"უკრაინა საქართველო არ არის". დღეს რას ფიქრობთ?

გრიგოლ ვაშაძე

 

      "უკრაინა საქართველო არ არის".  დღეს რას ფიქრობთ?რუსეთს ომი "за исконно российскую землю Крым" უკვე დაწყებული აქვს. კიდევ ერთხელ მათთვის, ვისაც არ ესმის, რა ხდება: უკრაინაში რუსეთმა, სამხედრო აგრესიის აქტის განხორციელებით, ომი დაიწყო. 2014 წლის 1 მარტს, მას შემდეგ, რაც სევასტოპოლი, სიმფეროპოლი, ევპატორია, ჩონგარი და ასე შემდეგ უკვე ოკუპირებული იყო და სამთავრობო შენობები, აეროპორტები, პორტები, სამხედრო ობიექტები რუსული "სპეცნაზის" ხელში აღმოჩნდა, რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს ერთხმად მისცა უფლება უკრაინაში სამხედრო ძალის გამოყენებაზე. რუსეთის მეხუთე კოლონა ამოქმედებულია. რუსული პროპაგანდის ტონალობა და შინაარსი copy-paste მეთოდით არის გადმოტანილი 1990-1991, 1992-93, 1996, 2004, 2006, 2008 წლებიდან, როდესაც სამოქალაქოში ჩაცმული "ჟურნალისტები" საქართველოს წინააღმდეგ განსახორციელებელ ან უკვე განხორციელებულ სამხედრო აგრესიის აქტებს პროპაგანდისტულად ზურგს უმაგრებდნენ. "გამსახურდიას და სააკაშვილის ფაშისტები" და "ქართველი ნაციონალისტები" მათ მასალებში "უკრაინელი ფაშისტებით" და "აღვირახსნილი ბანდეროველებით" არის ჩანაცვლებული, ხოლო "თავისუფლებისთვის მებრძოლი აფხაზი და ოსი ხალხები" - "აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებით".

2-03-2014, 19:50 | მსოფლიო | ნანახია - 5451

ბობი სენდსი – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

 ბობი სენდსი – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაზურა ოდილავაძე

 

,,არის ზოგი ისეთი რამ, რაც სიკვდილზე უარესია. მონობა – ერთ-ერთი მათგანია,“ – ბერნადეტ მაკალისკი

 

   ჩრდილოეთი ირლანდია – დიდი ბრიტანეთის ისტორიული პროვინციაა, რომელიც მდებარეობს კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ლოიალისტებთან მიღებულია ჩრდილოეთი ირლანდიის დასახელება – ოლსტერი. ისტორიული ოლსტერი ცხრა  საგრაფოსგან შედგება, რომელთაგანაც ექვსი – დიდი ბრიტანეთის, ხოლო სამი ირლანდიის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის. რესპუბლიკელები ამ რეგიონს ექვს ოკუპირებულ საგრაფოს უწოდებენ. 

2-03-2014, 14:19 | მსოფლიო | ნანახია - 3077
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია