღარ ჩატარდა. სამიტისთვის დაგეგმილი ორდღიანი პროგრამა სამსაათიანი სამუშაო შეხვედრით ჩანაცვლდა და ევროპის დედაქალაქმა რუსული დელეგაცია თავაზიანი, მაგრამ ცივი მასპინძლის როლში მიიღო. სამიტის ევროპული დელეგაციის წარმომადგენლების აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ღონისძიება იყო, რომელსაც კი ადგილი ჰქონია რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში. კონფიდენციალურად ევროპელები იმასაც აღიარებენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობისთვის პოზიტიური საკითხები დღის წესრიგში თითქმის აღარ დარჩა და დროა, ევროპამ სერიოზულად გადააფასოს ამ ქვეყანასთან მისი „სტრატეგიული“ თანამშრომლობის პოტენციალი.

1-02-2014, 16:01 | პოლიტიკა | ნანახია - 3431

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია